უახლესი ამბები
- 23.04.2024 17:34კონტრაქცია ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ბოლო ჟამია - სოფო ჯაფარიძე
- 23.04.2024 17:26კანონზე მსჯელობენ პოლიტიკური პარტიები პარლამენტში და არა ვიღაც გარედან, თუნდაც პარტნიორი, ოპოზიციამ კეთილი უნდა ინებოს და დაამტკიცოს, რომ კანონი არ არის კარგი - ირაკლი კობახიძე
- 23.04.2024 17:21ბიზნესი მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“, ხელისუფლებას, იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი უმთავრესი მიღწევა ამ ქვეყანაში არის ბიზნესის რეკეტის ერთხელ და სამუდამოდ დასრულება - ირაკლი კობახიძე
არქივი
რეგიონები
ალექსანდრე მოწერელია დადიანების სასახლეთა მუზეუმს ეწვია და მის თანამშრომლებს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ალექსანდრე მოწერელია დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმს ეწვია და მის თანამშრომლებს გაესაუბრა.
შეხვედრის მიზანი მუზეუმის პოპულარიზაციის ზრდისა და ტურისტების მოზიდვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების განხილვა და ამასთან დაკავშირებული სამომავლო გეგმების გაცნობა იყო.
ალექსანდრე მოწერელიამ ტურისტების მოზიდვის შესახებ მუზეუმის თანამშრომლების მოსაზრებები და რეკომენდაციები მოისმინა. გუბერნატორი მათ ასევე დახმარებას დაჰპირდა სხვადასხვა პროექტის შემუშავებასა და მათ განსახორციელებლად შესაბამის სტრუქტურებთან შუამდგომლობაში.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა დადიანების სასახლეთა მუზეუმის პოპულარიზაციის ზრდისთვის პრიორიტეტად დაასახელა მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ასევე განსაკუთრებულ მიმართულებად გამოჰყო ინვესტორების მოზიდვა.