უახლესი ამბები
- 18.01.2021 23:20რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს საქართველოს სამი მოქალაქე
- 18.01.2021 21:40„პოლიტიკური პარტია „ევროპელი სოციალისტები“ პარტიულ საქმიანობას კანონის სრული დაცვით აგრძელებს”
- 18.01.2021 21:32საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
- 18.01.2021 20:59ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
არქივი
პოლიტიკა


ამ შემოდგომით საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები - მიხეილ სააკაშვილი
ამ შემოდგომით საქართველოში გადამწყვეტი ნახტომისთვის ვემზადები. დავასრულებთ ჩემი სამშობლოს დამცირებასა და ჩემი ერის განადგურებას რუსეთის მიერ დანიშნული ოლიგარქი ივანიშვილის მიერ და დავაბრუნებთ საქართველოს სახელმწიფოს განვითარების სწრაფ რელსებზე, მაშინაც კი თუ მე პირადად მომიწევს ამისთვის ყველაზე მაღალი საფასურის გადახდა, - ამის შესახებ განცხადება საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.
„ვემხრობი დიდ ტრანსფორმაციას, არ მჯერა ნახევრად გადადგმული ნაბიჯების და არ მჯერა პროცესის, მჯერა მხოლოდ შედეგის.
დიახ, მე ვიბრძვი უკრაინაშიც და საქართველოშიც. დიახ, მე არ ვაცხადებ პრეტენზიას მაღალ თანამდებობებზე არც ერთ ქვეყანაში, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ვარ რეგიონალური ლიდერი და ბევრისთვის დაკავშირებული ვარ უკეთესობისა და რეფორმების იმედთან და ამ ადამიანებს იმედს არ გავუცრუებ, რაც არ უნდა მოხდეს და რადაც არ უნდა დამიჯდეს.
როგორი სირთულეებიც არ უნდა იყოს, მე არასდროს ვნებდი არც საზოგადოებრივ - პოლიტიკურ და არც პირად ცხოვრებაში. ჩემ წინაშე ბევრი დაბრკოლება და იმედგაცრუებაა, ყველაფერი ისე არ არის, როგორც ვისურვებდით, მაგრამ ამავდროულად, მე ვიცი, რომ ყველა ფრონტზე დიდი საქმეები და წარმატებები გველოდება ჩვენი ქვეყნებისა და ადამიანების საკეთილდღეოდ, რომლებიც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი არიან, ვისთვისაც ვცხოვრობ. ყველაფერს, რასაც გავაკეთებ, გავაკეთებ სიყვარულით, სიყვარულისთვის და ისეთი რაღაცებისთვის, რაც ჩვენზე მაღლა დგას.
დარწმუნებული ვარ, რომ არამხოლოდ მე ვარ დაბადებული გამარჯვებისთვის, არამედ უკრაინა და საქართველოც, ჩემი მომხრეები და ახლობლები დაბადებული არიან გამარჯვებისთვის! ეს ჩემი გზაა. შემომიერთდით!“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ინტეგრაცია ევროატლანტიკურ სივრცეში არის შეუქცევადი გზა და ამას ალტერნატივა არ აქვს - „ევროპელი სოციალისტები“
18 იანვარი, 2021 , 21:32

ლევან ვასაძე პოლიტიკაში აქტიურად ერთვება
18 იანვარი, 2021 , 20:59

ვმუშაობთ ახალი პოლიტიკური გაერთიანების შექმნაზე - სერგო ჩიხლაძე
18 იანვარი, 2021 , 17:15

ალექსეი ნავალნიმ საკმაოდ მძიმე განცხადებები გააკეთა საქართველოს მიმართ - გია ვოლსკი
18 იანვარი, 2021 , 16:10

პრემიერ-მინისტრი თურქეთის ელჩს შეხვდა
18 იანვარი, 2021 , 15:20

ოპოზიციის მხრიდან ახალ-ახალი ინიციატივებით გამოსვლა არასწორად მიმაჩნია, ვფიქრობ, ნებისმიერი ასეთი საკითხი საერთო ფორმატში უნდა განვიხილოთ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 14:15