უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 სექტემბერი, 2017 12:45
font-size

ამ პიროვნებებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებათ ბრალად - თურქეთის ელჩი

საქართველოში თურქეთის ელჩი ზექი ლევენთ გუმრუქჩუ გამოეხმაურა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ტერორიზმში ბრალდებული პირები, თითქოს თავს საქართველოს საპატრიარქოს აფარებდნენ.

მისი თქმით, ერთ-ერთი ბრალდებულის თურქეთში ექსტრადიცია უკვე მოხდა, მეორე პირის საკითხს კი, უახლოეს დროში სასამართლო გადაწყვეტს.

„ამ პიროვნებებს ტერორისტული ორგანიზაციის წევრობა ედებათ ბრალად და მათი თურქეთში ექსტრადიციის პროცესი თურქული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.

ჩვენ ქართულ მხარეს ყველა საჭირო დოკუმენტაცია მივაწოდეთ. ორივე პირი საქართველოში სამართალდამცველებმა 2016 წლის გაზაფხულზე დააკავეს.

ერთ-ერთი მათგანი უკვე გადაეცა თურქულ მხარეს. მეორე პირის ექსტრადიციასთან დაკავშირებით კი, პროცესი ამ დრომდე მიმდინარეობს და ვფიქრობ, სასამართლოს გადაწყვეტილებას ჩვენ უახლოეს მომავალში შევიტყობთ“,- აღნიშნა ზექი ლევენთ გუმრუქჩუმ რუსთავი2-თან საუბარში.

შეგახსენებთ, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, ვაკეში, მცხეთის ქუჩაზე მდებარე რეზიდენციაში, რომელიც ილია მეორეს ეკუთვნის, 2016 წლის აპრილში, ტერორიზმში, ადამიანების გატაცებასა და მკვლელობაში ბრალდებულ ძებნილებს მალავდნენ. ამის მტკიცებულებად ტელეკომპანიამ ილია მეორის დაცვის ყოფილ უფროსის, სოსო ოხანაშვილის ჩვენების აუდიოჩანაწერი გაავრცელა.

მონიკა დავლიანიძე

საკვანძო სიტყვები:

ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია – იაგო ხვიჩია

23 აპრილი, 2024 , 15:47

საცოდავ ხალხზე ბულინგი არ შეიძლება. ჩემი აზრით, ის ხალხი, რომელიც ჩამოდის აქციაზე, ყველაზე საცოდავი ხალხია, რომლებიც ექვემდებარებიან „ქოცების“ ისეთ ზეწოლას, რომ პუტინის კანონის მხარდასაჭერად ჩამოჰყავთ, &ndash

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას - შალვა პაპუაშვილი

22 აპრილი, 2024 , 15:06

ეკა გიგაურმა სამიზნე მოუნიშნა ახლა თავის დონორებს, რომ ამ სამიზნეზე კარგად დამიზნებით ზუსტად გაარტყან ჩვენს ქვეყანას, – ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „საე

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - ნიკა მელია

22 აპრილი, 2024 , 14:21

29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დემოტივირებული და შერცხვენილი ადმინისტრაციული რესურსით - წერს "ახალის" თანადამფუძნებელი ნიკა მელია "ოცნების" დაანონსებულ რუსული კანონის კონტრაქციაზე.  "29 აპრილს, ვნახავთ შეკრებას დე

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის - გურამ მაჭარაშვილი

22 აპრილი, 2024 , 12:00

დღე, სინათლე, სიმართლე და გამჭვირვალობა ისეა საშიში ოპოზიციისთვის, როგორც ნაკურთხი წყალი ეშმაკისთვის, - ამის შესახებ "ხალხის ძალის" დეპუტატმა, გურამ მაჭარაშვილმა კავთისხევში, ოპოზიციის ნაწილის მიერ გამართულ შეხ

მშიშარმა და ლაჩარმა მდინარაძემ რომ ვერ გაბედა პასუხის გაცემა, პოლიცია დამასაია, უფრო სწორად “ძაღლობა” დამასია - ალეკო ელისაშვილი

19 აპრილი, 2024 , 16:23

საგამოძიებო სამსახურთან, გამოკითხვაზე მისულმა “მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა: „მოვედით სპეციალური საგამოძიებო სამსახურში. ვიცი, რომ იქნება აბსოლუტურად წყალ-წყალა პროცედურა. ამათი გამ

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული - ლევან ხაბეიშვილი სუს-ზე

19 აპრილი, 2024 , 15:34

ეს კონკრეტული სამსახური სახელმწიფოს ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს და არა ზღაპრების შეთითხნით იყოს დაკავებული, შესაბამისად, თუ ვინმე სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაულს ჩადის, ეს არის რუსული ხელისუფლება, რომელიც არღვევს

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი