უკან

პოლიტიკა

16 ივლისი, 2018 11:50
font-size

ამ ინსტიტუტს ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი აქვს - მთავარი პროკურორობის კანდიდატი

მთავარი პროკურორობის კანდიდატმა, შალვა თადუმაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ პროკურატურის მიმართ საზოგაოდებას დაბალი ნდობა აქვს, რაც წლების განმავლობაში წარმოქმნილი პრობლემაა.

„ძირითადი მიმართულება ის არის, რომ დავადგინოთ, რა არის ძირითადი პრობლემა სისტემაში. დღეს ამ პრობლემის სახით აშკარაა, რომ ამ ინსტიტუტს ძალიან დაბალი ნდობის ხარისხი აქვს და სამართლიანობის აღდგენის მოლოდინი არის იმაზე მაღალი, ვიდრე ზოგადად, ამ ინსტიტუტს ამ რესურსებითა და ამ შესაძლებლობებით შეუძლია. საზოგადოების დაბალი ნდობის ხარისხი არ არის წინა კვირას წარმოქმნილი პრობლემა, ეს პრობლემა ინსტიტუტს აქვს უკვე წლებია, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ის თაობა ვართ, ვინც ამ სიტუაციას მოვესწარით - ეს იყო პროკურატურა საბჭოთა საქართველოსი, ეს იყო რეჟიმის პროკურატურა, რომლის მიმართაც განწყობა არ იყო დადებითი. ამის შემდეგ ჩვენ მივიღეთ დამოუკიდებელი საქართველოს პროკურატურა და მივიღეთ განუკითხაობის რეჟიმი, რის შემდეგაც ამ პროკურატურას დაერქვა კორუმპირებული პროკურატურა. იქ მუშაობდნენ ადამიანები, რომლებიც პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობას, მაგრამ სტერეოტიპი, რომ პროკურატურა არის კორუმპირებული, ჩამოყალიბდა მაშინ“, - განაცხადა თადუმაძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, რომელსაც ოპოზიცია არ ესწრება.

თადუმაძის თქმით, მაშინ ის საადვოკატო საქმიანობიოთ იყო დაკავებული და კარგად ახსოვს განცდა, თუ როგორ ამრუდებდა სამართალს კორუფცია, რაც პროკურატურის ინსტიტუტზე ისახებოდა. მისივე განცხადებით, იყო რეფორმები, გარემონტდა შენობები, აიყვანეს ახალი თანამშრომლები, უარი ითქვა კორუფციაზე, თუმცა ჩამოყალიბდა მოძალადე პროკურატურა.

„ჩვენ ამას ვუყურებდით 9 წელი. მე მახსოვს შიშის განცდა, როცა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს მივყვებოდი პროკურატურაში. ხოლო 2012 წლის შემდეგ ჩვენ მივიღეთ პროკურატურა, აბსოლუტურად გათავისუფლებული ძალადობისგან, მაგრამ ეს იყო ინსტიტუტი, რომელიც მუდმივად პოლიტიკური თავდასხმების ობიექტი იყო. გატარდა რეფორმები, თავადაც ვიყავი ამაში ჩართული, მაგრამ სამწუხაროდ, ნებისმიერი წარუმატებლობა ბრალდებოდა პროკურატურას. თუკი ვინმეს დაიჭერენ, პროკურატურამ დაიჭირა პოლიტიკურად და თუ ვინმეს არ დაჭერდნენ, ესეც პროკურატურას ბრალდებოდა. დღეს გვაქვს პროკურატურა, რომელიც ამ 27 წლიან პერიოდში არასოდეს არ ყოფილა მაღალი ნდობის ხარისხით და ამ პოლიტიკური თავდახმების გამო ნდობის ხარისხი ვერ მოიპოვა. ჩემი აზრით, გარკვეული ახალი ეტაპი უნდა დაიწყოს პროკურატურაში და ეს უნდა იყოს სამართლიანი პროკურატურის ჩამოყალიბება. ამაში კი ვგულისხმობ პროკურატურის მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებისას კანონის უზენაესობის დაცვას, შიდა ურთიერთობების სამართლიან დამოკიდებულებას და მოლოდინს, რომელიც საზოგადადოებას გააჩნია, ეს არის სამართლიანობის აღდგენა, სამართლიანობის აღდგენის ნაწილში გამოწვევა დიდია, მოლოდინიც დიდია და მემკვიდრეობა არის საკმაოდ მძიმე“, - განაცხადა მთავარი პროკურორობის კანდიდატმა.

ვფიქრობ, რომ პროტესტი სპონტანური იყო - იმ მომენტამდე, სანამ ის პოლიტიზირებული გახდებოდა - სალომე ზურაბიშვილი

13 ივლისი, 2019 , 13:18

საქართველომ საბოლოოდ და ოფიციალურად უარი თქვა ძალის გამოყენებაზე - და ამაში ჩანს ჩვენი რეალისტური მიდგომა ვითარებისადმი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „დოიჩე ველესთან“ ინტერვიუში

20 ივნისს შსს-ს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებების გადამეტებას გენერალური პროკურატურა იძიებს -ანრი ოხანაშვილი

13 ივლისი, 2019 , 12:40

ლოგიკურია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების მიერ შესაძლო უფლებამოსილებათა გადამეტებას, თუ სხვა ქმედებების ჩადენას, შსს ვერ გამოიძიებს იმიტომ, რომ გაჩნდება კითხვის ნიშნები. ამიტომ, საქართველოს კანონმდებლობ

კონფერენციაზე საქართველო კიდევ ერთხელ იქნა წარმოჩენილი, როგორც ლიდერი ქვეყანა - დავით ზალკალიანი

12 ივლისი, 2019 , 17:15

„ვფიქრობ, რომ ბათუმის კონფერენციამ თავის მიზანს მიაღწია და ეს იყო მართლაც უპრეცედენტო და უაღრესად მასშტაბური კონფერენცია, ჩვენ ასეთი ტიპის კონფერენცია, შეიძლება ითქვას, რომ არც გვქონია, გამომდინარე სტუმრების მაღალი

პრეზიდენტ ტუსკის სიტყვები ჩვენთვის იყო გამამხნევებელი ახალი და გაბედული ნაბიჯების გადასადგმელად - მაია ცქიტიშვილი

12 ივლისი, 2019 , 13:11

ახალგაზრდები, რომლებიც აღიზარდნენ თანამედროვე საქართველოში, თავს აღიქვამენ ევროპის ნაწილად და ჩვენს ამოცანად მიმაჩნია დავეხმაროთ მათ ამ შეგრძნების რეალიზებაში, - აღნიშნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა &bdquo

„ევროპული საქართველო“ პროპორციულ სისტემაზე გადასვლას მხარს უჭერს

11 ივლისი, 2019 , 17:21

„ევროპული საქართველო“ მხარს უჭერს პროპორციულ სისტემაზე გადასვლას და შესაბამისად, მხარს უჭერს წარმოდგენილ კანონპროექტს - ამის შესახებ პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ განაცხადა. ბაქრაძე "ქართულ ოცნება

ქართველი ხალხი ევროპისაგან მეტ მხარდაჭერას ელის - სალომე ზურაბიშვილი

11 ივლისი, 2019 , 16:00

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მაშინ როდესაც მადლობას გამოვხატავთ, იმ გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც ევროპამ მიიღო ჩვენს დაახლოებასთან დაკავშირებით, ქართველი ხალხის გზავნილია, რომ ისინი ასევე

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს