კომენტარი
ამ შეხვედრის ამოცანა და მიზანი გახლდათ ადგილობრივი წარმოების დახმარება - გიორგი გახარია ზაზა ოქუაშვილთან შეხვედრაზე
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია “ომეგა ჯგუფის” საქმეს „კომედიას“ უწოდებს და ამბობს, რომ მზად არის, მას ბოლომდე მშვიდად უყუროს.
„ყველა სახის კითხვას ყველა დონეზე უნდა გაეცეს პასუხი. საჭირო იქნება დაკითხვა? არანაირი პრობლემა არ არის ჩვენების მიცემა. საჭირო იქნება ჩვენების ლონდონში მიცემა? - არ არის პრობლემა. ვთქვი, რომ არ ვარ ნამყოფი დიდი ხანია და ჩავალ.
რაც შეეხება შეხვედრის ნაწილს, მე როგორც დღეს, ასევე მაშინაც კაბინეტში არ ვმუშაობდი და მსგავსი შეხვედრები მქონდა ყველა მსხვილი ბიზნესმენის ან ბიზნეს ჯგუფის წარმომადგენელთან როგორც ჩემთან, ისე მათ ოფისებსა და ქუჩაშიც. ეს შეხვედრა შედგა ბიზნეს-ცენტრში და ბიძინა ივანიშვილი იქ იყო, როგორც ქვეყნის ყველაზე მსხვილი ბიზნესმენი. ამ შეხვედრის ამოცანა და მიზანი გახლდათ ადგილობრივი წარმოების დახმარება, ხოლო ყველაფერი რაც შემდგომ მოხდა ეს არის ერთი მსახიობის თეატრი. ეს უკვე ღიმილისმომგვრელია და მართლა მრავალსერიიან კომედიად გადაიქცა ეს ყველაფერი,“ - განაცხადა გიორგი გახარიამ.