პოლიტიკა


ამ თავდასხმას ხელმძღვანელობდა ენძელ კოიანის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ძმა არტურ მკოიანი - გიორგი ვაშაძე
„აგონიაში მყოფი „ქართული ოცნება“ პირდაპირ პროვოკაციებსა და ძალადობაზე მიდის“, - ასე გამოეხმაურა გაერთიანებული ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გიორგი ვაშაძე ახალქალაქში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებას.
მისი ინფორმაციით, 20-მდე პირი ფიზიკურად გაუსწორდა საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელ აშოტ რაისიანსა და საოლქო კომისიის წარმომადგენლებს - აბრამ აბრაჰამიანს, ტიგრან აბრაჰამიანსა და მიშა აღაბაბიანს. ვაშაძის თქმით, მათ სასტიკად გაუსწორდნენ და სცემეს ხელკეტებით.
ვაშაძის თქმით, ახალქალაქის ოპოზიციას შტაბის წევრებს „ ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის ძმის ხელმძღვანელობით დაესხნენ თავს.
„ამ თავდასხმას ხელმძღვანელობდა ენძელ კოიანის, „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატის, ძმა არტურ მკოიანი. ეს პიროვნება იდენტიფიცირებულია და ასევე მიმდინარეობს ჩვენ მხრიდან სხვა თავდამსხმელების იდენტიფიცირება. ჩვენი ინფორმაციით, 20-მდე ადამიანი დაესხა ჩვენს შტაბს. ხელკეტებით იყვნენ შეიარაღებულები და სასტიკად არიან ნაცემები. ასევე, ჩვენი ინფორმაციით აბრაჰამ აბრაამიანი შეიძლება გადმოიყვანონ თბილისში იმდენად მძიმე ტრამვები აქვს“, -თქვა ვაშაძემ და მიმართა ხელისუფლებას, შეწყვიტოს ძალადობა.
ვაშაძემ მოუწოდა შტაბის წევრებსა და მხარდამჭერებს, რომ მშვიდობიანად უპასუხონ ძალადობასა და პროვოკაციას.
საკვანძო სიტყვები:

მთავრობის ადმინისტრაცია - საკოორდინაციო საბჭომ გართულებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლის აუცილებლობა განიხილა
13 აპრილი, 2021 , 15:40

„გირჩს“ ცოტა არეული აქვს თავისი ფუნქციები - გია ვოლსკი
12 აპრილი, 2021 , 17:40

საქართველოში ჯერ მხოლოდ ბრიტანული შტამის გავრცელებაა დადასტურებული - პაატა იმნაძე
12 აპრილი, 2021 , 17:15

ჩვენ ღია დავტოვეთ კარი და შესაძლებლობა, რომ სხვა პარტიებიც შემოუერთდნენ საპარლამენტო საქმიანობას - არჩილ თალაკვაძე
12 აპრილი, 2021 , 16:35
მჯერა პარლამენტის არჩეული წევრები აცნობიერებენ, რა დევს ახლა მათი ქვეყნისთვის სასწორზე - კელი დეგნანი
12 აპრილი, 2021 , 15:30

იმ ბრძოლაში, რა ბრძოლაშიც ახლა უკრაინაა, ვართ ჩვენც - მაკა ბოჭორიშვილი
12 აპრილი, 2021 , 15:30