უკან

პოლიტიკა

22 სექტემბერი, 2017 14:10
font-size

ახლა რაც ხდება, ის უბრალოდ არ ვარგა - მამუკა კაციტაძე

„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა, მამუკა კაციტაძემ, პარლამენტის თავმჯდომარის გუშინდელი შემოთავაზების შეფასებისას განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ოპოზიციის წინადადებები საკონსტიტუციო რეფორმაზე არ გაითვალისწინა.

„ხელისუფლებამ გუშინ გარკვეული ინიციატივები გამოიჩინა და წინადადებები წარმოადგინა, რომელიც ამის მერე ახალი საკონსტიტუციო ცვლილებებით გაფორმდება.

როგორც იტყვიან, მერეზე მერე ვილაპარაკოთ. ამჯერად ამ საკონსტიტუციო განხილვებზე ჩვენი წინადადებები ხელისუფლების მხრიდან გაზიარებული არ არის. ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს შემიძლია დავარქვა ხელისუფლების მხრიდან გაუთვალისწინებლობა და საკუთარი პოზიციის ბოლომდე გატანა. რა მოხდება შემდეგ, სრული საფუძველი მაქვს იმის ვიფიქრო, რომ არაფერიც არ მოხდება, რადგან პროპორციული სისტემა 2020 წელსაც უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხელისუფლებამ ეს ყველაფერი დღის წესრიგიდან მოხსნა და დღეს გვპირდება, რომ ეს ყველაფერი მერე იქნება. მერეზე მერე ვილაპარაკოთ, ახლა რაც ხდება, ის უბრალოდ არ ვარგა“,- განაცხადა კაციტაძემ.

შეგახსენებთ, არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ, სადაც მსჯელობენ გუშინ პარლამენტის თავმჯდომრის, ირაკლი კობახიძის მიერ შეთავაზებულ ორ საკონსტიტუციო ცვლილებაზე. ერთ-ერთი ეხება 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად დაშვებას, ხოლო მეორე - 2024 წლის არჩევნებისთვის ე.წ. ბონუსის სისტემის გაუქმებას.

ანა მებურიშვილი

სახალხო დამცველი ევროსაბჭოს დელეგაციის წევრებს შეხვდა

22 ნოემბერი, 2017 , 15:40

2017 წლის 22 ნოემბერს სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს კერსტინ ლუნდგრენს და ტიტუს კორლატინს, ევროსაბჭოს წარმომადგენელს ბას კლეინს და ევროსაბჭოს ოფისის ხელმძ

იციკ მოშე: შენს ქვეყანას ეხმარებოდე თუნდაც 1 დოლარით, ესაა მასთან დამაკავშირებელი დიდი ხიდი და ზრუნვის სიმბოლო

22 ნოემბერი, 2017 , 14:25

რუმინეთის შემდეგ, „ისრაელის სახლის“ კონცეფციის პრეზენტაციები აღმოსავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში გაიმართება. ამასთან დაკავშირებით, ხვალ, 23 ნოემბერს „ისრაელის სახლის“ დამფუძნებელი და ხელმძღვანელი იც

გიორგი მარგველაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებზე, შესაძლოა პოლიტიკური გუნდით გამოვიდეს - გია ვოლსკი

22 ნოემბერი, 2017 , 14:10

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე პოლიტიკური გუნდით წარსდგება. ამის შესახებ ვოლსკიმ პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას

გირგვლიანის თემაზე სააკაშვილთან საუბარი არასდროს არ მქონია - დათა ახალაია

22 ნოემბერი, 2017 , 14:10

კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დათა ახალაიას თქმით, მას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან მოკლული სანდრო გირგვლიანის თემაზე არასდროს უსაუბრია. ამის შესახებ ახალაიამ სანდრო გირგვლიანის საქმეზე სას

სამწუხაროა, რომ ჩვენ მივდივართ ამ ეტაპისთვის სრული სვლით ერთპარტიული გადაწყვეტილებებისკენ - გიორგი აბაშიშვილი

22 ნოემბერი, 2017 , 10:20

გუშინ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის წევრები პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილს შეხვდნენ. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა ჟურნალისტებს განუც

გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორედ კენჭისყრას არ გამორიცხავს

21 ნოემბერი, 2017 , 22:56

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე ხელმეორედ კენჭისყრას არ გამორიცხავს. “არა, ბუნებრივია, არ გამოვრიცხავ“, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა &bdquo