უახლესი ამბები
- 28.01.2021 17:57მედიაჰოლდინგ `იმედის` 100%-იანი წილი იყიდება
- 28.01.2021 17:49დავით ზალკალიანი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს ტელეფონით ესაუბრა
- 28.01.2021 17:35პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა 49 ოპოზიციონერისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა
- 28.01.2021 17:35პრემიერ-მინისტრმა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრაზე რეგიონში არსებული ვითარება და ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარება განიხილა
- 28.01.2021 17:35`ტელეიმედის` მფლობელი კომპანიის 100%-იანი წილი იყიდება
- 28.01.2021 17:151 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა
- 28.01.2021 17:15სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ეს გათავისუფლება არის მოლაპარაკების შედეგი - ალეკო ელისაშვილი
- 28.01.2021 17:09კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა
- 28.01.2021 16:45პარტია „ევროპელი სოციალისტები“ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დარეგისტრირდა
- 28.01.2021 16:45ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი ოკუპირებულ ცხინვალში ისევ გადაიდო
არქივი
საზოგადოება


ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ
15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. მშობლები ასევე მიიღებენ ფასდაკლების ბარათებს ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე.
„2016 წელს დაწყებული სოციალური პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ კიდევ უფრო დიდ მასშტაბს იძენს. პროექტი, რომელიც დღემდე სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილებისათვის იყო განკუთვნილი, საყოველთაო ხდება.
15 დეკემბრიდან ახალშობილთა მშობლებს, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს შვილის დაბადების რეგისტრაციისთვის მიმართავენ, 25-ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერი გადაეცემათ. ისინი მიიღებენ ფასდაკლების ბარათებსაც ბავშვთა კვებისა და მოვლის საშუალებებზე; სოციალურად დაუცველთა სასაჩუქრე პაკეტი კი, მნიშვნელოვნად უმჯობესდება.
გაუმჯობესებულ პირობებს იუსტიციის სახლსა და სს „გეფას“ შორის თანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი ითვალისწინებს, რომელსაც 1-ლ დეკემბერს ხელი მოაწერეს იუსტიციის სახლის აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ავთანდილ კოხრეიძემ და სს „გეფას“ დირექტორმა მიხეილ აბრამიძემ.
პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ ახალშობილებს ორ განსხვავებულ პაკეტს სთავაზობს. სოციალურად დაუცველ ოჯახებში დაბადებული ახალშობილების მშობლები, შვილის დაბადების მოწმობასთან ერთად, ჩვილის ტანისამოსისა და ჰიგიენური საშუალებების გარდა, ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტებზე 25-ლარიან ვაუჩერებს მიიღებენ; ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის ბრენდებზე კი, ერთი წლის განმავლობაში 30-40-პროცენტიანი ფასდაკლებით ისარგებლებენ. ამასთან, ბენეფიციარები სხვადასხვა მწარმოებლის პროდუქციის შეძენისას ერთჯერადად 50-პროცენტიანი ფასდაკლების ბარათით სარგებლობას შეძლებენ.
სოციალურად დაუცველი ოჯახების გარდა, სასაჩუქრე ნაკრები გადაეცემა იუსტიციის სახლში, საზოგადოებრივ ცენტრსა თუ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში მისულ ყველა მშობელს, რომლებიც პირველად იღებენ ბავშვის დაბადების დამადასტურებელ მოწმობას. მათ ბავშვთა მოვლისა და კვების პროდუქტების 25-ლარიანი ვაუჩერები გადაეცემათ. გარდა ამისა, ბავშვის საფენების, კვებისა და მოვლის კონკრეტული ბრენდების შეძენას 10-20-40%-იანი ფასდაკლებით შეძლებენ. პროექტის ბენეფიციარები ვაუჩერების გამოყენებას სს „გეფას“ სააფთიაქო ქსელებში − „ფარმადეპოსა“ და „ჯპს“-ის ფილიალებში შეძლებენ, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში ფუნქციონირებს.
პროექტი „კეთილი იყოს შენი მობრძანება“ 2016 წლის 17 ოქტომბერს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით ამოქმედდა, რომლის ფარგლებშიც სასაჩუქრე ნაკრები სოციალურად დაუცველ ოჯახში დაბადებულ 15 000-ზე მეტ ახალშობილს გადაეცა; დღეიდან კი, პროექტის გაზრდილი შესაძლებლობების გათვალისწინებით, რაც საქართველოში დაბადებული ყველა ახალშობილის დასაჩუქრებას გულისხმობს, ბენეფიციართა რაოდენობა წლიურად 50 000-ს გადააჭარბებს. აღსანიშნავია, რომ პროექტს სისტემატური სახე ექნება, ვინაიდან იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილებით, იუსტიციის სახლმა სოციალურად დაუცველი ახალშობილების დასაჩუქრება მუდმივ ვალდებულებად აიღო“,- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მედიაჰოლდინგ `იმედის` 100%-იანი წილი იყიდება
28 იანვარი, 2021 , 17:57

`ტელეიმედის` მფლობელი კომპანიის 100%-იანი წილი იყიდება
28 იანვარი, 2021 , 17:35

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2995 ლარი გახდა
28 იანვარი, 2021 , 17:15
კომუნიკაციების კომისიამ „მთავარი არხი“ ეთერში უხამსობის ტირაჟირების გამო სამართალდამრღვევად ცნო, მაგრამ პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლა
28 იანვარი, 2021 , 17:09

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური უმაღლეს სასწავლებლებთან თანამშრომლობას ააქტიურებს
28 იანვარი, 2021 , 16:45

„აზერბაიჯანელებმა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან თანამედროვე საავტომობილო გზის მშენებლობა დაიწყეს“
28 იანვარი, 2021 , 15:15