უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

მსოფლიო

10 ნოემბერი, 2016 12:20
font-size

ამერიკა დონლად ტრამპის საწინააღმდეგო აქციებმა მოიცვა

ამერიკის სხვადასხვა ქალაქსა და შტატში ქვეყნის 45-ე პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის, საწინააღმდეგო აქციები იმართება.

უცხოური მედიის ინფორმაციით, საპროტესტო აქციები ქალაქ ვაშინგტონში, სიეტლში, ლოს-ანჯელესში, ფენიქსში, ფილადელფიაში, პორტლენდში, ნიუ-იორკში, ჩიკაგოში, პენსილვანიაში, ასევე არიზონას, აიოვას, კოლორადოს, მასაჩუსეტსის, ვაშინგტონის შტატებში იმართება.

ვაშინგტონში, რამდენიმე ადამიანი თეთრ სახლთან შეიკრიბა. მათ რასიზმის, სექსიზმისა და ქსენოფობიის საწინააღმდეგო ტრანსპორანტები ეჭირათ. აქციის მონაწილეების თქმით, საკუთარი უფლებებისთვის ბრძოლას ბოლომდე აპირებენ.

კალიფორნიაში მოსწავლეებმა და სტუდენეტებმა სასწავლო პროცესი შეაფერხეს და კამპუსებში დემონსტრაციები მოაწყვეს.

ლოს-ანჯელესში ახალგაზრდები სითი-ჰოლთან შეიკრიბნენ, ისინი „ტრამპი ჩემი პრეზიდენტი არ არის!“- სკანდირებდნენ.

პენსილვანიაში, პიტსბურგის უნივერსიტეტის ასობით სტუდენტმა ქუჩებში მსვლელობა მოაწყო.

ნიუ-იორკში, აქციის მონაწილეებმა ტრამპ-თაუერთან მსვლელობა მოაწყეს და „ტრამპი ჩვენი პრეზიდენტი არ არის“ სკანდირებდნენ. თუმცა, ნიუ-იორკის მსვლელობას ინციდენტის გარეშე არ ჩაუვლია და პოლიციამ 30-ზე მეტი დემონსტრანტი დააკავა.

ჩიკაგოში ათასობით ადამიანმა ტრამპის კუთვნილ სასტურმრო Trump International Hotel-თან აქციის გამართვა სცადა. ისინი „არა ტრამპს!“, „არა რასიზმს ამერიკაში“ სკანდირებდნენ. დემონსტრანტების მსვლელობა პოლიციამ შეაფერხხა.

მონიკა დავლიანიძე

ვარშავაში, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება გაიმართა

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, ვარშავაში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მძიმე მდგომარეობის შესახებ ღონისძიება -„Human Rights of Conflict Affected Populat

დუბლინში ორგანიზებულ ევროკავშირის საერთაშორისო კონკურსში ახალგაზრდა ქართველმა მეცნიერებმა მესამე ადგილი მოიპოვეს

20 სექტემბერი, 2018 , 14:10

ირლანდიაში საქართველოს დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრა გამართა დუბლინში ჩატარებული ახალგაზრდა გამომგონებლების კონკურსში გამარჯვებულ ქართველ ახალგაზრდებთან. ქართულმა დელეგაციამ, რომლის შემადგენლობაშიც

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ - სტივენ ნიქსი

19 სექტემბერი, 2018 , 11:15

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მხარს უჭერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის ამ ძალისხმევას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ აშშ-საქართველოს ურთიერთობები გავაძლიეროთ, - ამის შესახებ IRI-ს ევროპისა და აზიის პროგრამე

აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ - თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში - ბრაიან უიტმორი

19 სექტემბერი, 2018 , 11:15

აფხაზებსა და ოსებს ბოლოს მოუწევთ გადაწყვეტილების მიღება - რუსეთის ფედერაციის პროვინციად ყოფნა სურთ, თუ თავისუფალ, დემოკრატიულ, ევროპულ საქართველოში, - ამის შესახებ ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის უფროსმა მკვლევარმა ბ

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული კავანის საგრაფოს ეწვია

18 სექტემბერი, 2018 , 14:45

საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული ირლანდიაში გიორგი ზურაბაშვილი კავანის საგრაფოს ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი ზურაბაშვილმა შეხვედრები გამართა კავანის მერთან მადელინ არგუსთან, საბჭოს აღმასრულებელ დირექტორთან ტომ

სირიის ანტიოსაჰაერო თავდაცვის სისტემამ შეცდომით ისრაელის თვითმფრინავის მაგივრად რუსული Ил-20 ჩამოაგდო - დაიღუპა 15 სამხედრო

18 სექტემბერი, 2018 , 13:30

სირიის ანტისაჰაერო თავდაცვამ რუსული სამხედრო თვითმფრინავი Ил-20 ჩამოაგდო. რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, გენერალ-მაიორ იგორ კონაშენკოვის განმარტებით, სირიული მხარე ისრაელის საჰაერო ძალების 

ვიდეო გალერეა

შეტევა ტელეკომპანია `იბერიასა` და `ომეგა ჯგუფზე`