უკან
უახლესი ამბები
არქივი
მსოფლიო
6 ოქტომბერი, 2017 11:00
ამერიკას ქარიშხალი „ნეიტი“ უახლოვდება
აშშ-ს სამხრეთის სანაპიროს ქარიშხალი „ნეიტი“ უახლოვდება.
ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
„მოსალოდნელია, რომ „ნეიტი“ ქვეყნის სამხრეთ სანაპიროებს უქმეებზე დაატყდეს. ძლიერი ქარის გამო ნგრევისა და ინტენსიური ნალექის ზრდაა მოსალოდნელი. „ნეიტის“ სიჩქარე 120 კმ.ს მიუახლოვდება“,-ნათქვამია განცხადებაში.
ალაბამას, ლუიზიანას, ფლორიდისა და მისისიპის შტატებში უკვე, საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.
სტიქიას ცენტრალურ აფრიკაში უკვე 20 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, მოსახლეობამ სახიფათო ზონა უნდა დატოვოს.
ქარის სიჩქარემ კი, შესაძლოა, საათში 120 კილომეტრს მიაღწიოს.
მონიკა დავლიანიძე