უახლესი ამბები
- 10.12.2019 21:56N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულებმა სოციალური საწარმო გახსნეს
- 10.12.2019 17:15კოტე ერისთავი Europabet-ის ახალ კამპანიაზე: ბიზნესის სოციალური პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის
- 10.12.2019 16:05„ლარი მყარდება და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“ - ნათია თურნავა
- 10.12.2019 15:40პოლონეთის საშობაო ბაზრობებზე ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
- 10.12.2019 15:40მომავალ წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მილიარდ 100 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება - ირაკლი კოვზანაძე
- 10.12.2019 15:40საქართველოს საგარეო უწყებამ საფრანგეთის ციხეში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის გადმოსვენების პროცედურაზე მუშაობა დაიწყო
- 10.12.2019 15:102020 წელს განათლების სექტორში დაახლოებით, 1,9 მილიარდი ლარი დაიხარჯება - ივანე მაჭავარიანი
- 10.12.2019 15:10საჭიროა მინიმუმ 1.3-1.5 მილიარდი დოლარის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია, რაც მარტივი არ არის , თუმცა შესაძლებელია - ირაკლი კოვზანაძე
- 10.12.2019 15:102020 წლის იანვრიდან თეატრებსა და მუზეუმებში დასაქმებულთა ხელფასები საშუალოდ 100 ლარით გაიზრდება
- 10.12.2019 15:102020 წელს მილიონზე მეტ ჩვენს მოქალაქეს გაეზრდება პირდაპირი სარგებელი ბიუჯეტიდან - ივანე მაჭავარიანი
არქივი
კომენტარი


ახლა რას აპირებთ, აპატურაისაც ბურჯანაძის მსგავსად რუსეთის ინტერესების გამტარებელს დაუძახებთ? - ნინო ბურჯანაძე
ახლა რას აპირებთ, აპატურაისაც ბურჯანაძის მსგავსად რუსეთის ინტერესების გამტარებელს დაუძახებთ თუ აღირებთ, რომ ქართველი ერის გარკვეული ნაწილი უცოდინარ, არაკომპეტენტურ და დროს უიმედოდ ჩამორჩენილ პოლიტიკოსებს არის აყოლილი?!" - ასე ეხმაურება ,,ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენლის ჯეიმს აპატურაის განცხადებას.
ბურჯანაძის თქმით, ყველა უბედურების სათავე უვიცობა და უთავმოყვარეობაა.
„საინტერსოა, რას უპასუხებენ დღეს ჯეიმს აპატურაის ამ განცხადებაზე უვიცი და უტიფარი პოლიტიკოსები. გუშინ საქართველოში ლუსტრაცია მოხდა: ნათლად გამოიკვეთა, ვისთვისაა საქართველო და ეროვნული ინტერესები მთავარი, და ვისთვის ნატო-ში ინტეგრაციაზე დემაგოგიით როგორმე პოლიტიკაში დარჩენა! ნათლად გამოჩნდა, ვისთვისაა უმთავრესი ამოცანა ხელისუფლებაში მოსვლა, თუნდაც აფხაზეთის და სამაჩაბლოს სამუდამოდ დაკარგვის ფასადაც კი. სწორედ, ამ უტიფარი პოლიტიკოსების დამსახურებაა, რომ ცხინვალში და სოხუმში დღეს რუსეთის ჯარი დგას! სამწუხაროა, რომ ჩვენი საზოგადოება ასეთ ვაიპატრიოტიზმს ამოფარებულ უვიცებს ხმის ამოღების უფლებას აძლევს. თქვენ ბატონებო, სწორედ თქვენ მიაყენეთ უდიდესი ზიანი ჩვენს ქვეყანას! სწორედ თქვენ დაანახეთ მსოფლიოს, აფხაზებსა და ოსებს, რომ მზად ხართ ნატო-ს სანაცვლოდ საკუთარ მიწაზე - აფხაზეთზე და სამაჩაბლოზე თქვათ უარი! გარწმუნებთ, თქვენნაირ პოლიტიკოსებს და ექსპერტებს ბრიუსელშიც კი სერიოზულად არავინ აღიქვამს და ამას თავადაც ხედავთ. სწორედ ამიტომ გადახვედით ყველანაირ ზღვარს! აი, რა არის ნებსით თუ უნებლიედ, ქვეყნის მტრობა! თქვენ ხართ არშემდგარი პოლიტიკოსები, რომლებიც ქართველ ერს დაკარგული ტერიტორიების საბოლოოდ ჩაბარების სანაცვლოდ, ნატო-ს გარდა ვერაფერს სთავაზობთ. სამარცხვინოდ გამოიყურებით ბატონებო, საქართველოშიც და ქვეყნის გარეთაც, მოყვარესთანაც და მტერთანაც! სირცხვილია! მართლა სირცხვილია!“, - აცხადებს ბურჯანაძე.
შეგახსენებთ, რომ ჯეიმს აპატურაიმ სოციალურ ქსელში დაწერა: „მე ვნახე აზრთა გაცვლა-გამოცვლა ალიანსში საქართველოს გაწევრიანებაზე მეხუთე მუხლის გავრცელების გარეშე ორ რეგიონთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ამ საკითხზე დისკუსიას ახლა აზრი არ აქვს“.
ნინო ბურჯანაძის აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

„ლარი მყარდება და ეს არის ჩვენი კოორდინირებული, მიზანმიმართული ეკონომიკური პოლიტიკის შედეგი“ - ნათია თურნავა
10 დეკემბერი, 2019 , 16:05

ნიკა მელიასთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევას მხარს არ დავუჭერ - თამარ ჩუგოშვილი
10 დეკემბერი, 2019 , 10:15

მოთხოვნების დაკმაყოფილებამდე პიკეტები და აქციები გაგრძელდება-გიგი უგულავა
9 დეკემბერი, 2019 , 13:55

მაია ცქიტიშვილი `ანაკლიის განვითარების კონსორციუმს` მოუწოდებს აღიარონ, რომ პროექტის განხორციელებას ვერ ახერხებენ
6 დეკემბერი, 2019 , 17:30

რაღაც სეპარატისტული ვიზიტივით გამოდის, მაგრამ ეს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკური არჩევანია - გია ვოლსკი
6 დეკემბერი, 2019 , 16:40

უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ - მამუკა მდინარაძე
6 დეკემბერი, 2019 , 16:10