უკან

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი


პოლიტიკა

13 სექტემბერი, 2017 17:50
font-size

აკრედიტაცია 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის

საარჩევნო ადმინისტრაცია 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის მედია ორგანიზაციების აკრედიტაციას აგრძელებს.

იმისათვის, რომ მედიის წარმომადგენლებს ყველა დონის საარჩევნო კომისიების სხდომებზე (ცესკო, საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები) დასწრებისა და კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობებში ყოფნის უფლება მიენიჭოთ, მედიასაშუალებებმა უნდა გაიარონ აკრედიტაცია (საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 44).

აკრედიტაციის მისაღებად საარჩევნო ადმინისტრაციაში განცხადებით მიმართვის ბოლო ვადა მიმდინარე წლის 18 ოქტომბერია (18:00 სთ-მდე).

მედიასაშუალების აკრედიტაციას, რომელსაც რამდენიმე საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა, ცესკოს მდივანი ან შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი ახორციელებს, ხოლო იმ მედია ორგანიზაციის აკრედიტაციას, რომელსაც ერთ საარჩევნო ოლქში სურს მუშაობა - შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიის მდივანი.

აკრედიტაციის გავლის მიზნით საარჩევნო ადმინისტრაციაში მედიაორგანიზაციებმა უნდა წარმოადგინონ:

ოფიციალური განცხადება აკრედიტაციის მოთხოვნის შესახებ შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივნის სახელზე; ცესკოში საბუთების წარმოდგენისას კი ცესკოს მდივნის - გიორგი ჯავახიშვილის სახელზე;

ჟურნალისტების, ოპერატორების და ფოტორეპორტიორების სია, რომლებიც 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს გააშუქებენ.

აკრედიტაციის მისაღებად სავალდებულოა განცხადებასთან ერთად დანართის წარდგენა ელექტრონული ფორმით Excel ფორმატში (იხილეთ თანდართული ფორმა). ასევე სავალდებულოა სიაში მითითებული პირების პასპორტის, ან პირადობის მოწმობების ასლების წარდგენა.

დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ელექტრონულ ფოსტაზე: Media@cec.gov.ge, ან უშუალოდ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (მის: აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ.). შესაბამისი საოლქო საარჩევნო კომისიების მისამართები იხილეთ ბმულზე:

განცხადების წარდგენიდან ერთი დღის ვადაში შესაბამისი საარჩევნო კომისიის მდივანი წყვეტს მედიის წარმომადგენლების აკრედიტაციის საკითხს და აკრედიტებულ წარმომადგენლებს გადაწყვეტილების მიღებიდან ერთი დღის ვადაში გადასცემს სათანადო მოწმობას, რომელიც იმავდროულად წარმოადგენს სამკერდე ნიშანს. აკრედიტაციაზე უარის თქმის შემთხვევაში კი იმავე ვადაში გადასცემს სათანადო განკარგულებას.

დეტალურად მედიის აკრედიტაციის წესების და მათი უფლებების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

http://cesko.ge/geo/list/show/111180-media-tsarmomadgenlebis-akreditatsiis-tsesebi-da-uflebebi

დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

2510051/190; 2510051/151; 2510051/133; 595881755 - ნანა მეშველაშვილი, საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების თანამშრომელი.

შეხვედრა ნატო-ს წარმომადგენლებთან

16 ოქტომბერი, 2017 , 20:14

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მოადგილე კახა ოქროჯანაშვილი NATO-ს სამეკავშირეო ოფისის და NATO-ს სამოქალაქო უსაფრთხოების მისიის წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს სახელმწიფო უსაფრთ

თენგიზ შერგელაშვილი გადაცემაში „არჩევანი“ ჯერ-ჯერობით მიწვეული არ არის - ,,შენების მოძრაობა“

16 ოქტომბერი, 2017 , 17:35

თენგიზ შერგელაშვილი „რუსთავი 2“-ზე თბილისის მერობის კანდიდატების დებატებში არ მიიწვიეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ,,შენების მოძრაობის“ განცხადებაშია საუბარი: ,, ქართულ მედია სივრცეში ფიქსირდება კიდევ ერთ

საბურთალოს რაიონის გამგეობამ ანგარიში წარადგინა

16 ოქტომბერი, 2017 , 17:15

საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ 2014-2017 წლების გამგეობის მუშაობის ანგარიში წარადგინა. გამგებლის განცხადებით, ამ დროის განმავლობაში გზის კეთილმოწყობის სამუშაოები 142 მისამართზე ჩატარდა. აღნიშნულ სამუშაოებზ

თავდაცვის მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას შეხვდა

16 ოქტომბერი, 2017 , 17:00

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აზერბაიჯანელ კოლეგას გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს შეხვდა. აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრი საქართველოში გენერალური შტაბის უფროსების სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში იმყოფება. თ

საქართველოს პრემიერ-მინისტრი უნგრეთის ახალ ელჩს შეხვდა

16 ოქტომბერი, 2017 , 16:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი უნგრეთის ახალ ელჩს საქართველოში ვიქტორია ჰორვატს შეხვდა. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველო-უნგრეთის ორმხრივი ურთიერთობე

უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე დმანისის ინციდენტზე რეაგირების საკითხი განიხილეს

16 ოქტომბერი, 2017 , 16:00

თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა, რომელსაც კომისიის თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი უძღვებოდა. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, სხდომის დასაწყისში ღო

ვიდეო გალერეა

ინტერვიუ ვანიჩკასთან - ნატო ჩხეიძე