საზოგადოება


ამ საკითხზე მუშაობის საჭიროება არ არსებობს- გიორგი ტუღუში ქორწინების საკონსტიტუციო განსაზღვრაზე
დღეს ,თბილისში სახელწიფო საკონსტიტუციო კომისიის ადამიანთა ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლების, საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულისა და ზოგადი და გარდამავალი დებულებების საკითხთა სამუშაო ჯგუფის მესამე სხდომა იმართება, სადაც ერთ-ერთი განსახილველი საკითხი ქორწინების საკონსტიტუციო განსაზღვრაც იქნება.
„ევროპული საქართველოს“ წევრის, გიორგი ტუღუშის თქმით, მსგავს საკითხებზე მუშაობის საჭიროება არ არსებობს.
„ „ევროპული საქართველოს“ პოზიცია ამ საკითხზე ცნობილია. ჩვენ ვთვლით, რომ ეს საკითხი არის მოწესრიგებული საქართველოს კანონმდებლობით და არანაირი საჭიროება, რომ კონსტიტუციაში მსგავსი ჩანაწერი გაჩნდეს, არ არსებობს. ძალიან სამწუხაროა, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს, ძირითადი საკითხებიდან ყურადღება გადაიტანოს ამგვარ პოპულისტურ დაპირებებზე. იმედს ვიტოვებთ, რომ ვიმუშავებთ სერიოზულ საკითხებზე და კონსტიტუციაში შევცვლით საარჩევნო სისტემას, რომელიც არის ძირითადი პრობლემა“, - განაცხადა ტუღუშმა.
შეგახსენებთ, რომ 2016 წლის 7 მარტს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, კონსტიტუციაში ქირწინება განისაზღვროს, როგორც „ქალისა და მამაკაცის ერთობა“.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“
15 დეკემბერი, 2019 , 09:00
აქ ყოველთვის იყო ევროპა - გიორგი გახარია
14 დეკემბერი, 2019 , 17:55

სამინისტრო აქტიურად არის ჩართული „მწვანე სკოლაში“ მომხდარი ინციდენტის საფუძველზე განვითარებული ძალიან სამწუხარო ფაქტის შესწავლაში
14 დეკემბერი, 2019 , 17:45

ნატო ჩხეიძე: მარტო მე მახსოვს და სხვას არავის ქართული ოცნებიდან?
14 დეკემბერი, 2019 , 17:17
თავისუფლების მოედანზე, `ქართული ოცნების` მიერ ორგანიზებული ღონისძიებას ბიძინა ივანიშვილი ესწრება
14 დეკემბერი, 2019 , 16:45

ყველას მოვუწოდებთ, გვერდში დაუდგეს ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, მოვახდინოთ მობილიზაცია და 15 დეკემბერს, რესპუბლიკის მოედანზე შევიკრიბოთ -„ლელო“
14 დეკემბერი, 2019 , 16:40