უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

5 ივლისი, 2017 18:15
font-size

ალექსანდრე ჯეჯელავამ ტექნიკური გადამზადების ცენტრის ფარგლებში მოწყობილი თანამედროვე ლაბორატორია დაათვალიერა

საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და BP საქართველოს გენერალური მენეჯერი კრის შლიტერი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (სტუ) ეწვივნენ, სადაც საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის ფარგლებში მოწყობილი თანამედროვე ლაბორატორია დაათვალიერეს და მასწავლებელთა გადამზადების პროცესს გაეცნენ.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი საჯარო-კერძო პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული მაგალითია. ცენტრის რეკონსტრუქცია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხოლო თანამედროვე ლაბორატორიებით აღჭურვა და მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლება ათასწლეულის გამოწვევის ფონდის პროექტის დაფინანსებით, BP საქართველოსთან თანამშრომლობით ხორციელდება. პროექტის საერთო ღირებულება 5,5 მილიონი აშშ დოლარს შეადგენს, საიდანაც 2,3 მილიონი აშშ დოლარიათასწლეულის გამოწვევის ფონდის მიერ გამოყოფილი გრანტია, ხოლო დანარჩენი თანხა - სახელმწიფოს და კერძო სექტორის თანადაფინანსებას წარმოადგენს.

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრი 2017 წლის შემოდგომიდან დაიწყებს ფუნქციონირებას ახალ, სრულად ადაპტირებულ შენობაში, სადაც სტუდენტები დაეუფლებიან თანამედროვე, შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისს პროფესიებს მექანიკური ინჟინერიის ტექნიკოსის, მაღალი ძაბვის ელექტრიკოსის, მექატრონიკის ტექნიკოსისა და წარმოების ავტომატიზაციის ტექნიკოსის მიმართულებით. ყველა პროგრამა შესაბამისობაშია ევროპულ სტანდარტებთან და წარმატებული კურსდამთავრებულები, პროფესიული განათლების დიპლომთან ერთად, საერთაშორისო დონეზე აღიარებულ გერმანულ სერტიფიკატს მიიღებენ.

საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის პირველი ლაბორატორია, რომელიც BP საქართველოს ფინანსური კონტრიბუციითა შეძენილი, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა, მასწავლებელთა გადამზადების მიზნით. შეძენილი გერმანული ლაბორატორიის საერთო ღირებულება 578,991 აშშ დოლარია. ამჟამად, ლაბორატორიაში უცხოელი სპეციალისტების მიერ სტუ-ს პროფესორ-მასწავლებელის გადამზადება მიმდინარეობს.

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი რადიო ქალაქის პროექტს ახორციელებს

25 აპრილი, 2024 , 13:43

საქართველოს ბანკი ბიზნესის გაძლიერებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით აჭარა კოლექტივი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ პროექტს - რადიო ქალაქის მშენებლობას ახორციელებს. პროექტის ჯამური ღირებულება 30 მ

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი