უკან

პოლიტიკა

18 თებერვალი, 2019 15:25
font-size

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის - სამინისტრო

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.

„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას წარუდგინა იმ კანონების ნუსხა, რომელზეც მიმდინარე წლის განმავლობაში გეგმავს მუშაობას.

გეგმაში შეტანილია კანონი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო კოორდინაციას უწევს თვითმმართველობების მიერ წვევამდელთა გაწვევის პროცესს. კანონის აღსრულებასთან არსებული სირთულეების დასაძლევად, ხარვეზების გამოსასწორებლად სამინისტროში, პერიოდულად, თავს იყრის რეგიონებიდან და შესაბამისი უწყებებიდან შემოსული მოსაზრებები.

„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის ამოცანა გაწვევის პროცესის მოწესრიგებაა. კანონის არსებული რედაქცია დღესაც უშვებს შეზღუდვას საჯარო სამსახურში თანამდებობაზე დანიშვნისას იმ მოქალაქეებისთვის, რომლებმაც არ მოიხადეს სამხედრო ვალდებულება. ამავე დროს, კანონი არ ათავისუფლებს ამ შეზღუდვისგან იმ პირებს, ვისაც სამხედრო სამსახურისგან გათავისუფლების კანონიერი საფუძველი თავის დროზე ჰქონდა. შესაბამისად, საკანონმდებლო საქმიანობის გეგმის განმარტებაში გაკეთებული ჩანაწერი სწორედ ამ ხარვეზის აღმოფხვრას გულისხმობს და არა დამატებითი შეზღუდვის დაწესებას.

მსგავსი ხარვეზების გამოსწორებას ემსახურება გეგმაში ასახული სხვა საკითხებიც.

ამ ეტაპზე „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატანი არანაირი ცვლილება მომზადებული არ არის. ნებისმიერი ცვლილება შემუშავებული და წარდგენილი იქნება მხოლოდ შეგროვებული პრობლემატიკის სრულფასოვანი ანალიზის, ყველა უწყებასთან, თვითმმართველობებთან, პარლამენტთან კონსულტაციების შემდეგ და საკანონმდებლო ცვლილების წარდგენისათვის დადგენილი წესით.

იმის გათვალისწინებით, რომ „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ კანონი ეხება ჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილს და არსებობს მაღალი საჯარო ინტერესი, ვთხოვთ, ყველა დაინტერესებულ ჯგუფს და პოლიტიკურ პარტიებს, თავი შეიკავონ საკითხის არასწორი ინტერპრეტაციებისაგან და ნუ გამოიყენებენ ამ თემას პოლიტიკური სპეკულაციებისათვის მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მიზნით“, – ნათქვამია განცხადებაში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა

23 აპრილი, 2024 , 08:21

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საქართველოში ადამიანის უფლებების შესახებ 2023 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. „წლის განმავლობაში ქართველები ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნით გამოდიოდნენ. ასევე, კანონპროექტის წინააღმდ

ჯანდაცვის მინისტრს ახალი მოადგილეები ჰყავს

22 აპრილი, 2024 , 17:42

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს, მიხეილ სარჯველაძეს ახალი მოადგილეები ჰყავს – თეა გიორგაძე, ირინე წაქაძე და გიორგი პატარიძე მოვალეობის შესრულებას უკვე შეუდგნე

“დადექით საქართველოს სახელმწიფოებრიობის, ჩვენი ახალი თაობისა და საერთო ევროპული მომავლის გვერდით” - პარტიები `გირჩი - მეტი თავისუფლება` და `დროა` საჯარო მოხელეებს მიმართავენ

22 აპრილი, 2024 , 17:26

პარტიები "გირჩი - მეტი თავისუფლება" და "დროა" ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და საჯარო მოხელეებს მიმართავენ. ისინი აცხადებენ, რომ იციან პოლიტიკური წნეხის მასშტაბი, რომელსაც მმართველი პარტია იყენებს საჯარო მოხელეები

გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად - თეა წულუკიანი

22 აპრილი, 2024 , 17:09

უმცირესობასაც და უმრავლესობასაც, რაც უნდა გასაკვირი უნდა იყოს, გვაქვს კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრების და გამოხატვის უფლება, რომლით სარგებლობასაც ვაპირებთ ნეტარად, ნარნარად და ბედნიერად, – ა

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს - ანა ნაცვლიშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:14

ხელისუფლება, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს და საკუთარი ქვეყნის მომავალ თაობას უწყობს კონტრაქციას, თავის დასასრულს აფორმებს, -  ამის შესახებ პარტია „ლელოს“ დეპუტატმა ანა ნაცვლიშვილმა „ქართული ოცნების&

იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე, მნიშვნელოვანია, რომ სათანადო პრინციპებს დაეფუძნოს ზოგადი განათლება ჩვენს ქვეყანაში - ირაკლი კობახიძე

22 აპრილი, 2024 , 14:58

ხედავთ, რომ გვაქვს გამოწვევები განათლების კუთხით. არის გლობალური ტენდენციები საკმაოდ სარისკო და ნეგატიური და ამ ტენდენციების დამკვიდრება არ გვინდა ჩვენს ქვეყანაში. იმისთვის, რომ მოსწავლე აღიზარდოს სათანადო ღირებულებებზე,

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი