უკან

პოლიტიკა

9 თებერვალი, 2018 12:50
font-size

ამ პრაგმატული პოლიტიკით რუსეთის მიმართ, ჩვენ ვხედავთ აგრესიის მატებას ოკუპირებულ რეგიონებში - ირაკლი კობახიძე

არ არის ადვილი იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაც უკავშირდება ოკუპაციას, რუსეთის აგრესიას, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ საბოლოოდ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით ამ შემთხვევაშიც ჩვენი მიზნები მიღწეული იქნება, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ აშშ-ში ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მოწინავე საერთაშორისო კვლევების სკოლაში სიტყვით გამოსვილსას.

კობახიძემ ოკუპაციის პრობლემებს გაუსვა ხაზი და იმ პრაგმატულ პოლიტიკაზე ისაუბრა, რომელსაც ხელისუფლება რუსეთთან მიმართებაში ატარებს. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგად საგრძნობლად გაიზარდა სტაბილურობის დონე, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ.

„რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული გამოწვევები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ორი რეგიონის ოკუპაციასთან. გვაქვს განსაკუთრებული პრობლემები და გამოწვევები რუსეთის ფედერაციასთან და, რა თქმა უნდა, ვპასუხობთ ამ გამოწვევებს ჩვენ დასავლეთ პარტნიორებთან თანამშრომლობით. არ არის ადვილი იმ პრობლემების გადაწყვეტა, რაც უკავშირდება ოკუპაციას, რუსეთის აგრესიას, თუმცა ჩვენ გვჯერა, რომ საბოლოოდ ჩვენი პრაგმატული პოლიტიკით ამ შემთხვევაშიც ჩვენი მიზნები მიღწეული იქნება. ჩვენ მივდევთ ე.წ. პრაგმატულ პოლიტიკას რუსეთის მიმართ, რომელიც ფართოდ არის მხარდაჭერილი და მიღებული ჩვენი დასავლეთ პარტნიორების მიერ. ამ პრაგმატული პოლიტიკით ჩვენ ვახერხებთ მივაღწიოთ ეროვნული სტაბილურობის უფრო მაღალ დონეს საქართველოში, რაც ნიშნავს ამ პოლიტიკის და საქართველოს მოქმედი ხელისუფლების წარმატებას.

ჩვენ მოვახერხეთ საგრძნობლად გაგვეზარდა სტაბილურობის დონე, განსაკუთრებით 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდგომ, რაც უმნიშვნელოვანესი მიღწევაა ჩვენთვის და ახლა ჩვენ გვაქვს უფრო მაღალი დონე ეროვნული სტაბილურობის, თუმცა ჩვენ ასევე წვლილი შეგვაქვს უფრო ფართო რეგიონალურ სტაბილურობაში, რაც მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ასევე ჩვენი სტრატეგიული პარტნიორებისთვის, ჩვენი მეგობრებისთვის. თუმცა ამ პრაგმატული პოლიტიკით რუსეთის მიმართ, ჩვენ ვხედავთ აგრესიის მატებას ოკუპირებულ რეგიონებში, ვგულისხმობ, რუსეთის აგრესიას. ჩვენ გვაქვს სხვადასხვა სახის პრობლემები ოკუპირებულ რეგიონებში, ტენდენცია საკმაოდ უარყოფითია. ჩვენ ვაკვირდებით რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების გაზრდილ რაოდენობას ორივე ოკუპირებულ რეგიონში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ თვალს ვადევნებთ კონკრეტულ ნაბიჯებს ანექსიის მიმართულებით, რუსეთის ფედერაცია ხელს აწერს შეთანხმებებს აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან. საზღვრების დადგენა არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ჩვენთვის და გადამკვეთი პუნქტების დახურვა“, - განაცხადა კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ასევე ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე გაამახვილა ყურადღება.

„ადმინისტრაციულ საზღვრებში გადაადგილების შეზღუდვა არის ასევე მნიშვნელოვანი პრობლემა. ჩვენ გადავდგით ძალიან ეფექტური ნაბიჯები, რათა ხელი შეგვეწყო ნდობის აღდგენისთვის ადმინისტრაციულ საზღვრებში აფხაზებსა და ქართველებს შორის, ოსებსა და ქართველებს შორის. როგორც ჩანს, რუსები ცოტათი შეშინდნენ და დაიწყეს გადაადგილების შეზღუდვა საზღვრის გარშემო. ჩვენ არ გვაქვს რაიმე სახის ეთნიკური პრობლემა აფხაზ ან ოს მოსახლეობასთან, ეს არის მხოლოდ პოლიტიკა, რაც აფუჭებს ყველაფერს, რუსეთის აგრესია, რომელიც აფუჭებს ყველაფერს ჩვენს ურთიერთობებში. როდესაც აფხაზების და ოსები ჩამოდიან თბილისში ან საქართველოს სხვა ადგილებში, მათი მიღება ხდება სტუმართმოყვარეობით და რა თქმა უნდა, ხალხის ხალხთან კონტაქტი და ურთიერთობები პოზიტიურ გავლენას ახდენს სიტუაციაზე ორივე ოკუპირებულ რეგიონთან მიმართებით და ეს არის ის, რაც არ მოსწონს რუსეთის ფედერაციას და ეს არის მიზეზი, რატომაც რუსეთმა დაიწყო გადასასვლელი პუნქტების ჩაკეტვა და ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების შეზღუდვა.

ადამიანის უფლებათა მდგომარეობა არის ძალიან მძიმე ორივე, როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში, ჰუმანიტარული სიტუაცია ასევე არ არის კარგი, ქართველებისთვის და არა მხოლოდ, ასევე სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ორივე ოკუპირებულ რეგიონში. ასეთი არის სიტუაცია, ტენდენცია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ პრობლემებს საერთაშორისო საზოგადოებამ ყურადღება მიაქციოს. ეს ეხება სამართლიანობას, ადამიანის უფლებებს, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები კონკრეტული ადამიანების უფლებებს. რა თქმა უნდა, ეს უფლებები უნდა იყოს დაცული და საერთაშორისო საზოგადოებას ამ მხრივ გადამწყვეტი როლის შესრულება შეუძლია“, - განაცხადა კობახიძემ.

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, რადგან არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა - მამუკა მდინარაძე

16 აპრილი, 2024 , 19:08

კანონპროექტზე არცერთი ქვეყანა არ ამბობს, ძალიან კარგიაო, იმიტომ, რომ არცერთ ქვეყანას არ აწყობს საქართველოს გარდა, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში განაცხ

პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ კალანდარიშვილი და წევრობის კანდიდატები პირველი მცდელობით ვერ აირჩია

16 აპრილი, 2024 , 16:19

საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და ე.წ. პროფესიული წევრობის კანდიდატებს დღეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი დაუჭირა. თუმცა, პირველი მცდელობით პარლამენტმა ისინი ვერ აირჩია. ცესკოს თავმჯდომარეობი

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - სალომე ზურაბიშვილი

16 აპრილი, 2024 , 08:06

საქართველო თავიდან გასაბჭოებას არ შეურიგდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი აცხადებს. „სამოქალაქო საზოგადოების მასობრივი მშვიდობიანი დემონსტრაცია თბილისში „რუსული კანონის

ირაკლი კობახიძე ოლაფ შოლცს შეხვდა

12 აპრილი, 2024 , 16:27

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა. პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში პირისპირ შეხვედრისას ხაზი გაესვა საქართველოსა და

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს - ოლაფ შოლცი

12 აპრილი, 2024 , 15:45

ჩვენ, მთელი ევროკავშირი ძალიან კრიტიკულად ვუყურებთ ე.წ. აგენტების შესახებ კანონს, - ამის შესახებ განცხადება გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად გამართულ პრესონფერენციაზე განაცხადა. &

ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის პირველ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერა იგეგმება

12 აპრილი, 2024 , 15:18

პარლამენტს დაჩქარებული წესით განსახილველად წარედგინა კანონის პროექტი, რომელიც ფიზიკური პირებისთვის 2021 წლის 1-ელ იანვრამდე დარიცხული საგადასახადო დავალიანებების და შესაბამისი საურავების ჩამოწერას ითვალისწინებს. ამა

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი