უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

რეგიონები

26 მარტი, 2018 14:45
font-size

ამ ეტაპზე ბინები გადაეცემა მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებულ იმ დევნილებს, რომლებსაც არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ - სოზარ სუბარი

ბათუმში იმ დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება დაიწყო, რომლებსაც სახელმწიფო ბინას შემოდგომაზე, ტაბიძის ქუჩაზე მშენებარე 16 სართულიან კორპუსში გადასცემს.

მშენებარე სახლში 164 დევნილი და 208 ეკომიგრანტი ოჯახი მიიღებს საცხოვრებელს.

რეგისტრაციის დაწყების პროცესს ბათუმში უშუალოდ გაეცნო დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი.

რეგისტრაციის გავლის სურვილი აქვთ იმ დევნილ ოჯახებსაც, რომლებსაც 2006 წელს 7000 დოლარის ოდენობის კომპენსაცია გადასცეს. მათი ნაწილი ირწმუნება, რომ საცხოვრებლის შეძენა იმ პერიოდში გაძვირებული ფასების გამო ვერ მოახერხეს.

სოზარ სუბარის განცხადებით, რეგისტრაციისთვის განაცხადის შეტანის უფლება აქვს ყველას, თუმცა ბინები მხოლოდ იმ დევნილ ოჯახებს გადაეცემა, ვისაც დღემდე არანაირი კომპენსაცია არ მიუღია.

„განაცხადების შემოტანა ყველას შეუძლია, მათ მდგომარეობას გავეცნობით, თუმცა ამ ეტაპზე ბინები გადაეცემა მხოლოდ აჭარაში რეგისტრირებულ იმ დევნილებს, რომლებსაც არანაირი კომპენსაცია არ მიუღიათ, ყველამ ვიცით, რომ 2006 წელს როგორ იძულებით გამოასახლეს ბათუმის სასტუმროებიდან დევნილები, თუმცა მათმა ნაწილმა ნებით და ნაწილმა იძულებით მიიღო რაღაც კომპენსაცია მაინც, სამომავლოდ, შესაძლებელია, მათი მდგომარეობა ინდივიდუალურად შევისწავლოთ, მაგრამ ამ ეტაპზე ბინებს მათ ვერ გადავცემთ”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

აჭარაში რეგისტრირებული დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება 5 აპრილს დასრულდება.

საკვანძო სიტყვები:

საქართველოს ბანკის რიგით 21-ე იდეათეკა ახალციხეში გაიხსნა

25 მარტი, 2024 , 17:05

საქართველოს 8 რეგიონში უკვე საქართველოს ბანკის 21 მულტიფუნქციური საგანმანათლებლო სივრცე - იდეათეკა ფუნქციონირებს. ეს ყველაფერი არაა. ფინანსური ინსტიტუტი მოსწავლეებისთვის განათლების შესაძლებლობების შექმნას განაგრძობს. საქ

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა

25 მარტი, 2024 , 12:09

ქობულეთში, შემოვლით გზაზე ავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. "აჭარის ტელევიზიის" ინფორმაციით, შემთხვევა სოფელ ოჩხამურთან მოხდა და გარდაცვლილები ოჯახის წევრები არიან.  სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის განმარტებით,

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა

20 მარტი, 2024 , 12:00

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულად ლევან ხარაბაძე დაინიშნა. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ახალ გუბერნატორს დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრემიერმა ლევან ხარაბაძ

ოზურგეთი-თბილისის მატარებელი სოფელ ნატანებთან ლიანდაგიდან გადავიდა, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა

20 მარტი, 2024 , 11:48

ოზურგეთი-თბილისის მატარებლის ელმავალი და პირველი ვაგონი სოფელ ნატანებთან ლიანდაგს ასცდა. როგორც საქართველოს რკინიგზაში აცხადებენ, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ამ დროისათვის მიმდინარეობს მოკვლევა დ

დედოფლისწყაროში, ტყის მიმდებარედ მამაკაცი ხანძრის გაჩენას ცდილობდა - საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური

5 მარტი, 2024 , 11:16

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც დედოფლისწყაროს რაიონში, ტყის მიმდებარედ ხანძარს მიზანმიმართულად აჩენდა, 500 ლარით დაჯარიმდა. აღნიშნულის შესახებ განცხადებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. „შინა

ხობის მერიამ 10.8 მილიონიანი ტენდერი, სავარაუდოდ, სენაკის მერის ბიძის კომპანიას მოარგო - TI

26 თებერვალი, 2024 , 15:29

"საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ცნობით, ხობის მერიის ტენდერი, რომელშიც სენაკის მერის, ვახტანგ გადელიას ბიძის კომპანია - სააქციო საზოგადოება "არქეოპოლისი" იმარჯვებს, სავარაუდოდ, სწორედ ამ კომპანი

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი