უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

30 იანვარი, 2017 15:40
font-size

„ალდაგში“ დაზღვეულია მხოლოდ ბავშვთა სამყაროს შენობა-ნაგებობა და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება - ,,ალდაგის’’ წარმომადგენელი

სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ მხოლოდ და მხოლოდ სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ შენობა-ნაგებობაა დაზღვეული და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება, - განუცხადა ჟურნალისტებს სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ ქონებრივი ზარალების მართვის დეპარტამენტის დირექტორმა, ვახტანგ ებიტაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზებისა და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად.

„დღევანდელი ხანძრის შედეგად დაზიანდა სადაზღვევო კომპანია „ალდაგში“ დაზღვეული სააქციო საზოგადოება „ბავშვთა სამყაროს“ კუთვნილი შენობა-ნაგებობა. ჩვენი ჯგუფები ინფორმაციის მიღებისთანავე ჩართულები არიან ზარალის რეგულირების პროცესში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან. ამ ეტაპზე შენობის შიგნით შესვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზები, მიზეზების და ასევე ზიანის ოდენობის დასადგენად. ჩვენი მხრიდან უმოკლეს დროში მოხდება მოცემული სადაზღვევო შემთხვევის შედეგად დამდგარი ზარალის ანაზღაურება“, - განაცხადა ებიტაშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, „ალდაგში“ დაზღვეულია მხოლოდ და მხოლოდ ბავშვთა სამყაროს შენობა-ნაგებობა და არა მოვაჭრეების კუთვნილი ქონება. მისივე თქმით, აღნიშნული შენობა-ნაგებობა დაზღვეულია 6 მილიონ ლარად.

„ზიანის ოდენობა გვეცოდინება ექსპერტიზების დასრულების შემდეგ, რაც გულისხმობს ასევე შენობის გარემონტებას მისი აღდგენის შემთხვევაში, ხოლო თუ შენობა ავარიული გახდა და მისი აღდგენა ფიზიკურად შეუძლებელია, ბუნებრივია, სრულ ზიანზე იქნება საუბარი“, - განაცხადა ებიტაშვილმა.

ნინო ექვთიმიშვილი

`ბიძინა და საპატრიარქო მიზანმიმართულად კლავს პატიოსან მოძღვარს`- დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქციას მართავს

15 ოქტომბერი, 2019 , 18:28

 ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებული დეკანოზის გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საპროტესტო პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან აქციას მართავს. აქციის მონაწილეების გან

ლევან დავითაშვილმა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან საგრანტო პროექტები განიხილა

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) წარმომადგენლებს შეხვდა. „მნიშვნელოვანია FAO-ს მხარდაჭ

შემოსავლების სამსახური საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის წლიურ კონფერენციასა და ტექნოლოგიურ გამოფენას მასპინძლობს

15 ოქტომბერი, 2019 , 17:40

16-17 ოქტომბერს, თბილისში, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მხარდაჭერითა და საგადასახადო ადმინისტრაციების შიდა ევროპული ორგანიზაციის (IOTA) ეგიდით, საგადასახადო კანონ

ხაშურის სამშობიარო სახლში დედა და ჩვილი გარდაიცვალნენ

15 ოქტომბერი, 2019 , 17:35

დღეს გამთენიისას სამშობიარო სახლში 40 წლის ინგა კაკიაშვილი გარდაიცვალა. სურამში მცხოვრები ინგა კაკიაშვილი მეხუთე შვილს აჩენდა, რაც მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. გარდაცვლილის დედის, ლია კაკიაშვილის თქმით, მისი შვილი კლინი

ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა

15 ოქტომბერი, 2019 , 16:20

საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩინეთის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი გაიხსნა, რომელიც ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სოციალურ მეცნიერებათა აკადემიისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ერთობლივი ძალისხმევით დაფუძნდა

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შემუშავდება ეროვნული სტრატეგია - ზაზა გაბუნია

15 ოქტომბერი, 2019 , 15:25

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას განცხადებით, 10 ოქტომბერს, უსახლკაროთა საერთაშორისო დღეს რეგიონული პოლიტიკის და თვითმმართველობის კომიტეტმა მიიღო გადაწყ