უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

19 სექტემბერი, 2020 16:40
font-size

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა

ახალქალაქში საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი გაიხსნა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ცენტრი დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა საზეიმოდ გახსნეს. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დაწყებამდე, თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები ბაზაზე განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებსაც გაეცნენ.

უწყების ცნობით, ახალქალაქში მდებარე ძველი, საბჭოთა ბაზა უახლეს ინფრასტრუქტურად იქცა – შეიცვალა და გარემონტდა შენობა-ნაგებობები, ყაზარმები, სასადილოები, მოწესრიგდა შიდა ინფრასტრუქტურა და სრულად განახლდა საკომუნიკაციო სისტემები. საწყისი საბრძოლო მომზადების ახალი ცენტრი მზად არის ერთ ნაკადზე 800, როგორც საკონტრაქტო, ასევე სავალდებულო სამხედრო სამსახურის რეკრუტი მიიღოს და მოამზადოს.

სამინისტროს ინფორმაციით, 2015 წლის 3 სექტემბერს, ცენტრს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული უფროსი სერჟანტის, ზაზა ფერაძის სახელი მიენიჭა, ხოლო 19 სექტემბერი, ცენტრის დღედ გამოცხადდა. დღემდე, უფროსი სერჟანტი ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრი განლაგებული იყო წვრთნებისა და სამხედრო განათლების მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ „ალგეთის“ საწვრთნელ ბაზაზე. საზეიმო ცერემონიალი წარმატებული სამხედრო მოსამსახურეების დაჯილდოებით დასრულდა. ღონისძიებას თავდაცვის ძალების ხელმძღვანელი პირები და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული უფროსი სერჟანტის ზაზა ფერაძის ოჯახის წევრები დაესწრნენ.

თავდაცვის მინისტრმა ზაზა ფერაძის შვილებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.

„დღეიდან, ყველა ადამიანს, ვინც დაინტერესებულია იმსახუროს საქართველოს თავდაცვის ძალებში, შესაძლებლობა ექნება საწყისი საბრძოლო მომზადება თანამედროვე სტანდარტის, უახლესი ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობილ სამხედრო ბაზაზე გაიაროს. საბრძოლო მომზადების ცენტრი მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარებაში, სადაც თავდაცვის ძალების ყველა სახეობისათვის მომავალ ჯარისკაცებს ამზადებენ. საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის ხანგრძლივობა 10 კვირაა, რომლის მიმდინარეობისას, რეკრუტი სხვადასხვა სამხედრო დისციპლინაში ემზადება და საბაზისო სამხედრო უნარ-ჩვევებს ეუფლება. იგი უზრუნველყოფილია კვებით, სამხედრო ფორმითა და საველე აღჭურვილობით, სამედიცინო დაზღვევითა და განთავსებით. პირველად საქართველოს თავდაცვის ძალების ისტორიაში, თავდაცვის მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ. დაარსების დღიდან დღემდე საწყისი საბრძოლო მომზადება რამდენიმე ათეულმა ათასმა რეკრუტმა გაიარა“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გახარია რთველზე - პანდემიის პირობებში ჩვენმა მევენახეებმა რეკორდული მოსავალი 277 ათასი ტონა ყურძენი ჩააბარეს

29 ოქტომბერი, 2020 , 10:55

ორიოდე სიტყვით მინდა შევეხო რთველს, რომელიც დასრულდა. 30 წლის განმავლობაში, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ეს იყო რეკორდული მოსავალი 277 ათასი ტონა ჩაიბარეს ჩვენმა მეღვინეებმა მთავრობასთან და სახელმწიფოსთან ერთად, -

შემდეგი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები - გიორგი გახარია

27 ოქტომბერი, 2020 , 17:59

შემდეგი 4 წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ფოთში მომდევნო 4 წლის განმავლობაში ბევრი გაკეთდება

პრემიერ-მინისტრმა და შინაგან საქმეთა მინისტრმა წალენჯიხაში პოლიციის ახალი შენობა გახსნეს

27 ოქტომბერი, 2020 , 17:45

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ და შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა წალენჯიხის პოლიციის სამმართველოს ახალი შენობა გახსნეს. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა და შ

„ჩვენ შევცვლით ასეთ ყოფას“- ნატო ჩხეიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

27 ოქტომბერი, 2020 , 17:01

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია“- ს ხაშურის, ქარელის და გორის მუნიციპალიტეტის ნაწილის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნატო ჩხეიძე მოსახლეობასთან ინდივიდუალურ შეხვედრებს განაგრძობს. კანდიდატმა

სამწლიანი გაზიფიცირების გეგმის ფარგლებში გაზიფიცირება დასრულდება საქართველოში 384 სოფელში - მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებული - გიორგი გახარია

27 ოქტომბერი, 2020 , 12:55

საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021 წლიდან 2024 წლამდე განაახლოს, გააგრძელოს გაზიფიცირების ახალი სამთავრობო პროგრამა, რომლის შედეგიც იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი საქა

სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენი ჩაერთო

24 ოქტომბერი, 2020 , 14:45

სვანეთში, სოფელი ლატალის მიმდებარე ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო. “ადგილობრივ ცოცხალ ძალას გვიან ღამით დაემატნენ საგანგებო სიტუაციე