უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

15 ოქტომბერი, 2018 15:00
font-size

ამ ჩანაწერების ავთენტურობა თუ დასტურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დღეს არ გვაქვს სახელმწიფო - დავით ბაქრაძე

„მომავლის საკითხია, იქნება თუ არა საქართველო ევროპული ქვეყანა, სადაც მუშაობენ ინსტიტუციები, თუ ვიქნებით ცალკეული ადამიანების, „მაგარი ბიჭების" ხელში, არსებული შეიარაღებული დაჯგუფებების, მათი კრიმინალური და კორუფციული ინტერესების მსხვერპლი“, - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს" პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ გუშინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებს.

ბაქრაძის თქმით, ქვეყანაში ინსტიტუციები ჩამოშლილია.

„ეს ჩანაწერები არ ეხება ერთ კონკრეტულ საქმეს, არც კონკრეტულ თანამდებობის პირებს და უწყებებს. ეს ჩანაწერები ეხება ქართულ სახელმწიფოს და თითოეული ჩვენგანის მომავალს, იმიტომ რომ თუ ამ ჩანაწერების ავთენტურობა დასტურდება, ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოში დღეს არ გვაქვს სახელმწიფო, არ გვაქვს სახელმწიფო ინსტიტუციები და ქვეყანა იმართება მაფიოზური მენტალიტეტის მქონე არაფორმალური გავლენის ცალკეული პირებისგან", - განაცხადა ბაქრაძემ.

მისივე თქმით, ქვეყანა ცალკეული კრიმინალური დაჯგუფებების მიერ იმართება, რაც საგანგაშოა.

„დღეს მივიღეთ უკიდურესობა, როცა სახელმწიფო და სახელმწიფო ინსტიტუციები პრაქტიკულად ჩამოშლილია და ქვეყანა იმართება ცალკეული ადამიანების მიერ მაფიოზური მენტალიტეტის, გარჩევების, საკუთარი ბიზნესინტერესების საფუძველზე. ეს სიტუაცია საგანგაშოა. ეს არის საკითხი თითოეული ჩვენგანის მომავლის, გვაქვს თუ არა მომავალი ქართულ სახელმწიფოს, იქნება თუ არა საქართველო ევროპული ქვეყანა, სადაც მუშაობენ ინსტიტუციები თუ ვიქნებით ცალკეული ადამიანების, „მაგარი ბიჭების" ხელში არსებული შეიარაღებული დაჯგუფებების, მათი კრიმინალური და კორუფციული ინტერესების მსხვერპლი",- განაცხდა ბაქრაძემ.

ბაქრაძის თქმით, ყველა დანაშაული უნდა იყოს გამოძიებული მომდევნო ხელისუფლების მიერ.
„ყველა დანაშაული იქნება გამოძიებული და ეს გამოძიება გადაეცემა აშშ-ის შეერთებულ ბიუროს, რომ ეს არ იქნება შურისძიება",-აღნიშნა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

„რუსთავი 2“-ის მიერ გამოქვეყნებული ჩანაწერები, სავარაუდოდ, გლდანის ციხეშია გაკეთებული. ჩანაწერის მიხედვით, ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მირზა სუბელიანი მასთან საკანში მისულ „ქართული ოცნების“ დეპუტატს მესტიიდან, ვიქტორ ჯაფარიძესა და ლტოლვილთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსან, გენერალური ინსპექციის ყოფილი თანამშრომელს დათო ცუხიშვილს ესაუბრება.

საუბარი თითქმის საათ-ნახევარი გრძელდება, საიდანაც ირკვევა, რომ მირზა სუბელიანი, ფაქტობრივად, საკუთარი ნებით ჩაჯდა ციხეში - ის გაურიგდა ხელისუფლებას.

ჩანაწერებში სუბელიანი ამბობს, რომ ხორავას ინციდენტის შემდეგ არასრულწლოვანები ძალოვანებმა გაიტაცეს და სცემეს.

მირზა სუბელიანი ამტკიცებს, რომ სწორედ ამის გამო მას სახელმწიფოს იმედი აღარ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ის სწორედ ხელისუფლების გადარჩენის მიზნით დათანხმდა გარიგებას, რომლის მიხედვითაც მას სასამართლომ ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა და კიდევ ერთი წლით პირობითი მსჯავრი უნდა შეუფარდოს.

სუბელიანი ითხოვს ჯაფარიძეს, გახარიას შეთანხმება გაახსენოს. ჩანაწერში სუბელიანი ფარცხალაძესაც იხსენებს და ამბობს, რომ პროკურატურას სწორედ ის მართავს. დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული მის გარემოცვაზეც საუბრობს და იმ 50-თ ე.წ. "ავტომატჩიკს" ახსენებს, რომლებიც მასთან ერთად გახმაურებული საქმეების გახსნაზე მუშაობდნენ. სუბელიანი განაწყენებულია სამთავრობო გუნდზეც, რომელმაც მის დასაცავად არაფერი გააკეთა.

“რურუა უნდა გათავისუფლდეს და საარჩევნო ცვლილებები უნდა მოხდეს”

30 მაისი, 2020 , 16:41

ვიდრე „მთავარი არხის“ დამფუძნებელი გიორგი რურუა, ციხეს არ დატოვებს, ხელისუფლების ოპონენტები საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტის განხილვაში მონაწილეობას და ცვლილებების მხარდაჭერას არ აპირებენ. „რა ფო

კორონა ვირუსი ხელისუფლებისთვის ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა - ხათუნა ლაგაზიძე

30 მაისი, 2020 , 12:05

“კორონავირუსი ხელისუფლების ყველაზე ძლიერი პარტნიორი აღმოჩნდა,” - ამის შესახებ წერს ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე საკუთარ Facebook გვერდზე. “გახარიას გუშინდელი გამოსვლის შემდეგ ოპოზიციამ ღიად უნდა დაინახოს გა

გიორგი გახარია ოპოზიციას - საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია ნახოთ

29 მაისი, 2020 , 19:11

საბიუჯეტო ხარჯებზე, როდესაც საუბრობთ და, როდესაც ამბობთ, რომ ვეძებთ, არ გვაძლევენ ინფორმაციას, შემიძლია გასწავლოთ სად რა ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ. ნაწილობრივ მართლები ხართ, ოღონდ, როდესაც ამბობთ უნდა დამეთანხმოთ ერთ რა

გიგა ბოკერია გიორგი გახარიას: მაინცდამაინც მეუფე იაკობივით უნდა დაგამცირონ და გაგლანძღონ, რომ ცოტა პატივისცემა ისწავლოთ პარლამენტის?

29 მაისი, 2020 , 16:45

„ დღეს დილიდან რაღაცა კიდევ უფრო ახალი ტონი შეარჩიეთ პარლამენტის შეურაცხყოფის? თქვენთვის დრო არ მაქვს, აქ ნუ გამაცდენთ ამ კითხვებზე და პასუხებზე, ძალიან მაინტერესებს, ვინ წაგახალისათ ამისთვის? მაინცდამაინც მეუფე ია

ჩვენი ქვეყანა ჯალათს არ იმსახურებს პრემიერ-მინისტრად - თინა ბოკუჩავა

29 მაისი, 2020 , 15:57

ჩვენი მომავალი თაობა თქვენ არ გიმსახურებს. ეს კარგად დაიმახსოვრეთ! თქვენ ვერასოდეს ჩამოირეცხავთ თვალთხარია გახარიას სახელს და იმ მისამღერს ვერასოდეს დაავიწყებთ ახალგაზრდებს, რომელიც თქვენ მოგიძღვნეს,- ასე მიმართა „

პატივს ვცემთ პარლამენტს და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მნიშვნელოვანი საქმე გვაქვს გასაკეთებელი, აქ ვდგავართ და ამ კითხვებსაც გავცემთ პასუხს - გიორგი გახარია

29 მაისი, 2020 , 15:45

მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, მივესალმები პარლამენტის წევრებს, დეპუტატებს, მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარევ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ზუსტად ერთი დღით ადრე ვიდექით ამ ტრიბუნასთან და მაქსიმალურად გავეცით პასუხი ყველ