უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

26 ოქტომბერი, 2016 18:10
font-size

ალექსი ბარბაქაძე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა

საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ ალექსი ბარბაქაძე დაინიშნა.

ალექსი ბარბაქაძე დაიბადა 1966 წლის 7 იანვარს.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.

1997 წლიდან გაიარა ბუნდესვერის ბატალიონის სამეთაურო კურსები (ოცმეთაური, ასმეთაური, ბატალიონის მეთაური), ხოლო 1999 წლიდან - ლოგისტიკის სამეთაურო კურსები (ლოგისტიკის პოლკი, სასაწყობო მეურნეობა, ლოგისტიკის სარდლობა).

2001-2002 წლებში წარჩინებით დაამთავრა ბუნდესვერის გენ.შტაბის აკადემია.

1991 წლიდან მუშაობდა საქართველოს რესპუბლიკის ეროვნული დაზვერვისა და უშიშროების სამმართველოში;

1992-1993 წლებში იყო დაზვერვის ბატალიონის უფროსი.

1993 წელს - სწრაფი რეაგირების კორპუსის განყოფილების უფროსი, ეროვნული გვარდიის სარდალი - შემდგომში საქართველოს შეიარაღებული ძალების I საარმიო კორპუსის მეთაური,

1994-1995 წლებში - შსს შინაგანი ჯარის სარდლის I მოადგილე,

1995-1997 წლებში - საქართველოს შეირაღებული ძალების გვარდიის მთავარი სამმართველო

1997-1998 წლებში - პრეზიდენტის მთავარი სამხედრო ინსპექციის წევრი,

1998-2001 წლებში - თავდაცვის სამინისტროს ზურგის მთავარი სამმართველოს უფროსი, 2003–2004 წლებში - თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკურ სივრცესთან ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი,

2004-2005 წლებში - J-4 ლოგისტიკის დეპარტამენტის უფროსი,

2014 წლიდან პრეზიდენტის მრჩეველი მონაწილეობდა სამაჩაბლოსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე წარმოებულ ბრძოლებში. ხელმძღვანელობდა უკანონო შეიარაღებული ფორმირებების განიარაღებისა და დედოფლისწყაროსა და საგარეჯოში ნავთობით მდიდარ სტრატეგიულ რესურსებზე სახელმწიფოს კონტროლის აღდგენის ოპერაციებს.

ალექსი ბარბაქაძე არის საქართველოს შეიარაღებული ძალების ლოგისტიკის სტრატეგიისა და რეფორმის ავტორი. შემუშავებული აქვს შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის კონცეფცია. 2005 – 2006 წლებში, სტრატეგიული კვლევის ცენტრში კითხულობდა ლექციებს კონფლიქტოლოგიასა და ოსეთის შესაძლო კრიზისის განვითარების თაობაზე.

ფლობს გერმანულ და რუსულ ენებს.

ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი