უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

11 იანვარი, 2019 12:10
font-size

ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია - დიმიტრი ცქიტიშვილი

საპარლამნეტო უმრავლესობის წევრის, დიმიტრი ცქიტიშვილის ინფორმაციით, მოსამართლეთა ათკაციანი სია შესაძლოა, არ დაკორექტირდეს.

დეპუტატის განცხადებით, სიის შეცვლა არ შეცვლის საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას , რომელსაც პარლამენტი მიიღებს, მაგრამ თუ იგივე დარჩება, ამ საკითხზე ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, გუნდის დანარჩენი წევრებისთვის მნიშვნელოვანი არ არის.

,,შემადგენლობა პროცედურულად შეიძლება დარჩეს და ამას ვუყაროთ კენჭი, ან ახალი სია წარმოადგინონ, ეს ცალკე საკითხია. მე ვფიქრობ, რომ ძალიან სწორი პროცესი წარიმართა პარლამენტში. ეს არის საპარლამენტო პროცესი და პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. პარლამენტი თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას. ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია“,-განაცხადა ცქიტიშვილმა.

დაპირისპირება მმართველ გუნდში უზენაეს სასამართლოში გასამწესებელ მოსამართლეთა გამო დეკემბრის ბოლოს დაიწყო. ეკა ბესელიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა. კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ ბესელიას გუნდის წევრი გედევან ფოფხაძე აირჩიეს, თუმცა უმრავლესობის გადაწყვეტილებით ფოფხაძის არჩევისას რეგლამენტი დაირღვა, რის გამოც ის ამ თანამდებობას ვერ დაიკავებს.

ბესელიას წინააღმდეგ ე.წ. ახლებს მხარს პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც უჭერს, გუშინ გავრცელებულ განცხადებაში ივანიშვილმა ბესელია და ფოფხაძე მკაცრად გააკრიტიკა. მმართველი პარტიის სხდომაზე შესაძლოა ბესელია და ფოფხაძე მმართველი გუნდიდან გარიცხონ.

საკვანძო სიტყვები:

მამუკა ბახტაძე დავოსში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს შეხვდა

23 იანვარი, 2019 , 10:50

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მამუკა ბახტაძე დავოსის მოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში კანადის საერთაშორისო ვაჭრობის დივერსიფიკაციის მინისტრს, ჯიმ კარს შეხვდა. ამის შესახებ „მედიანიუსს“ პრემიერ-მინისტრის პ

„ევროპული საქართველოს“ ინიციატივით წარდგენილ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას ევროსაბჭომ მხარი დაუჭირა

23 იანვარი, 2019 , 10:50

ევროსაბჭომ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას დაუჭირა მხარი. „ევროპული საქართველოს“ ინიციატივა საპარლამენტო ასამბლეაზე პარლამენტის უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ წარადგინა. „ჩვენ დავპირდით საზოგადოებას, ტა

საქართველოს პრეზიდენტმა ევროკომისართან თავშესაფრის მაძიებელთა და ცირკულარული მიგრაციის თემატიკაზე იმსჯელა

23 იანვარი, 2019 , 10:25

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტისას, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა და განსაკუთრებული აქცენტი უვიზო რეჟიმის თემატიკაზე გააკეთა. ამის შესახებ ინფორმა

ჩვენ ვართ კმაყოფილი, როგორ უძღვება საქართველო უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს - ჟან-კლოდ იუნკერი

23 იანვარი, 2019 , 10:25

ჩვენ ვართ კმაყოფილი, როგორ უძღვება საქართველო უვიზო რეჟიმთან დაკავშირებულ საკითხებს, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან-კლოდ იუნკერმა განაცხადა. იუნკერმა უპასუხა საქართველოში საფრანგეთის ელჩის მიერ გაკეთებ

სალომე ზურაბიშვილი საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა

23 იანვარი, 2019 , 10:25

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტისას, საშინაო საქმეთა და მოქალაქეობის საკითხებში ევროკომისარ დიმიტრის ავრამოპულოსს შეხვდა და განსაკუთრებული აქცენტი უვიზო რეჟიმის თემატიკაზე გააკეთა. ამის შესახებ ინფორმა

ჩემი მთავრობის სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ცენტრად აქციოს ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსების, ლოგისტიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროში -მამუკა ბახტაძე

23 იანვარი, 2019 , 10:25

ჩემი მთავრობის სტრატეგიაა, საქართველო რეგიონის ცენტრად აქციოს ბიზნესის, ვაჭრობის, ფინანსების, ლოგისტიკის, ტურიზმისა და განათლების სფეროში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ „დოიჩე ველესთან

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`