საზოგადოება


ამან შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა - ეკა ბესელია მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციაზე
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას განმარტებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მარიხუანის მოხმარების დეკრიმინალიზაციის შესახებ საბოლოა და ამის გამო შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს.
მან არ გამორიცხა, რომ დეკრიმინალიზაცია მარიხუანის მომხმარებელთა რაოდენობას გაზრდის.
„ეს გადაწყვეტილება, ბუნებრივია, არ არის მარტივი. ჩვენ ამავე დროს, პარალელურ რეჟიმში ვმუშაობდით იმ კანონპროექტზე, რომელიც ინიცირებული აქვს ჯანდაცვის კომიტეტს და ასევე სხვა კომიტეტის წარმომადგენლებს. იქ ასევე იყო გათვალისწინებული ამ მუხლის დეკრიმინალიზაციის საკითხი, ანუ 273–ე მუხლით გათვალისწინებულია მომხმარებელთა პასუხისმგებლობის გადატანა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, ეს შეეხება მხოლოდ კონკრეტული ნარკოტიკის მოხმარებას. ბუნებრივია, ამ გადაწყვეტილებას ჩვენ წინ ვერ აღვუდგებით და საბოლოა. შესაბამისად, კანონმდებელი ვალდებულია, ეს გადაწყვეტილება ასახოს კოდექსში. ჩვენ ამ ცვლილებებზე მოგვიწევს მუშაობა.
რაც შეეხება მოლოდინს, ამან შეიძლება გამოიწვიოს მომხმარებელთა რაოდენობის ზრდა. ზოგადად, ასეთი პრაქტიკაა, თუმცა, ასევე უნდა ვიფიქროთ, ყველა იმ პრევენციულ ღონისძიებაზე, რომ მომხმარებელთა რაოდენობა იყოს, რაც შეიძლება ცოტა და ამისთვის საჭირო იქნება კომპლექსური ღონისძებების ჩართვა, როგორიცაა საგანმანათლებლო, პრევენციული სერვისები და ა.შ. იმისთვის, რომ არ იყოს ქვეყანაში ნარკოტიკებზე დამოკიდებული ბევრი ადამიანი. ჩვენი ხედვაცა და მიდგომაც არის, რომ ზრუნვაზე ორიენტირებული პოლიტიკა გვქონდეს“,-თქვა ბესელიამ.
საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა მოქალაქე გივი შანიძის სარჩელი, რომელიც გულისხმობს მარიხუანის მოხმარებისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის სრულ გაუქმებას. ეს იმას ნიშნავს, რომ მარიხუანის მოხმარებისთვის აღარავინ არ დაისჯება და ის დეკრიმინალიზებულია.
ანა მებურიშვილი
საკვანძო სიტყვები:
„ქართული ოცნების“ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს
16 იანვარი, 2021 , 15:00

მიხეილ ჩხენკელი აკადემიკოს მზექალა შანიძეს 95 წლის იუბილეს ულოცავს
16 იანვარი, 2021 , 11:35

საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 23 პაციენტი გარდაიცვალა
16 იანვარი, 2021 , 11:15

საქართველოში კორონავირუსის 1 236 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 189 პაციენტი
16 იანვარი, 2021 , 11:15

გელათის რესტავრაციისას დაშვებულ ხარვეზებს სწრაფი გამოსწორება სჭირდება - თეა წულუკიანი
15 იანვარი, 2021 , 19:59

საქართველოში მყოფ აზერბაიჯანის მოქალაქეებს პასპორტის ვადა პირველ ივლისამდე გაუხანგრძლივდათ
15 იანვარი, 2021 , 19:35