უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

9 მარტი, 2018 15:40
font-size

ახლა პრემიერმა მოიჭრა თავი - ლევან ბერძენიშვილი

თავი მოიჭრა საქართველოს ეკლესიამ, სამარცხვინო წერილი მიწერა რუსეთის ეკლესიას, პარლამენტის წევრები თავს იჭრიან და ახლა პრემიერმა მოიჭრა თავი, - ასე გამოეხმაურა „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი ლევან ბერძენიშვილი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვას რუსეთის ხელისუფლებისადმი.

ბერძენიშვილი შეფასებით, დღევანდელი განცხადებით ხელისუფლებამ არჩილ ტატუნაშვილის საქმეში თავისი უსუსურობა დაადასტურა.

“ჩემი აზრით, ეს არის პირდაპირი ნიშანი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება აღიარებს მის უსუსურობას ამ პრობლემის მოგვარებაში. სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით იმას, თუ რას შეძლებდა და რას ვერა სხვა ხელისუფლება, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ხელისუფლება არის უსუსური და მას არ შეუძლია ტატუნაშვილის საკითხის გადაწყვეტა. პრემიერის ეს ნაბიჯი სწორედ ამის ნიშანია და სამწუხაროდ, შედეგად ამასაც არაფერი მოყვება. თუ უფრო მეტ დათმობაზე წასვლა შეუძლია საქართველოს, მაშინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა იმაზე უნდა იფიქროს, რომ გადადგეს და მოვიდეს ვინმე, ვინც უფრო კარგად იცის და შეუძლია რამის გაკეთება. საქართველოს რუსეთთან დასათმობი აღარაფერი აქვს. რუსეთი არის ოკუპანტი, და რა მოლაპარაკებაზეა საუბარი საერთოდ? რაზე უნდა მოილაპარაკონ?! ვის უნდა შეუთანხმოს ეს? რომელ კანონში წერია ეს, რომ იმის გამო, რომ პრემიერს თავი ეჭრება, რაღაც უნდა ვქნათ ახლა და სადმე რამე უნდა დავთმოთ? ფაქტია, რომ რუსეთის ხელისუფლება არის ისეთი, როგორიც არის. მსოფლიო ვერაფერს უშვრება მას, მითუმეტეს ვერაფერს უშვრება საქართველოს ხელისუფლება, უნდა ვაღიაროთ ეს და უნდა მივიღოთ ისეთი ზომები, რომ ჩვენი მოქალაქეები ჩვენს ტერიტორიაზე მაინც გვყავდეს დაცული.

ჩვენ უკვე ვნახეთ, თავი მოიჭრა საქართველოს ეკლესიამ, სამარცხვინო წერილი მიწერა რუსეთის ეკლესიას და რუსეთის ეკლესიამ დაგვცინა. საქართველოს პარლამენტის წევრები თავს იჭრიან და ახლა პრემიერმა მოიჭრა თავი. როგორც ვხედავთ არ გადმოგვცემენ ცხედარს იმიტომ, რომ თავისი ხუშტურები აქვთ რუსებს და დაგვცინიან. ყოველთვის არის ეს ფაქტორი და აქ რამეზე საუბარი არ შეიძლება. შეგვითანხმოს საქართველოს ხელისუფლებამ მაშინ რას ვთმობთ ამ საქმეში, რომ პრემიერ-მინისტრის პრესტიჟის გადასარჩენად ნახევარი საქართველო ჩავაბაროთ ოკუპანტებს? წარმოუდგენელია საერთოდ რა შეთავაზებაა. ჩემი აზრით, ამას სასწრაფოდ უნდა მოყვეს მისი გადაყენება“, - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

ტელევიზიებში კი არა, სამინისტროებშია დროებითი მმართველები შესაყვანი - დავით ჭიჭინაძე

10 ივლისი, 2020 , 12:15

ბარემ ჩაგვსვან კოლბაში და გვაცხოვრონ იმ ვირტუალურ სამყაროში, როგორიც თავად წარმოუდგენიათ. ტელევიზიებში კი არა, სამინისტროებშია დროებითი მმართველები შესაყვანი!- ასე აფასებს პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ ლიდერ

გიორგი გახარია შაქარაშვილის საქმეზე - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, არის კატეგორიულად მიუღებელი

10 ივლისი, 2020 , 12:15

ის, რაც ხდება - სპეკულირება, ტრაგედიის გამოყენება პოლიტიკური მიზნებით, ეს არის კატეგორიულად მიუღებელი, ამორალურია ეს ყველაფერი, ყველანაირი ფასეულობის მიღმა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, შ

სალომე ზურაბიშვილი თორნიკე შენგელიაზე: ჩემთვის სამწუხაროა და როგორც პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის “ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით

9 ივლისი, 2020 , 17:09

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კალათბურთის ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლას ეხმაურება. ,,ჩემთვის სამწუხაროა და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართ

პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდიან და ბრუნდებიან, მაგრამ დანაშაულის გამოძიება ყოველთვის იბლოკება - დავით ჭიჭინაძე

9 ივლისი, 2020 , 10:30

როდესაც გამოძიება პროკურორების, გენერალური პროკურორების და მინისტრების დონეზე ფერხდება, ივანიშვილი საქმის კურსში უნდა იყოს, ვინაიდან ამ ტალახს ის შეუთანხმებლად არ აიტანს. ფაქტია, რომ პრემიერები იცვლებიან, პროკურორები მიდ

ოპოზიციის განცხადებების უკან პოლიტიკური მოტივაცია დგას, ამიტომ არ ვაპირებ მათზე კომენტარის გაკეთებას - ირაკლი ჩიქოვანი

8 ივლისი, 2020 , 17:30

ხუთ ქვეყანასთან საზღვრის გახსნა არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ვითარება ცვალებადია და ამ ვითარებაზე თავად ევროკავშირი მიუთითებს, რომ გადაწყვეტილებები შესაძლოა ორ კვირაში გადაიხედოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მი

როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რასაკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ- გიორგი ვოლსკი

8 ივლისი, 2020 , 16:00

როდესაც ევროკავშირთან საქართველოს ურთიერთობები ფრენებზე ყალიბდება, რასაკვირველია, პროფესიონალურად განიხილება და არა ჰარიჰარალოდ, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, რომელ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ამ პარტიაში ვარ პოლიტიკური ლიდერი, ვფიქრობ პოლიტიკური ლიდერობით აქედან უფრო მივაწვდენ ხმას ყველას, ვიდრე ვყოფილიყავი დიდი გაერთიანების ერთერთი წევრი - ნატო ჩხეიძე