უკან
რეგიონები
26 დეკემბერი, 2016 14:10
ახმეტაში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
დღეს ახმეტაში მომხდარი ავტოსაგაზო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ერთი კი, მძიმედ დაშავდა.
როგორც მედიანიუსს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას, რომელმაც ადამიანის სისცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ნინო ექვთიმიშვილი