უკან

საზოგადოება

1 თებერვალი, 2017 14:50
font-size

ამერიკელ დიპლომატებს არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი „სუკ-ის“ ყოფილი აგენტია

ამერიკის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა მადლენ ოლბრაიტმა საერთაშორისო და სტრატეგიული კვლევების ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ამერიკამ არ უნდა გააუქმოს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ.

ოლბრაიტმა აღნიშნა, რომ ამერიკელ დიპლომატებს ,,არ უნდა დაავიწყდეთ, რომ პუტინი სუკ-ის ყოფილი აგენტია“.

„ის [პუტინი] იყენებს ასიმეტრიული ბრძოლის ხერხებს, კიბერ და საინფორმციო ომის ტაქტიკას. ის ერთიან ევროპას საშიშროებად მიიჩნევს და ცდილობს გავლენის სფეროების შენარჩუნებას. პუტინი იარაღად იყენებს დევნილებს, რაც ბევრი ქვეყნის დესტაბილიზაციას იწვევს ევროპაში. საჭიროა მკაფიოდ ითქვას, რომ არ ვაპირებთ სანქციების გაუქმებას ვინაიდან ისინი [რუსები] არ ასრულებენ ამისთვის საჭირო პირობებს. პუტინის მიერ ყირიმის ანექსია და უკრაინაში შეჭრა არალეგალურია. პუტინი აფასებს ძალას, და ვფიქრობ საჭიროა ძალის გამოჩენა. ამ შემთხვევაში აუცილებელი არ არის რუსებს მოსწონდე," - განაცხადა ოლბრაიტმა.

აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანის თქმით, ამერიკის ბევრმა პრეზიდენტმა დაუშვა შეცდომა რუსეთთან ურთიერთობის გამოსწორების კუთხით. ოლბრაიტის აზრით, ტრამპის ადმინისტრაცია ფრთხილად უნდა იმოქმედოს რუსეთთან, რათა „არ წაგვიღოს ფიქრმა ორმხრივი მოწონების შესაძლებლობაზე“.

რუსეთთან ურთიერთობის გარდა მადლენ ოლბტრაიტმა ისაუბრა ამერიკის როლზე მსოფლიო პოლიტიკაში, ასევე მან გააკრიტიკა ტრამპის გადაწყვეტილება, არ მიიღოს ლტოლვილები სირიიდან და დროებით აკრძალოს მუსლიმი უმრავლესობის მქონე 7 ქვეყნიდან ვიზიტორების მიღება.

ანა მებურიშვილი

საქართველოში კორონავირუსის 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

31 მაისი, 2020 , 11:00

26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე თქმით, გამოჯანმრთელდა კიდევ ხუთი პაციენტი. ამ დროისთვის, საქართველოში კო

მიკროავტობუსების საკითხი გასაკონტროლებელია - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 16:34

"მოვუწოდებ ყველას, რომ პანიკას ნუ მიეცემიან, მაგრამ საჭირო და აუცილებელია ყველა წესის გათვალისწინება. ამუშავდა მობილობის ყველაზე ძლიერი მექანიზმი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი,” - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ე

„პროფესიული განათლება ბიზნესისთვის კოვიდ-19-ის შემდეგ” - ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა გაიმართა

30 მაისი, 2020 , 16:15

ევროპული ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, თამარ ქიტაშვილმა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან ღია დიალოგის ფორმატში ონლაინ შეხვედრა „პროფეს

მთავრობამ სპორტსმენებისთვის დროებითი პროტოკოლი შეიმუშავა

30 მაისი, 2020 , 15:41

პროფესიული სპორტის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო

ახალი კლასტერი არის საბურთალოზე და მისი კვლევა მიმდინარეობს - ამირან გამყრელიძე

30 მაისი, 2020 , 15:00

გიდასტურებთ, რომ ეს კლასტერი გახლავთ საბურთალოზე და გიდასტურებთ იმას, რომ მიმდინარეობს ამ კლასტერის, როგორც ინფიცირებულის ყველა კონტაქტის კვლევა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა,

ნავთლუღის საცალო აგრარულმა ბაზარმა ფუნქციონირება განაახლა

30 მაისი, 2020 , 14:47

დედაქლაქის ტერიტორიაზე არსებულ ერთ-ერთ უძველეს ბაზარში, ახალი კორონავირუსის გავრცელების რისკების თავიდან აცილების მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობითა და ისნის რაიონის გამგეობის ჩართულობით, მასშტაბური სარ