უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

12 თებერვალი, 2019 13:15
font-size

ამ წუთიდან ჩემი და ტელეკომპანია “მაესტროს” გზები გაიყო - გიორგი ფუტკარაძე

ტელეკომპანია ”მაესტროს” საინფორმაციო სამსახურის უფროსი გიორგი ფუტკარაძე ტოვებს. ამის შესახებ მან ცოტახნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.

”ამ წუთიდან ჩემი და ტელეკომპანია “მაესტროს” გზები გაიყო.

რთული პერიოდი გამოვიარეთ მაესტროს გუნდთან ერთად.

ეს იყო პოლიტიკურ რთული დღეებიც და, შესაბამისად, ნიუსურადაც.

ვინც ამ პროფესიის ფასი იცის, ისიც იცის რა ადამიანური ფასი აქვს ყოველ დღეს და გათენებულ ღამეებს, მაგრამ ადამიანების შრომამ შექმნა შედეგი, რომლითაც ვიამაყებ და რომელიც ჩემს ჟურნალისტურ ცხოვრებაში დაუვიწყარია.

ჩვენ შევძელით, რომ წელიწადნახევარი გვეკეთებინა არხი, რომელიც უწყვეტ რეჟიმში გადმოსცემდა ახალ ამბებს. გვეჩვენებინა მოვლენები სწრაფად, ხანდახან ყველაზე სწრაფად და რაც მთავარია ისე, როგორც ეს სინამდვილეში იყო.

ეს იყო 13 872 საათი ეთერში, ათობით სტუმარი ყოველდღე და ათი ათასობით ამბავი ჯამში. ეს არ იყო მარტივი, თუმცა, ყველა დაგლეჯილი ნერვის საპირწონე, კარგი ეთერია და ასეთი მართლა ბევრი იყო.

რთული მისია გამოდგა, მაგრამ მაესტროს გუნდმა ეს შეძლო. მადლობა ყველა მათგანს, ვინც ეთერში იყო და ვინც კადრს მიღმა, რომ არა ეს ადამიანები, არაფერი გამოვიდოდა. ახლა ჩემი წასვლის დროა, რადგან ჰოლდინგის ხელმძღვანელობა არხთან დაკავშირებით სხვა გეგმებზე ფიქრობს, რაც ჩემთვის საინტერესო აღარ არის. თუმცა, მადლობა მათ ამ შესაძლებლობისთვის და წელიწადნახევრიანი თავგადასავლისთვის.

ჰო, ახალ ამბებში ყველა დღე თავგადასავალია. და მადლობა მაყურებელს, მათ ვინც ამ შრომის შემფასებელიცაა და დამფასებელიც.

პ.ს. ზოგჯერ სახლში უნდა დაჯდე და გარედან შეხედო ამბებს, ზოგჯერ ეს აუცილებელიცაა, რადგან ახალი ამბები ხომ არასოდეს სრულდება”, – დაწერა ”ფეისბუქზე” გიორგი ფუტკარაძემ.

მოვითხოვთ პარლამენტმა დაუყონებლივ აკრძალოს გვამებით ვაჭრობა და დაჩქარებული წესით მიიღოს ჩვენი კანონპროექტი - ლაშა ჩხარტიშვილი

20 აპრილი, 2019 , 16:45

დღეს, „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ–ერთმა ლიდერმა ლაშა ჩხარტიშვილმა, პარლამენტში „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ, მის მიერ მომზადებული კანონპროექტი გამაფრთხილე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს

20 აპრილი, 2019 , 14:50

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზობის დღესასწაულთან დაკავშირებით მოსახლეობას მიმართავს. უწყებაში აცხადებენ, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე ბზის ხმობა ბოლო რამოდენიმე წელიწადია განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენ

მთაწმინდელებში ცალსხად ერთი განწყობაა, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს - შალვა შავგულიძე

20 აპრილი, 2019 , 12:15

ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ამომრჩევლებს ხვდება. შალვა შავგულიძე პეტრიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებს შეხვდა. როგორც „ევროპული

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს

20 აპრილი, 2019 , 11:12

მართლმადიდებელი ეკლესია დღეს ლაზარეს შაბათს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულდება. წმინდა სახარების მიხედვით, უფალმა მისი მეგობარი, ოთხი დღის მკვდარი ლაზარე მკვდრეთით აღადგინა. ლაზარეს შაბათს სრ

ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი გახდა

20 აპრილი, 2019 , 10:20

თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტის სამხატვრო ხელმძღვანელი ნინო ანანიაშვილი ევროპა ნოსტრას საპატიო პრეზიდენტად აირჩიეს. „ჩემთვის დიდი პატივია ვიყო ევროპა ნოსტრას პრეზიდენტი საქართველოში. ევროპა ნოსტრას პრეზ

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

19 აპრილი, 2019 , 15:40

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე

ვიდეო გალერეა

ნატო ჩხეიძე ინგა გრიგოლიასთან `რეაქციაში` - 07.03.2019