უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 ივლისი, 2017 14:40
font-size

ალექსანდრე ჯეჯელავა ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში, მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა მსოფლიოში ცნობილ მეცნიერთან, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტთან, პროფესორ ანტონ ცაილინგთან.

როგორც მედიანიუსს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრის თემა სამეცნიერო სფეროში და საერთო ევროპული კვლევების კუთხით თანამშრომლობის საკითხები იყო. შეხვედრაზე ასევე მოხდა შეთანხმება ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტზე.

როგორც ალექსანდრე ჯეჯელავამ განაცხადა, საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა საქართველოს მეცნიერებისა და განათლების რეფორმისთვის მთავარი პრიორიტეტია.

”საქართველოს მეცნიერებისა და განათლების რეფორმისთვის მთავარი პრიორიტეტია საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობა, ავსტრიული მეცნიერება ნამდვილად არის ერთ-ერთი წამყვანი ევროპაში, როგორც საერთო ევროპული კვლევების კუთხით, ასევე გლობალური მიმართულებით. ამიტომ შევთანხმდით კონკრეტულ ნაბიჯებზე, მათ შორის ველოდებით აკადემიის წარმომადგენლებს საქართველოში, იმისთვის, რომ მეტი ინფორმაცია გაიცვალოს ქართულ და ავსტრიულ საზოგადოებას შორის, დაიგეგმოს და საფუძველი ჩაეყაროს ერთობლივ პროექტებს სამეცნიერო და საგანმანათლებლო მიმართულებით”, - განაცხადა ჯეჯელავამ.
როგორც პროფესორმა ანტონ ცაილინგმა აღნიშნა, შეხვედრაზე საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევებზე ისაუბრეს.

”ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გვესტუმრა. გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა საერთაშორისო თანამშრომლობის მიღწევებზე. გამოიკვეთა რიგი თემები, რაშიც უმჯობესია ერთობლივი მუშაობა. გაჩნდა იდეა, რომ დავაკავშიროთ ორივე ქვეყნის მეცნიერები და ვიფიქროთ რა შეიძლება გაკეთდეს მომავალში ერთობლივი თანამშრომლობით. მაგალითად, მოვაწყოთ სამეცნიერო კონფერენციები, ასევე შესაძლებელია ქართველი ახალგაზრდების მოწვევა ავსტრიაში, რათა გარკვეული პერიოდი გაატარონ ჩვენ სამეცნიერო კლუბში”, - განაცხადა ანტონ ცაილინგმა.

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

თბილისში, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება

24 აპრილი, 2024 , 12:03

ავარიული მრავალბინიანი სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში, ნაძალადევის რაიონში, ნაგომარის ქუჩის N47-ში უკვე დაიწყო პროექტირების სამუშაოები, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი