უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

21 ოქტომბერი, 2016 18:40
font-size

ალეპოში შექმნილი ვითარების გამო, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ „საჭირო ზომებს“ მიიღებს

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები შეთანხმდნენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ ალეპოში სისხლისღვრა გაგრძელდა, „ყველა შესაძლო ზომებზე“ იმსჯელებენ, რომელსაც სირიის მთავრობისა და მათი მოკავშირეების,მათ შორის რუსეთის წინააღმდეგ გამოიყენებენ.

ამის შესახებ ევროსაბჭოს პრეზიდენტმა დონალდ ტუსკმა, ევროკავშირის სამიტის პირველი დღის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„ევროკავშირი მოუწოდებს სისხლისღვრისა და სამხედრო ქმედებების დაუყოვნებლივი შეჩერებისკენ“,-განაცხადა ტუსკმა

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის განცხადებით, თუკი ალეპოზე ავიადარტყმების ინტენსივობა შენარჩუნდება, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ საჭირო ზომებს მიიღებს.

გერმანიის კანცლერის პოზიციას მხარი საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა დაუჭირა.

„თუკი დარტყმები და სიმხეცე გაგრძელდა, სირიის ხელისუფლების კონკრეტული წარმომდგენლის წინააღმდეგ სანქციების შემოღება მოგვიწევს“,-აღნიშნა ოლანდმა.

რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების შემოღების წინააღმდეგი იტალია გამოვიდა.

პრემიერ-მინისტრის მატეო რენცის განცხადებით,თუ ევროკავშირს რუსეთთან საუბარი სურს, მან „კარი ღიად უნდა დატოვოს“.

მისი თქმით, სირიაში შექმნილი მძიმე ვითარება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემოღებით ვერ მოგვარდება.

მონიკა დავლიანიძე


დათვლილია ბიულეტენების 98.02% - ვლადიმერ პუტინი 87.34%-ით ლიდერობს - რუსეთის ცესკო

18 მარტი, 2024 , 09:10

რუსეთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნებში ხმების 87.34%-ით მოქმედი პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ლიდერობს, დათვლილია ბიულეტენების 98.02%, - ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა. რაც შეეხება დ

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება

15 მარტი, 2024 , 08:37

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება. საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით 08:00 საათზე გაიხსნა. ხმის მიცემა სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ამომრჩევლებს ხმის მიცემა შეუძლიათ, როგორც ადგილზე, ასევე ელექტრონულად

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა

13 მარტი, 2024 , 13:59

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ვიზა არ მისცა. უარის მიზეზის დასადგენად კეზერაშვილმა სასამართლო დავა დაიწყო და საჩივარი კოლუმბიის ოლქის რაიონულ სასამართლოში შეიტანა.

მადლობა ღმერთს, საქართველო ნორმალურ ურთიერთობებს ამყარებს რუსეთთან და ჩვენთან - ალექსანდრ ლუკაშენკო

26 თებერვალი, 2024 , 13:22

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო კმაყოფილებას გამოთქვამს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს რუსეთთან და ბელარუსთან "ნორმალური ურთიერთობები“ აქვს.  „მადლობა ღმერთს, (საქართველო) ნორმალურ

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა

24 თებერვალი, 2024 , 12:55

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინაში მიმდინარე ომის ორი წლისთავთან დაკავშირებით კიევში ჩავიდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. „კიევში უკრაინასთან რუსეთის ომის მეორე წლისთავთან დაკავშ

ჩვენ გვყავს გიჟი, ნაბიჭვარი პუტინი და ყოველთვის უნდა ვიღელვოთ ბირთვული კონფლიქტის გამო - ჯო ბაიდენი

22 თებერვალი, 2024 , 12:29

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს "გიჟი, ნაბიჭვარი" უწოდა. როგორც  The Hill იტყობინება , შესაბამისი განცხადება ამერიკის პრეზიდენტმა სან-ფრანცისკოში საარჩევნო კამპანიის დროს გააკეთა.  

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი