კომენტარი

ახლა სურთ, რომ ლეგიტიმაცია მიანიჭონ ბევრ ფარისევლობას - ხატია დეკანოიძე
„ნაციონალური მოძრაობის“ ისნის მაჟორიტარობის კანდიდატი „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, ოპოზიციონერი კანდიდატების აქტივისტები ფარულად აქტიურად მუშაობენ ამომრჩევლის მობილიზებაზე.
„ჩვენ არაერთხელ მოგვისმენია მსგავსი ამაზრზენი კამპანია. ახლა სურთ, რომ ლეგიტიმაცია მიანიჭონ ბევრ ფარისევლობას. არ ვიცი, რა დავარქვა ამ მეორე ტურებს, ეს არის კომუნისტური პარტიის საუკეთესო ტრადიციებით გამართული ე.წ. მეორე ტური. ჩვენ არ ვიღებთ მონაწილეობას.
მივმართეთ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, ასევე მივმართეთ ჩვენს ამომრჩევლებს, არ მივიდნენ და ბოიკოტი გამოუცხადონ არჩევნებს. არც ჩვენ – ოპოზიციის კანდიდატები და არც ჩვენი ამომრჩეველი მონაწილეობას არ მიიღებს იმ დემოკრატიის იმიტაციაში, რომლის შექმნაც ბიძინა ივანიშვილმა სურს.
პირველად ხდება დამოუკიდებლობის ისტორიაში, რომ ერთი პარტია მონაწილეობს ასე ვთქვათ არჩევნებში, ვერც ერთი კანდიდატი ვერ იქნება ბიძინა ივანიშვილისთვის დემოკრატიის ფასადი, იმ ფასადური დემოკრატიისთვის რომელიც მას სჭირდება“, – განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, ლეგიტიმური პარლამენტი ხელახალი არჩევნების გარეშე არ იქნება.
„დემოკრატიის იმიტაციაში არ უნდა ავრიოთ ჩვენი თანამოქალაქეები და საქართველოს ყველა ის ღირსეული ადამიანი, რომელმაც მიუხედავად დიდი რისკისა, ხმა მისცა ოპოზიციას“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40

ვანო მერაბიშვილზე მოყოლა რომ დავიწყო, ქვეყანაში შეიძლება ჭერი ჩამოინგრეს - ნიკა მელია
16 იანვარი, 2021 , 12:54

კობახიძის გაჩენილ ხანძრებს ივანიშვილი აქრობდა, ახლა არავინაა, ვისაც შეუძლია, დაიჭიროს ეს სიტუაცია – ეკა ბესელია
15 იანვარი, 2021 , 15:45

დამაზიანებელია იმის თქმა, რომ რურუა ოპოზიციის შეცდომის გამოა ციხეში –სალომე სამადაშვილი
15 იანვარი, 2021 , 14:10

ნატო ჩხეიძე: ცდილობს თხუნელასავით მიწაში ჩაძვრეს და ისე მართოს ეს ქვეყანა ორი-სამი ადამიანის კავშირებით
13 იანვარი, 2021 , 18:38

ივანიშვილი არის ქართველი ერისთვის ბოროტი ძიძა - გიგი უგულავა
13 იანვარი, 2021 , 16:25