უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

15 ივლისი, 2017 16:55
font-size

აყვანისას მივხვდი, რომ იქ ვიწირებოდი - გიორგი გიორგანაშვილი ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს

მსახიობი გიორგი გიორგანაშვილი (ბახალა) ქვეყანაში არსებული ნარკოპოლიტიკის შეცვლას ითხოვს.

ამის შესახებ გიორგანაშვილმა მოძრაოაბ „თეთრი ხმაურის“ ოფისში ისაუბრა.

გიორგანაშვილის თქმით, ის არალიბერალური კანონმდებლობის მსხვერპლი გახდა. როგორც მან აღნიშნა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ყოფნისას მსგავს მდგომარეობაში მყოფი უამრავი ადამიანი გაიცნო.

„ბევრი ადამიანი შემხვდა ციხეში, ვინც ანალოგიური პრობლემით იყო, უბრალოდ, მათ არ აქვთ სათანადო მხარდაჭერა და ძალიან ბევრმა მთხოვა, რაღაც ფორმით, მათი პრობლემა გამევრცელებინა“,- განაცხადა გიორგანაშვილმა.

მსახიობმა აღნიშნა, რომ დაკავებისას მისი უფლებები დაირღვა.

„ზეწოლა პროკურატურის მხრიდან სულ არის. დაკავების პროცესში ჩემი უფლებები დაირღვა.არც ოქმია ადგილზე შედგენილი, მოწმეებიც მარტო პოლიციელები არიან. რეალურად, იქ იყო თუნდაც ტაქსისტი. შეეძლოთ ნებისმიერი გამვლელი მანქანა გაეჩერებინათ და მოწმის სახით დაესწროთ. ადვოკატი შეიძლებოდა მოსულიყო, მაგრამ არაფერი არ დამიკმაყოფილეს.

რეალურად, ყველაზე მძიმე პირველი დღე იყო. აყვანისას მივხვდი, რომ იქ ვიწირებოდი“,- განაცხადა გიორგი გიორგანაშვილმა.

მოძრაობა „თეთრი ხმაურის“ წევრმა ბექა წიქარიშვილმა კი ხელისუფლებას მოუწოდა, ნარკოდანაშაულთან დაკავშირებული პრაქტიკა, ერთხელ და სამუდამოდ აღმოიფხვრას.

„მივმართავ, ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, მეგობრებო, გამოდის, რომ ჩვენ თქვენს საქმეს ვაკეთებთ. მოგიწოდებთ, გიბრძანებთ კიდეც, რომ უფრო აქტიურად ჩაერთოთ და ერთხელ და სამუდამოდ ეს პრაქტიკები ამ ქვეყნიდან აღმოვფხვრათ“,-აღნიშნა წიქარიშვილმა.

მონიკა დავლიანიძ

საკვანძო სიტყვები:

შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

18 ნოემბერი, 2017 , 14:55

შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს მე-3 განყოფილების თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1964 წელს დაბადებული ე.კ. შინაგან საქმეთა სამინისტ

შსს-მ ოჯახში ძალადობის ფაქტი გახსნა

18 ნოემბერი, 2017 , 11:55

შსს-ს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა 1971 წელს დაბადებული მ.ქ. ოჯახში ძალადობის ბრალდებით დააკავეს.  გამოძიებით დადგინდა, რომ არაფხიზელ მდგომარეობ

უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს 8 მოქალაქე გამოაძევეს

18 ნოემბერი, 2017 , 11:55

უკრაინის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქეები გამოაძევეს, რომელთა საქმიანობაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებს ეწინააღმდეგება, - ამის შესახებ უკრაინის უშიშროების სამსახური იუწყება. ,,უკრაინის უშიშროების სამსახურის, ეროვნ

აღიარებული მაქვს დანაშაული - გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა

17 ნოემბერი, 2017 , 16:40

პარლამენტის ყოფილი დეპუტატის გურამ შარაძის მკვლელობისთვის გასამართლებულმა გიორგი ბარათელმა საპატიმრო დატოვა. ყოფილმა მსჯავრდებულმა სასჯელი სრულად მოიხადა, თუმცა შარაძის ოჯახი მას დღემდე უდანაშაულოდ მიიჩნევს. „ჩვენ

ყველაზე მეტად,ახლა მას უნდა გავუფრთხილდეთ - რუსუდან შარაძე

17 ნოემბერი, 2017 , 15:55

ყოფილი დეპუტატის, გურამ შარაძის მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ბარათელმა საპყრობილე დატოვა. როგორც პროფესორ გურამ შარაძის რუსუდან შარაძე აცხადებს, ბრალდებულს უფრთხილდება და ციხის კართან მხოლოდ პიარისთვის არ დადგება. &b

საფრანგეთში ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები დააკავეს

17 ნოემბერი, 2017 , 14:35

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საფრანგეთის რესპუბლიკის ეროვნული პოლიციის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის და პარიზის კრიმინალური პოლიციის ფინანსური პოლიციის თანამშრომლობის შედეგად, შსს-ს ცენტრალური