უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კომენტარი

21 ივლისი, 2019 15:17
font-size

ამ სასამართლომ ვისი სიმართლე უნდა დაადგინოს, თავად არა აქვს სიმართლე - ეკა ბესელია

"ამ სასამართლომ ვისი სიმართლე უნდა დაადგინოს, თავად არა აქვს სიმართლე... თუმცა არავის ისეთი ზიანი არ მიუყენებია ჩემი ოჯახისთვის, როგორც რუსთავი 2ს", - ამის შესახებ წერს დეპუტატი ეკა ბესელია სოციალურ ქსელში.


"ვაკვირდები მოვლენებს... ვაანალიზებ... ვცდილობ ემოციამ არ გადაფაროს ობიექტურობის სივრცე ჩემში.

სწრაფად ვითარდება მოვლენები და დროში ოდნავ დაშორებაა საჭირო, რათა უკეთ დაინახო მიზეზ-შედეგობრივი კავშირი!

რუსთავი 2 დაუსრულებელი დავის ბედისწერას თავს ვერ აღწევს!

ეს ალბათ არც არასდროს დასრულდება და ხელისუფლების ცვლილებების კვალდაკვალ გაჩდება ახალ ახალი სარჩელები, ახალ ახალი მეპატრონეები თუ მსურველები...

(ახლა არ შევდივარ რა როგორ მოხდა. მახსოვს და ბევრი რამ ვიცი ამ თემაზეც...)

და ვიდრე ეს ახალ ახალი ბრძოლის ეტაპები არ დასრულდება, ეს ნიშანი იქნება, რომ არ სრულდება ხელისუფლებების ავი ზრახვა აკონტროლოს მედია!

ახლა ყველა ვაკვირდებით შეიცვლის თუ არა ფერს ,, რუსთავი 2" ისე როგორც იცვალა ტელე ,, იმედმა,,

(გული მწყდება როცა მახსენდება რამდენი ვიბრძოლეთ ,, იმედის,, ტელევიზიის დამოუკიდებლობისთვის)

ახლა ყველაზე მთავარი კითხვაა- როგორი იქნება ეს ტელევიზია??

მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილის ძალადობრივ რეჟიმთან ერთად , არავის ისეთი ზიანი არ მოუყენებია ჩემი და ჩემი ოჯახისთვის პირადად , როგორც ,, რუსთავი 2 " -ს ( როცა მიზანმიმართულად მესხმოდა წლების განმავლობაში თავს და ათას სისაძაგლეს გვაბრალებდა) არავითარი რევანშის და ნიშნის მოგების სურვილი არა მაქვს!

არ მძლევს პიროვნული სისუსტე და არც გამივლია გულში - ახია ! არ მინდა საკუთარ თავში ასეთი სისუსტე ვიპოვო და კარგად მესმის ახლა რამდენად მნიშვნელოვანია არა სახელი ვინაა მეპატრონე, არამედ შინაარსი რაც დევს მეპატრონეში!

შინაარსი კი უნდა იყოს არა მორიგი მსახურის ძებნა ხელისუფლების სახით- არამედ ობიექტურობა, სიმართლე და მიუკერძოებლობა !

ეს არის რაც გვინდა ამ ტელევიზიის ენით გვესმოდეს!

ახლა მთავარია ჟურნალისტებს მიეცეთ თავისუფლება და ამ თავისუფლების სიმართლისთვის გამოყების სრული ასპარეზი.

სხვა დანარჩენი :ვისი რა არის და როდის რა იყო- ეს კიდევ ბევრი წელი არ დასრულდება..

ამ სასამართლომ კი ვისი სიმართლე უნდა დაადგინოს, როცა სასამართლოს არა აქვს თავად სიმართლე...

პ.ს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ხელისუფლების სამივე შტოს (საკანონმდებლო, სასამართლო, აღმასრულებელი) შეცვლა!!!" - დაწერა ეკა ბესელიამ.

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში - გია ხუხაშვილი `ოცნების` ახალ კანონპროექტზე

17 აპრილი, 2024 , 15:51

სხვადასხვა ოლიგარქებზე გაფორმებული მთელი რუსული შავი სალარო შესაძლოა ვიხილოთ საქართველოში, - წერს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი "ოცნების" მიერ ინიცირებულ ახალ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომლითაც ივანიშვილს საშუალე

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისა და ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ჩემს ქვეყანას ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს - მაია ბითაძე

17 აპრილი, 2024 , 11:55

ამდენი იმიტომ არ გვიბრძოლია დამოუკიდებლობისთვის, ევროინტეგრაციისთვის, რომ ვინმე უცხოელმა ისევ „ვარდების რევოლუციისკენ“ მოუწოდოს ჩემ ქვეყანას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მაია ბით

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა - ოლაფ შოლცმა

12 აპრილი, 2024 , 16:07

ევროკავშირს არ აქვს მსგავსი კანონმდებლობა, - ასე უპასუხა გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ ბრიფინგზე  TV იმედის ჟურნალისტის შეკითხვას იმის შესახე

გრიგორიადისის უკვე დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოვითხოვთ და შევისწავლით - ლევან იოსელიანი

12 აპრილი, 2024 , 14:53

სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის თქმით, ომბუდსმენის აპარატი 2023 წლის მარტის აქციების შემდეგ დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის დასრულებულ საქმეს სასამართლოდან გამოითხოვს და დამატებით შეისწავლის. ამის შესახებ იოსელიანმა მ

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა - შალვა პაპუაშვილი

12 აპრილი, 2024 , 14:22

დადასტურდა, რომ ლაზარე გრიგორიადისი არის დამნაშავე პოლიციელის მიმართ „მოლოტოვის კოქტეილის“ სროლაში და მცდელობაში, ადამიანი ცოცხლად დაეწვა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუა

„ძვირფასო` ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! უახლოეს პერიოდში ქართველი ხალხი დაწერს თქვენს განაჩენს - ლევან ხაბეიშვილი

12 აპრილი, 2024 , 12:11

„ძვირფასო" ხელისუფლება და ივანიშვილო, ცხადია, ლაზარე არანაირი 9 წელი არ იქნება გამოკეტილი! არც 9 თვე! რამდენიმე თვეა, მაქსიმუმ დარჩენილი, როცა ქართველი ხალხი გამოიყენებს შესაძლებლობას და შეგცვლით, - ამის შესახ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი