უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

9 იანვარი, 2017 18:00
font-size

ამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს სუს-ზე დაყრდნობით - ირმა ნადირაშვილი

საპარლამენტო უმცირესობის წევრი, ირმა ნადირაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ე.წ. მოსმენების გასაღების სუს-იდან გამოყოფაზე უარს იტყვის.

როგორც დეპუტატი ამბობს, ყოფილი პრემიერი, ბიძინა ივანიშვილი ფარულ მოსმენებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.

„ჩვენ, თავის დროზე, როდესაც ეს კანონპროექტი განიხილებოდა პარლამენტში გვქონდა ძალიან პრინციპული პოზიცია, რომ სუს-ში ეს გასაღები არ უნდა იყოს. 31 მარტამდე უნდა გასწორდეს ეს საკანონმდებლო ხარვეზი. ვთვლი, რომ პარლამენტში ამ თემაზე დებატები ისევ გაიხსნება, მაგრამ ძნელად წარმომიდგენია, რომ ივანიშვილი შეელევა „მოსმენების გასაღებს“, რადგან დღემდე ამ ქვეყნის მართვა ხდება პირად თვალთვალზე, მოსმენებზე დაყრდნობით და ამ ქვეყანას ივანიშვილი მართავს სუს-ზე დაყრდნობით. ჩვენი, ოპოზიციის ვალია, რომ ამ კუთხით გადაიდგას ნაბიჯები, რაც სამუდამოდ დაამთავრებს სუს-ის მხრიდან ამ ქვეყნის მართვას“, - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

ცნობისათვის: ხვალ, პარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონში ცვლილებებთან დაკავშირებით პირველად გაიმართება სამუშაო ჯგუფის შეხვედრა. არასამთავრობო ორგანიზაციები მოითხოვენ, რომ ე.წ. გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების ნაცვლად სხვა დამოუკიდებელ ორგანოს გადაეცეს.

ნინო ექვთიმიშვილი

უნდა დაისაჯოს ყველა პირი ვინც შეწყალების კორუფციაშია ჩაბმული - კახა კუკავა

21 სექტემბერი, 2019 , 14:15

პარტია „თავისუფალი საქართველოს“ თავმჯდომარე, კახა კუკავა პრეზიდენტის მიერ მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების შეწყალების საკითხს ეხმაურება:მიგვაჩნია, რომ სალომე ზურაბიშვილის პოზიცია (რომელიც მისი წინამორბედებ

მნიშვნელოვანია, დაცული იყოს ბალანსი ბიზნესსა და დასაქმებულების უფლებებს შორის - ეკატერინე მიქაბაძე

21 სექტემბერი, 2019 , 11:45

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში კომენტარი გააკეთეს შრომის კოდექსში ცვლილებების პროექტის შესახებ და განხილვის პროცესში ბიზნესთან წინასწარი კომუნიკაციის ნაკლებობაზე გაამახვილეს ყურადღება. მინისტრის მოადგილ

ეს არის შემოსავლიანი ბიზნესი, რომელიც ებრძვის ეროვნულს - თემურ შაშიაშვილი

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

„თეთრების“ ლიდერი, თემურ შაშიაშვილი ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტს უყურებს, როგორც კარგ ბიზნესს რომელიც ქართულ ინტერესებს არ ითვალისწინებს და მომგებიანია მხოლოდ ამ ბიზნესის ინიციატორისთვის. „ვინც ამ

„ეს იყო გავრილოვის დღე და ეს იყო პარლამენტის შტურმის ღამე“ - გიორგი გახარია

20 სექტემბერი, 2019 , 13:10

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თბილისში, გუდიაშვილის მოედანზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. გიორგი გახარიამ 20 ივნისის აქციასთან დაკავშირებით ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა. &bdquo

სალომე ზურაბიშვილი უცხოეთის სპეცსამსახურების წარმომადგენელია - თემურ შაშიაშვილი

19 სექტემბერი, 2019 , 17:30

„თეთრების“ ლიდერი თემურ შაშიაშვილი პრეზიდენტის გახმაურებულ შეწყალებებს ეხმაურება. „არ მსურს საუბარი ნიშნისმოგებით და არ ვეხები პრეზიდენტს, მაგრამ უნდა გავიხსენო ჩემი თხოვნა ხალხისადმი არჩევნების წინ: &b

ნათია თურნავა არ ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას სამთავრობო ცვლილებების შესახებ

19 სექტემბერი, 2019 , 15:55

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან ენერგეტიკის ცალკე სამინისტროდ გამოყოფის საკითხი მთავრობაში არ განიხილება. „არ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილი ახალი მასშტაბური კორუფციული სქემის შესახებ საუბრობს