უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

25 სექტემბერი, 2020 18:24
font-size

ალიევის ხელისუფლებამ ივანიშვილის პარტიასთან სრული შეთანხმებით მიიტაცა დავით გარეჯი - შალვა ნათელაშვილი

“მოვუწოდებ ალიევის ხელისუფლებას, გონს მოეგოს. ნუ იფიქრებს, რომ ივანიშვილის მაფიოზური ბიზნესგამყიდველური რეჟიმია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობათა მომავალი,” – ამის შესახებ განცხადება, „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა, რითაც გამოეხმაურა, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადებას, რომელმაც თქვა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის არსებული შესაბამისი უწყებები და კომისიები მუშაობენ.

„პრეზიდენტ ალიევის ხელისუფლებამ ივანიშვილის პარტიასთან სრული შეთანხმებით მიიტაცა ქართული, ქრისტიანული, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე უდიდესი კომპლექსი დავით გარეჯი, ხოლო გუშინ, ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა მკაცრად გაგვაფრთხილა ყველა, რომ არავითარი განცხადებები ამ თემაზე არ გავაკეთოთ. თავის მხრივ, საქართველოს იმპოტენტმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ახალი რუკების თაობაზე და სადემარკაციო კომისიაში მათი განხილვის შესაძლებლობას.

მე მინდა, განვუცხადო ივანიშვილის რეჟიმს, ალიევის ხელისუფლებას არავითარი სადემარკაციო კომისიის მუშაობა არ იქნება განახლებული და გაგრძელებული, ვიდრე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არ დატოვებენ მიტაცებულ ოკუპირებულ, უკანონოდ დაკავებულ ქართულ ტერიტორიას დავით გარეჯს, ჩიჩხიტურს, აღდგომის ტაძარს და მთელ იმ კომპლექსს, სადაც ვერ შედის ვერც ბერი, ვერც ღვთისმსახური, ვერც ტურისტი. როდესაც აღდგება მდგომარეობა, სტატუს-კვო, კი, ბატონო.
რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები და შეთანხმებები გაგრძელდება, თუმცა მორალი რომ ჰქონდეს ჩვენს ზოგიერთ მეზობელს, არ დააყენებდა ეჭვის ქვეშ იმ გარემოებას, რომ დავით გარეჯი, ქართული მსოფლიო მნიშვნელობის კულტურის ძეგლი, ქრისტიანობის სიმბოლო რეგიონში, მეორე იერუსალიმი ქართულია, ისევე, როგორც ისლამურია მექა და მედინა. მაგრამ რა ვქნათ, როდესაც ქვეყანას არ ყავს პატრონი, არ ყავს ხელისუფალი და დამცველი. რა თქმა უნდა, პუტინი შემოღობავს შიდა ქართლს და რა თქმა უნდა, ალიევსაც გაეხსნება მადა, რაღაც რომ წაგვგლიჯოს.

საბოლოო ჯამში, თუ ეს საკითხი არ მოგვარდა, ჩვენ მთლიანად დავაყენებთ უკვე შეთანხმებული სადემარკაციო ზოლის გადახედვის საკითხს, რადგანაც ერთა ლიგის მიერ საქართველოს ტერიტორიად აღიარებული და მიჩნეული საინგილო და ყარაიას ველები ოციან წლებში უკანონოდ გადასცეს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს; ეს გვახსოვს, არ დაგვიწყებია და ისიც ვიცით, როგორ მოხვდა იქ მოსახლეობის ასიმილაცია, დღესაც, როგორ იდევნება იქ ქართველობის ფენომენი. ამიტომ, მოვუწოდებ ალიევის ხელისუფლებას, გონს მოეგოს. ნუ იფიქრებს, რომ ივანიშვილის მაფიოზური ბიზნესგამყიდველური რეჟიმია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობათა მომავალი, ეს რეჟიმში უახლოეს პერიოდში აქ აღარ იქნება და ალიევს მოუწევს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა იმის გამო, რასაც სჩადის, თუნდაც გარეჯის მონასტერზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

ვაფრთხილებთ ყველას, ტყუილად ნუ ცდილობენ სიტუაციის დაძაბვას და საარჩევნო პროცესის შეფერხებას - კახა კალაძე

31 ოქტომბერი, 2020 , 15:45

პარტია “ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ინფორმაციით, “ნაციონალური მოძრაობის” მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის გიორგი ბოტკოველის ორგანიზებით, თელავის სო

`ქართულ ოცნებას` გადაწყვეტილი აქვს გააყალბოს არჩევნები – ნინო ბურჯანაძე

31 ოქტომბერი, 2020 , 15:05

"ქართულ ოცნებას" გადაწყვეტილი აქვს გააყალბოს არჩევნები – ამის შესახებ განცხადება, "ერთიანი საქართველო- დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარემ ნინო ბურჯანაძემ გააკეთა. "აუცილებლად მიდით არჩევნებზე და დააფიქსირეთ თქვენ

“ამერიკის შეერთებულ შტატებს არ ყავს რჩეული კანდიდატი, ან რჩეული პარტია. ჩვენ ვითანამშრომლებთ ნებისმიერ პარტიასთან, რომელსაც კანონიერად აირჩევს ქართველი ხალხი” - კელი დეგნანი მარნეულში ჩავიდა

31 ოქტომბერი, 2020 , 14:20

ამერიკის ელჩი კელი დეგნანი მარნეულში ჩავიდა, ინფორმაციას ელჩის პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს. „ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში შრომისმოყვარე თანამშრომლებთან შეხვედრის შემდეგ, ელჩი დეგნანი არჩევნებზე დასაკვი

ხმა მივეცი ისეთ საქართველოს, რომელიც დღეს ბევრად უკეთესია, ვიდრე იყო გუშინ და ხვალ იქნება კიდევ უფრო უკეთესი, ვიდრე არის დღეს - გიორგი გახარია

31 ოქტომბერი, 2020 , 12:10

მე ხმა მივეცი დემოკრატიული ფასეულობების, სამართლიანობის, ეკონომიკურად ძლიერ ფუნდამენტზე აშენებულ ევროპულ დასავლურ სახელმწიფოს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, მთაწმინდის #5 საარჩევნო უბანზე

ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს - ელექტროშოკი არ ვიცი და შოკში ნამდვილად ხარ

30 ოქტომბერი, 2020 , 17:30

“ნაციონალური მოძრაობის გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნიკა მელია ეხმაურება პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებს იმასთან დაკავშირ

ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად - გიორგი გახარია

30 ოქტომბერი, 2020 , 16:20

“ვერავინ და ვერაფერი შეზღუდავს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა იქ, სადაც ეს გამოხატვის თავისუფლება გადავა ზღვარს და გადაიზრდება კანონდარღვევაში, რა თქმა უნდა, სამართალდამცავი სისტემა იმოქმედებს სწრაფად, ეფ