საზოგადოება


ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა - დავით სერგეენკო
ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა და სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს.
მისი განცხადებით, გარდაცვალების მიზეზი ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა გახდა.
"პირველ რიგში, მინდა ჩემი გულწრფელი მწუხარება და სამძიმარი გამოვუცხადო გარდაცვლილი ბავშვის ოჯახს. ეს მართლაც დიდი ტრაგედიაა.
რაც შეეხება დაცვის ღონისძიებებს, ამ დაწესებულებაში ჩატარებულია შესაბამისი ღონისძიებები. რამდენიმე დღეში მოკვლევა დამთავრდება და სპეციალისტებს შეეძლებათ ზუსტი რეკომენდაციები გასცენ. სამწუხაროდ, ამ შემთხვევაში იყო ჩუტყვავილას იშვიათი, მაგრამ რთული ფორმა, ანუ სისხლმდენი ჩუტყვავილა", - განაცხადა დავით სერგეენკომ.
მისი თქმით, რაიმე გამოკვეთილი სიტუაცია, რომ წელს მნიშვნელოვნად არის მომატებული ჩუტყვავილას შემთხვევები, სიმართლეს არ შეესაბამება.
ცნობისათვის, თბილისის 56-ე ბაღის აღსაზრდელი ჩუტყვავილას გართულებული ფორმით გარდაიცვალა.
ნინო ექვთიმიშვილი
საკვანძო სიტყვები:
პარლამენტის შენობასთან უკვე ცამეტი კარავია გაშლილი
27 თებერვალი, 2021 , 15:24

მიმდინარე კვირაში საქართველოში ვირუსი მოსწავლეთა 0.03%-ს და სკოლის თანამშრომელთა 0,1%-ს გამოუვლინდა
27 თებერვალი, 2021 , 15:19

„ბრისტოლიდან ბეიჯინამდე“ – 26 წლის ველოსიპედისტის საქველმოქმედო მოგზაურობა საქართელოში დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:34

ყოველიღამე წინაზე საშინელია, ყოველი დღე წინაზე მძიმე - თინა ხიდაშელი
27 თებერვალი, 2021 , 14:29
თბილისში დევნილი ოჯახებისთვის ბინების განაწილების მიზნით კომისიამ მუშაობა დაიწყო
27 თებერვალი, 2021 , 14:19

იანვარში ინფლაციის შემცირებაზე მთავრობის მიერ კომუნალური გადასახადების სუბსიდირებამ კვლავ მნიშვნელოვნად იმოქმედა - ეროვნული ბანკი
27 თებერვალი, 2021 , 12:00