უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

22 იანვარი, 2020 13:30
font-size

ამ ეტაპზე, პარლამენტარის მანდატზე უარს ვამბობ - გიორგი ჩაკვეტაძე

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე საპარლამენტო მანდატზე უარს ამბობს.

ჩაკვეტაძის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელსაც თბილისის საკრებულოსა და პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიულ საქართველოში“ იკავებს. მისი განმარტებით, იგი მონაწილეა იმ მნიშვნელოვანი პროექტების, რომლებსაც თბილისის მუნიციპალიტეტი ახორციელებს.

„განსაკუთრებით ჩემს ასაკში, დიდი პატივი და პასუხისმგებლობა იქნებოდა, ვყოფილიყავი საქართველოს პარლამენტის წევრი იმ გუნდიდან, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული, ცივილური განვითარება შეუქცევად რელსებზე გადაიყვანა. თუმცა, ამ ეტაპზე, უარს ვამბობ პარლამენტარის მანდატზე და წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს საპარლამენტო გუნდს. ჩემთვის, როგორც 25 წლის ახალგაზრდისთვის, მნიშვნელოვანია ის პოზიცია, რომელსაც თბილისის საკრებულოსა და პარტიაში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო’’ ვიკავებ. ბოლო ორი წლის განმავლობაში, არაერთი პროექტი დავიწყეთ. თბილისის ბიუჯეტმა ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და ერთად მივიღეთ დედაქალაქის გენერალური გეგმა. ყოველდღიურ რეჟიმში ვცდილობ ჩვენი თანამოქალაქეების პრობლემების გადაჭრას. გასული წლის ბოლოს, პარტიის ახალგაზრდულმა ორგანიზაციამ საქართველოში უმსხვილესი კვირეული განვახორციელეთ. ჩემი საქმიანობა თანატოლების ინტერესების დაცვას ემსახურება. თანატოლების, რომლებთაგანაც ათობით ათასი ჩვენი ახალგაზრდულის წევრია ",- განაცხადა გიორგი ჩაკვეტაძემ.

თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, 2020 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია. იგი დარწმუნებულია, რომ ერთობლივი ძალებით, საქართველო დიდ ევროპულ ოჯახში კუთვნილ ადგილს დაიმკვიდრებს.

აღნიშნულ ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

აღსანიშნავია, ჩაკვეტაძე პარლამენტში კარლო კოპალიანის ადგილმონაცვლე უნდა ყოფილიყო, თუმცა უარი განაცხადა.

ქოცებო, თქვე ნაცებო შეწყვიტეთ ეს მორიგი უსუსური გადაწყვეტილება, რომელიც 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში თქვენი მარცხის შიშს ეფუძნება - „გახარია საქართველოსთვის“

19 აპრილი, 2024 , 17:25

„ოცნებამ“ და „ნაციონალურმა მოძრაობამ“ შეთანხმებით, ზუგდიდის და რუსთავის საკრებულოებში ერთად დააინიცირა თავმჯდომარეების თანამდებობიდან გადაყენების საკითხი. ამ საკრებულოებში თავმჯდომარეები არია

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას - ხავიერ კოლომინა

19 აპრილი, 2024 , 15:06

ეს პროექტი არის უკან გადადგმული ნაბიჯი და ეწინააღმდეგება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - წერს NATO-ს სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ხავიერ კოლომინა.  ,,NATO შეშფოთებულია კ

ირაკლი კობახიძე ირანის ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 12:48

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, მაჰმუდ ადიბს შეხვდა. ინფორმაციას პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს. მათი ცნობით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრ

პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღო

19 აპრილი, 2024 , 12:33

საქართველოს პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები მესამე მოსმენით 73 ხმით ცხრა ხმის წინააღმდეგ დაამტკიცა. კანონპროექტი საკანონმდებლო ორგანომ დაჩქარებული წესით განიხილა. “საგადასახადო კოდექსში&l

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა იყო - სუს-ის ანგარიში

19 აპრილი, 2024 , 12:06

საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა გარკვეული ჯგუფი, 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავდა დესტაბილიზაციას და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანი ხელისუფლების ძა

მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა

19 აპრილი, 2024 , 11:13

ჯანდაცვის მინისტრი, მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით, საქართველოში განხორციელებულ მნიშვნელოვან რეფორ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი