უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 ოქტომბერი, 2016 13:00
font-size

ამ ეტაპზე, რაც ამ პოლიტიკურ ძალებს, უფრო სწორედ მათ ლიდერებს შეუძლიათ, ბოდიშის მოხდაა - ბესიკ ობოლაძე

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, ბესიკ ობოლაძე იმ მოსაზრებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, საკონსტიტუციო უმრავლესობა შესაძლოა, საფრთხე იყოს ქვეყნისთვის.

ექსპერტის მოსაზრებით, საკონსტიტუციო უმრავლესობას შეიძლება განიხილებოდეს, როგორც შესაძლებლობა რეფორმების გზაზე.

,,საკონსტიტუციო უმრავლესობა, როგორც წესი აჩენს ბევრ შემთხვევაში ერთი შეხედვით ჯანსაღ ამბიციას, განახორციელოს მასშტაბური რეფორმები. რეფორმების გზაზე კი არსებობს ორი პოტენციური არჩევანი : ერთი მიდგომაა ყველა მიზნის წინასწარ საჯარო განცხადება და მაქსიმალურად მოკლე დროში მაქსიმალურად ბევრის რეალიზაცია. ეს გზა, რომელიც გულისხმობს ყველაფრის ერთდროულად მიღწევას იწვევს საზოგადოების რეფორმების მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად პოლარიზებას. ეს გზა ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე გაიარა.

მეორე ალტერნატივა, ანუ ე.წ ფაბიანური სტრატეგია გულისხმობს, რომ რეფორმაზე პასუხისმგებელმა ძალამ თავდაპირველად ბოლომდე არ გაამჟღავნოს საკუთარი მიზნები, დაყოს გასატარებელი რეფორმები ერთმანეთისაგან და მაქსიმალურად დიდი შედეგით, რომელიმეს რეალიზაციას შეეცადოს. კოალიცია „ქართულმა ოცნებამ“ უკვე სცადა ასეთი სტრატეგიის გამოყენება, თუნდაც ჯანდაცვის სისტემის ზოგიერთ მიმართულებასთან მიმართებაში’’, - ამბობს ბესიკ ობოლაძე.

ექსპერტი ფიქრობს, რომ შექმნილ რეალობაში რეფორმების გზაზე გამოყენებულ იქნება ასეთი ე.წ ფაბიანური სტრატეგია, რომელიც გულისხმობს პრობლემების ერთი ჯგუფის მეორესაგან გამოყოფას და შესაბამისად, წინააღმდეგობის მინიმალიზაციას შეუწყობს ხელს.

,,მოხდება ერთი რეფორმის მოწინააღმდეგეების, მეორე რეფორმის მოწინააღმდეგეებისაგან -პოტენციური მოკავშირეების - რაღაც ფორმით დისტანცირება. აქ მნიშვნელოვანია სწორად შერჩეული დრო მოქმედებისათვის. ერთია მეთოდურად განხორციელებული რეფორმები და მეორე „სივრცითი დრო“ - თითოეულ ეფექტურად გასატარებელ რეფორმასთან მიმართებაში შუალედური მიზნის რეალიზაცია. მხედველობაშია ოპოზიციური ძალების (პარლამენტში და პარლამენტს გარეთ) სწრაფი მობილიზაციისაგან თავის დაღწევა. პერსპექტივაში ოპოზიციური ძალების მსგავსი მობილიზაციისათვის მზაობაზე მიუთითებს საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურისათვის შექმნილი განწყობებიც’’, - აცხადებს ექსპერტი.

ბესიკ ობოლაძის თქმითვე, ბევრი პროდასავლური ძალა პარლამენტს გარეთ დარჩა. ამ საპარლამენტო არჩევნების წინ კი ქვეყანა ახალი პოლიტიკური ელიტის მოლოდინში იყო.

,,იკითხებოდა მსგავსი იდეოლოგიური მსოფლმხედველობის მქონე ძალების რაღაც ფორმით გაერთიანება. ახალი პოლიტიკური ცენტრი ვერ შედგა. ახლად წარმოჩინებულმა მესამე ძალის ამბიციის მქონე მოძრაობამ ერთის მხრივ სრული კრახი განიცადა და მეორეს მხრივ ამ ფლანგზე დეზორგანიზაციის პროვოცირება მოახდინა.

ამ ეტაპზე, რაც ამ პოლიტიკურ ძალებს, უფრო სწორედ მათ ლიდერებს შეუძლიათ ბოდიშის მოხდაა. ბოდიში არა მხოლოდ ინდივიდუალურ და ინსტიტუციონალურ დონეზე, არამედ პოლიტიკურ დონეზეც ამომრჩევლის, თანამოაზრეების წინაშე. ეს არ უნდა იყოს ტაქტიკის ნაწილი საკუთარი შეცდომების დასაფარავად. როდესაც ლიდერი საჯაროდ იხდის დროულ და გამართლებულ ბოდიშს, ამას პოზიტიური შედეგები მოსდევს. პოლიტიკური ბოდიშის მეთოდი დამოკიდებულია მდგომარეობის თავისებურებაზე. სრული ბოდიში მოიცავს ოთხ კომპონენტს: შეცდომის გაცნობიერებას, პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღებას, სინანულის გამოხატვას და პირობის დადებას, რომ მსგავსი შეცდომები მათი მხრიდან მომავალში აღარ განმეორდება. მსგავსი განწყობები პოლიტიკური პარტიების ლიდერების განცხადებებში არ ჩანს. პასუხისმგებლობას ამომრჩეველს აბრალებენ: ებუტებიან ამომრჩეველს, მიდიან პოლიტიკიდან, აკეთებენ ორაზროვან განცხადებებს პოლიტიკიდან წასვლაზე და ა.შ.’’, - ამბობს ექსპერტი.

ბესიკ ობოლაძე მარნეულის საარჩევნო ოლქში განვითარებულ მოვლენებზეც ამახვილებს ყურადღებას.

მისი შეფასებით, მარნეულში შექმნილი ვითარება მიუთითებს, რომ პოლიტიკური ძალების ლიდერები ნაკლები პასუხისმგებლობით ეკიდებიან რეგიონის სპეციფიკას.

,,ეს იმ პირობებში, როდესაც პარლამენტის მიერ მიღებული კანონი უმცირესობისათვის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად რეგისტრაციის შესახებ უმცირესობის ერთ-ერთი ავტორიტეტული წარმომადგენლის მიერ მილანის ედიქტის დონის კანონად შეფასდა, როდესაც ტოლერანტობის ცნება შემოვიდა კონსტანტინე დიდის მიერ და რომელიც გულისხმობდა შემწყნარებლობას ყველა სარწმუნოების მიმართ. ჩვენ ქვეყანას ტოლერანტობის დიდი ტრადიცია აქვს და პოლიტიკური ლიდერები მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოეკიდონ ასეთ საკითხებს’’, - აცხადებს ბესიკ ობოლაძე.

ნინო ექვთიმიშვილი

ჩვენი ქვეყანა ამ ვირუსებიდანაც და პოლიტიკური სირთულეებიდანაც ერთნაირად წარმატებულად გამოვა - ლელა კაკულია

25 იანვარი, 2020 , 15:00

„ახალი კორონავირუსი საქართველოსთვის საშიში არ არის და ვერც იქნება“, აცხადებს ქართველი წინასწარმეტყველი ლელა კაკულია. მისი თქმით, იმის შესახებ, რომ მსოფლიოში ახალი ვირუსები გავრცელდებოდა, მრავალი წლის წინ იწინ

ჩვენი ოჯახი ომს უცხადებს ბიძინა ივანიშვილს და ჩვენ მას დავამარცხებთ – ნიკა გვარამია(ვიდეო)

24 იანვარი, 2020 , 16:45

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დირექტორი ნიკა გვარამია, მიმართვას ავრცელებს: „ჩვენ, მთელი ოჯახი უკვე მერვე წელია ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ როგორც მიზანში ამოღებული საზარბაზნე ხორცი. აქამდე ეს ძირითადად ვლინდ

თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა- სერგო რატიანი

24 იანვარი, 2020 , 13:05

-კონფიდენციალური ინფორმაციის გასაჯაროებით, თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგო რატიანმა განაცხადა. „თეა წულუკიანმა დანაშაული ჩაიდინა, როდესაც გაასა

ზოგიერთი კონგრესმენის შეფასება ობიექტურობას არის მოკლებული - ანრი ოხანაშვილი

23 იანვარი, 2020 , 14:50

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი კონგრესმენების წერილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ზოგიერთი კონგრესმენის შეფასება ობიექტურობას არის მოკლებული. "ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა

აპაჭუნოს ახლა თვალები გიორგი გახარიამ - ლევან კობერიძე

23 იანვარი, 2020 , 14:15

აპაჭუნოს ახლა თვალები გიორგი გახარიამ და გვითხრას, წერილი უნდა თუ სიხარული, კონგრესმენების წერილის მიღების შემდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „დამოუკიდებელი დეპუტატების" წევრმა ლევან კობერიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რ

ერთი სიტყვა, ამერიკელი იმპერიალისტებიო დაამატონ და მათ გამონათქვამებსა და საბჭოთა კომკავშირელთა გამონათქვამებს შორის განსხვავებაც აღარ იქნება. - დავით ჭიჭინაძე

23 იანვარი, 2020 , 12:45

დამოუკიდებელი დეპუტატი და მოძრაობა "ტრიბუნას" დამფუძნებელი დავით ჭიჭინაძე კონგრესმენების წერლს ეხმაურება.ჭიჭინაძე აცხადებს, რომ კონგრესმენების, სენატორების ამ წერილებს შეიძლება, მოჰყვეს იმ შესაბამისი ფინანსური ინსტიტუტებ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`