უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

სამართალი

8 ოქტომბერი, 2018 11:10
font-size

ამ ყველაფრის მიზანია ბატონი ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა - გაგი მოსიაშვილი

ოთარ ფარცხალაძეს არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ზაზა ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, ის მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისათვის რაიმე დასამალი არ აქვს, - ამის შესახებ ნათქვამია საგანგებო განცხადებაში, რომელსაც ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის ადვოკატი გაგი მოსიაშვილი ავრცელებს.

მისივე თქმით, ოთარ ფარცხალაძე მზად არის ნებისმიერ დროს ითანამშრომლოს გამოძიებასთან, საგამოძიებო ორგანოს მიერ საამისო საჭიროების მოთხოვნის შემთხვევაში. ამასთან, როგორც მოსიაშვილი აღნიშნავს, უახლოეს მომავალში საზოგადოებას მიაწვდიან დეტალურ და ობიექტურ ინფორმაციას შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

მოსიაშვილის განცხადებით, ბოლო წლებია რაც ოთარ ფარცხალაძე ხდება სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან თავდასხმის ობიექტი და მის მიმართ მედია საშუალებებში ვრცელდება არაერთი აბსურდული განცხადება, რომელიც ძირითადად ეყრდნობა გავრცელებულ ცრუ ინფორმაციებს.

„ცრუ ინფორმაციები კი სურთ წარმოაჩინონ როგორც დამტკიცებული ფაქტი და შესაბამისად, საზოგადოებას მიაწოდონ არარეალური ინფორმაცია. რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის მიზანია ბატონი ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაცია და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან არ არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე საზოგადოების დარწმუნება. სიცრუეზე აგებულმა პიარ კამპანიამ ბოლო პერიოდში მიიღო სისტემატური და ორგანიზებული სახე. ყველაფერი ის, რაც ბოლო პერიოდში მოისმინა საზოგადოებამ ფარსი და დადგმული სპექტაკლი რომ გახლავთ, ეს დადასტურდა კიდევაც, როგორც საზღვარგარეთ, ასევე საქართველოში ჩატარებული საექსპერტო კვლევებით, რომლებმაც ნათლად და მკაფიოდ გასცეს პასუხი გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს. თუმცა, წინამდებარე განცხადებით, ბატონ ოთარ ფარცხალაძეს სურს საზოგადოების წინაშე დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია, კერძოდ, ის ემიჯნება მიმდინარე მოვლენებს, მას არანაირი შეხების წერტილი არ ჰქონია ბატონ ოქუაშვილის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციასთან და შესაბამისად, ის მზად არის უპასუხოს ყველა იმ კითხვას, რომელიც მის მიმართ შეიძლება არსებობდეს, მათ შორის მის ბიზნეს საქმიანობასთან დაკავშირებით, რომელსაც ლეგალურად აწარმოებს და საზოგადოებისათვის რაიმე დასამალი არ აქვს“, - აცხადებს მოსიაშვილი.

მისივე განცხადებით, ყოველივე ზემოთქმულის ნათელი დადასტურებაა ერთ-ერთი ტელეკომპანიის ექვსი ოქტომბრის გადაცემაში გასული ინფორმაცია ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის შესახებ, რომელშიც აშკარად იკვეთება ფაქტების მიზანმიმართული და განზრახ დამახინჯებით საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობა.

„ცხადია, რომ ეს გადაცემაც მათ შორის არის ერთიანი, ორკესტრირებული პიარ-კამპანიის შემადგენელი ნაწილი, რომელიც სიცრუის უტიფარი ტირაჟირებით მიზნად ისახავს ოთარ ფარცხალაძის პიროვნების საზოგადოების თვალში დემონირებას. მაგალითისათვის, აღნიშნული ე.წ. სიუჟეტის შემთხზველები ელემენტარულად ბატონი ოთარ ფარცხალაძის საცხოვრებელი სახლის ქუჩის მისამართის განზრახ შეცვლასაც არ მოერიდნენ. ასევე სიცრუეა საცხოვრებელ სახლთან მიმართებაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოსდა აღნიშნული მიწის ნაკვეთი ოთარ ფარცხალაძემ შეიძინა მოქალაქე სოსო (იოსებ) დოლიძისაგან და ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოხდა ამ საკითხის დაკავშირება ერთ - ერთ სისხლის სამართლის საქმესთან, რაზეც აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ეს ყველაფერი არის მტკნარი სიცრუე, რაც დასტურდება შესაბამისი ფაქტებით. ხაზი უნდა გაესვას, რომ აღნიშნული ნაკვეთი და მასზე არსებული თითქმის დასრულებული საცხოვრებელი სახლი (ე.წ. თეთრი კარკასის მდგომარეობაში) ოთარ ფარცხალაძემ 2017 წლის დეკემბერში შეიძინა მოქალაქე დავით მამულაიშვილისაგან, რომელიც მიწის ნაკვეთის რეალური მესაკუთრე გახლდათ და არა სოსო დოლიძისაგან. ეს ინფორმაცია არ არის კომერციული საიდუმლოება, საჯარო რეესტრის ამონაწერი ნებისმიერი პირისათვის ხელმისაწვდომია და ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმება შესაბამის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. სწორედ აღნიშნული გვაძლევს მყარ საფუძველს იმის მტკიცებისათვის, რომ გარკვეული პოლიტიკური ჯგუფები, ამ რეალობის უტიფრად იგნორირებით ცდილობენ საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ოთარ ფარცხალაძის დისკრედიტაციას. რა თქმა უნდა, ეს ყოველივე გახლავთ პირველადი ინფორმაცია, რაც ამ ეტაპზე გვსურს მივაწოდოთ საზოგადოებას“, - ნათქვამია გაგი მოსიაშვილის განცხადებაში.

განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

17 აგვისტო, 2019 , 11:43

ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული კ. ი. დამნაშავედ ცნო. როგორც „მედიანიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნ

პოლიციამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო, დაკავებულია ერთი პირი

17 აგვისტო, 2019 , 11:04

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, განსა

პოლიციამ ავტომობილის გაქურდვის მცდელობის ფაქტზე 2 პირი დააკავა

17 აგვისტო, 2019 , 10:56

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ავტომობილის ჯგუფურად გაქურდვის მცდელობის ფაქტზე, 2 პირი - 1987 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ბ.ბ.

ანტიკორუფციულმა სააგენტომ ქრთამის აღებისა და მიცემის ფაქტებზე სამი პირი დააკავა

17 აგვისტო, 2019 , 10:50

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ქრთამის აღების ფაქტზე, თერჯოლის მუნიციპალ

აჭარაში უაქციზო სიგარეტის შენახვა-რეალიზაციის ფაქტები გამოვლინდა

16 აგვისტო, 2019 , 15:01

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის სამართალდარღვევათა გამოვლენის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქალაქ ბათუმსა და სარფში, აქციზური მარკის სავალდებულო ნიშნადებას დაქვემდებარე

პოლიციამ თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო, დაკავებულია 22 წლის მამაკაცი

16 აგვისტო, 2019 , 11:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებ

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს