უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

13 დეკემბერი, 2019 11:35
font-size

ახალციხეში კავკასიური მურა დათვის ბელი მოკლეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში უკანონო ნადირობის ფაქტი გამოავლინეს.

დეპარტამენტის ინფორმაციით, მოქალაქემ, სოფელ ტყემლანას მიმდებარედ, გაუფორმებელი იარაღით მოინადირა წითელ ნუსხაში შეტანილი კავკასიური მურა დათვის ბელი, რომლის წონამ 30 კილოგრამი შეადგინა.

„სამართალდამრღვევი ნანადირევის ტრანსპორტირებას ავტომანქანით ორ თანმხლებ პირთან ერთად ახდენდა. იგი იარაღითა და ნანადირევით გაქცევას შეეცადა, მაგრამ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის, სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა მიმალვის საშუალება არ მისცეს. სამართალდამრღვევმა ჩადენილი დანაშაული აღიარა.

ვინაიდან აღნიშნული სამართალდარღვევა სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, მასალები, შემდეგი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალციხის რაიონულ სამმართველოში გადაიგზავნა“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფოთში უამინდობის გამო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა

21 ოქტომბერი, 2024 , 10:49

ფოთში უამინდობის გამო სკოლებსა და ბაღებში სასწავლო-სააღმზრდელო პროცესი შეჩერდა. ფოთის მერიის ინფორმაციით, სტიქიის შედეგად დატბორილია გზები, რაც აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას. „აღნიშნულიდან გამომდინარ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14 ოქტომბერი, 2024 , 09:50

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთთან იყო. „დღეს, თბილისის დროით 04:53 საათზე ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან მოხდა 3,9 (ML) მაგნ

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

14 ოქტომბერი, 2024 , 09:50

საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი თიანეთთან იყო. „დღეს, თბილისის დროით 04:53 საათზე ქალაქ თიანეთთან, სოფელ ბინდაურთასთან მოხდა 3,9 (ML) მაგნ

ყაზბეგში ორი მთამსვლელი დაიღუპა

8 ოქტომბერი, 2024 , 13:06

ყაზბეგში ორი მთამსვლელი დაიღუპა, რომლებიც მყინვარწვერის გზაზე იმყოფებოდნენ. შემთხვევა შაბათს მოხდა. გარდაცვლილები რუსეთის მოქალაქეები იყვნენ. არსებული ინფორმაციით, ცხედრები შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის

,,ოცნებისთვის` 253 000 ლარის შემწირველი ბათუმის მუნიციპალური ქონებით უნებართვოდ სარგებლობს - TI

6 სექტემბერი, 2024 , 13:23

"სართაშორისო გამჭვირვალობა საქართველს" ცნობით, ბათუმის მერიამ შპს "ახალი ბულვარს" 2021 წლის 1 სექტემბერს, 2 წლის ვადით, უსასყიდლოდ, უზუფრუქტის წესით სარგებლობის უფლებით გადასცა 8339 კვ.მ მიწის ნა