უკან

საზოგადოება

3 ივლისი, 2020 16:55
font-size

ამ ფუქსავატობას, რომელსაც თქვენ ეწევით ბატონო გახარია, ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი - გიორგი ვაშაძე

„ჩვენ ახლა ფაქტობრივად გაკოტრებულები ვართ. ერთადერთი იმედი, რაც ხალხს ჰქონდა, იყო 1-ელ ივლისს საზღვრების გახსნა და ტურისტების შემოსვლა და ეს იმედიც გახარიამ და მთავრობამ მათ ბოლომდე გაუცრუა“, - ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძის თქმით, საქართველოში უმძიმესი ვითარებაა და ხელისუფლების არასწორი ქმედებების გამო, მცირე და საშუალო ბიზნესი ფაქტობრივად აღარ არსებობს.

„მივმართავ გახარიას, მაისის დასაწყისში წარმოგიდგინეთ გეგმა, დეტალურად გაწერილი ალგორითმი ეპიდუსაფრთხოებასთან დაკავშირებით, როგორ უნდა გაგეხსნათ საზღვარი, მაგრამ თქვენ კიდევ ერთხელ მოგვატყუეთ. გაგვაგებინეთ რა გინდათ? ამ ფუქსავატობას, რომელსაც თქვენ ეწევით ბატონო გახარია, ხომ არ უნდა შეეწიროს ქართველი ადამიანი და მშიერი ამოვწყდეთ ამ ქვეყანაში?

აღარაფერი არ მუშაობს, წარმოუდგენელი ვითარებაა. ერთი, რომ საზღვრები დაკეტილია, ტურისტი არ შემოდის და მეორე- ბანკები, რომლებიც ახრჩობენ ადამიანებს და გაზრდილ პროცენტებს სთავაზობენ გადავადების სანაცვლოდ. რისთვის გვჭრდება ხელისუფლება და მთავრობა? შენ, ფუქსავატო გახარია, რისთვის გვჭირდები თუ ადამიანებს არ ეხმარები და არანაირ ნორმალურ გადაწყვეტილებას არ იღებ?

ევროკავშირმა შეგვიყვანა „მწვანე ქვეყნების“ სიაში. დღეს ჩვენ შეგვეძლო, რომ მიგვეღო ყველაზე მაღალშემოსავლიანი ტურისტები ქვეყანაში და ევროპისთვის გაგვეხსნა საზღვრები, მაგრამ ამის სანაცვლოდ ჩაგკვეტეთ და გინდათ, რომ პირდაპირ ამოგვახრჩოთ შიმშილში. მე პირდაპირ გეუბნებით, რომ ეს არ შეგრჩებათ! უკვე მინიმუმ 2 მილიარდი ლარი დაგვიჯდა თქვენი არასწორი გადაწყვეტილებები. ფუქსავატო გახარია, გადადი საქმის კეთებაზე, დაანებე თავი ამ პრანჭვას ტელევიზიით და გაუგებარი, ერთი და იგივე სიტყვების რახარუხს!“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება ბათუმში გაიმართება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

24 აპრილი, 2024 , 18:09

საქართველოს ბანკი, როგორც ტექნოლოგიური კომპანია ციფრული პროდუქტების განვითარებას და ამ მიმართულებით სტარტაპების ხელშეწყობას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, Startup Grind - ის მორიგი ღონისძიება 

სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგის დროს გამოვლინდა ინფექციის პრევენციისა და კონტროლისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის ფუნქციონირების და პროცესის დარღვევების შემთხვევები - ომბუდსმენი

24 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის აპარატი ცხრა სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებაში ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ღონისძიებების განხორციელების მონიტორინგის შედეგებს ქვეყნებს. სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, სამედიცინო დაწე

იდენტიფიცირებული იქნებიან ის პირები, რომლებიც, ხალხის რაოდენობის სიმცირის მიუხედავად, აქციის მონაწილეებს გზების პარალიზებისკენ მოუწოდებენ - შსს

24 აპრილი, 2024 , 14:16

ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მსვლელობაში მონაწილეთა მცირე რაოდენობის გათვალისწინებით, ტრანსპორტი

პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა

24 აპრილი, 2024 , 13:29

საქართველოს პრეზიდენტმა ლაზარე გრიგორიადისის შეწყალების აქტი გამოსცა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. ცნობისთვის, მარტის აქციებზე პოლიციელების ჯანმრთელობის ხელყოფისა და სახე

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით გლდანი მოლი ფართოვდება

24 აპრილი, 2024 , 13:01

საქართველოს ბანკი პარტნიორი ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კომპანია „აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯია’’  „სითი მოლი გლდანის“ რეკონს

მესტიის მერი მეორე წელია დეკლარაციაში არ უთითებს ხელფასსა და 7 უძრავ ქონებას - `საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს`

24 აპრილი, 2024 , 12:38

"საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს" ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი 2024 წლის თებერვალში შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში საკუთარ ქონებას, ასევე შრომის ანაზღაურებიდან

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი