უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

15 მარტი, 2019 15:50
font-size

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე - სუს-ი

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ ეტაპზე არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებია.

„ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები იმყოფებიან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. კონკრეტული პირების მიერ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება ცხელი ხაზის მეშვეობით მიმდინარეობს, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ყველა საერთაშორისო პარტნიორი.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პროვოკაციული განცხადებებისგან.

საოკუპაციო ძალების მხრიდან განხორციელებული ნებისმიერი აქტივობა ძაბავს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, –სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთთან რუსი სამხედროები იმყოფებიან.

ერგნეთში მორიგი შეხვედრა გაიმართება

16 მაისი, 2019 , 11:20

ერგნეთში დღეს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართება. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდება საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავების ფაქტებზე და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკა

სოფელ ყარაფილასთან რუსმა ოკუპანტებმა ორი პირი დააკავეს

11 მაისი, 2019 , 13:07

კასპის მუნიციპალიტეტში, სოფელ ყარაფილასთან, ე.წ. მესაზღვრეებმა სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ორი მამაკაცი : დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი გაიტაცეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათი დაკავება ეგრ

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ქვეშში მცხოვრები მამაკაცი დააკავეს

6 მაისი, 2019 , 13:55

რუსმა ოკუპანტებმა საოკუპაციო ხაზთან გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშში მცხოვრები 80 წლამდე მამაკაცი დააკავეს. ამირან მელაძე საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს რუსმა სამხედროებმა მაშინ დააკავეს, როდესაც ის ბაღში სატაცურს კრეფდა.

რუსმა ოკუპანტებმა სოფელ მეჯვრისხევიდან მწყემსი გაიტაცეს

20 აპრილი, 2019 , 14:50

რუსმა ოკუპანტებმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევიდან მწყემსი გაიტაცეს. არსებული ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის გოჩა ფიდიური სოფლის მიმდებარედ ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის საქონელს აძოვებდა. ოკუპანტები მას

სირია ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის განვითარებას გეგმავს

19 აპრილი, 2019 , 13:30

სირია ოკუპირებულ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან თანამშრომლობის განვითარებას გეგმავს. ამის შესახებ სირიის ეკონომიკისა და საგარეო ვაჭრობის მინისტრმა სამერ ალ-ხალილმა ანექსირებულ ყირიმში მიმდინარე იალტის ეკონომიკურ ფორუ

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტი საქართველოს მოქალაქეებს მემკვიდრეობის უფლებას ართმევს

10 აპრილი, 2019 , 16:20

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო კანონი, რომელიც საქართველოს მოაქალაქეების ნაწილს მემკვიდრეობის უფლებებს უზღუდავს. ცვლილებები სამოქალაქო კოდექსში შედის, ინიციატორი კი ე.წ. პარლამენტის წევ