უკან
მსოფლიო
23 დეკემბერი, 2017 12:45
ამერიკაში შობაზე ტერაქტი იგეგმებოდა
ამერიკის ფედერალურმა საგამოძიებო ბიურომ ტერაქტის არიდება შეძლო.
კერძოდ, როგორც ტელეკომპანია ABС 7 News უწყების მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტეზე დაყრდნობით იტყობინება, ტერაქტი სან-ფრანცისკოში შობაზე იგეგმებოდა.
ამავე ინფორმაციის თანახმად, პოლიციამ ის მამაკაცი დააკავა, რომელიც ტერაქტს გეგმავდა.
მამაკაცს ევერიტ აარონ ჯეიმსონი ქვია. იგი კალიფორნიის ქალაქ მოდესტოში ცხოვრობს.
ფედერალური საგამოძიებო ბიუროს ინფორმაციით, მამაკაცმა სამიზნედ სან-ფრანცისკოს ერთ-ერთი ხალხმრავალი ადგილი აიღო, რადგან „ადრე არის იქ ნამყოფი, და იქ ბევრი ხალხია“.
მონიკა დავლიანიძე