უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

25 თებერვალი, 2017 15:20
font-size

ამერიკელ კონგრესმენებთან დეტალურად ვისაუბრეთ „რუსთავი 2“-ის შესახებ - დავით ბაქრაძე

საპარლამენტო უმცირესობის წევრები ამერიკელ კონგრესმენთა დელეგაციას შეხვდნენ. საპარლამენტო ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ამერიკელ პარტნიორებს კითხვები გაუჩნდათ რამდენიმე საკითხზე, მათ შორის „რუსთავი 2“-ის საქმეზეც.

„რა თქმა უნდა, აშშ მხარს უჭერს საქართველოს, ქვეყნის თავისუფლებას, მაგრამ მათ, როგორც ჩვენს მთავარ პარტნიორებს, აქვთ სერიოზული კითხვის ნიშნები იმ საკითხებზე, რაც ჩვენც გვაღელვებს, კერძოდ, ქართულ დემოკრატიასთან მიმართებაში. ჩვენ შორის იყო ძალიან დეტალური საუბარი „რუსთავი 2“-ის საქმეზე“, - განაცხადა ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის თქმით, მოსახლეობას უნდა ესმოდეს, რომ „ესაა მეგობრებისგან მომავალი კრიტიკა იმისთვის, რომ საქართველო იყოს უკეთესი“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში აშშ-ის კონგრესის დელეგაციას მასპინძლობენ.

საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ამერიკელ კონგრესმენებთან თანამშრომლობის ერთ-ერთი მთავარი მიზანი, საქართველოს პარლამენტის ეფექტურობის გაზრდაა.

ანა მებურიშვილი

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკურ პარტიას ქმნის

26 მაისი, 2020 , 20:07

ალეკო ელისაშვილი პოლიტიკური პარტიის შექმნას აანონსებს. საკუთარი გეგმების შესახებ მან "ფეისბუქის" პირად გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში განაცხადა. მისი თქმით, პარტია, რომელსაც ქმნის, პარტიულ ინტერესებზე წინ დააყენებს

„წულუკიანის გარანტირებული დაბინავება მომდევნო 10 წლით საკონსტიტუციოს თავმჯდომარეობა იქნება“

26 მაისი, 2020 , 17:13

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანი, შესაძლოა, ქვეყნის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე გახდეს. საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედ თავმჯდომარეს ზაზა თავაძეს უფლებამოსილების ვადა 15 ივნისს ეწურება. თეა წულუკი

საქართველოს წარმატება შეუძლებელი იქნებოდა საქართველოს მეგობარი ქვეყნების ფასდაუდებელი დახმარებისა და მეგზურობის გარეშე - ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს მიმართავს

26 მაისი, 2020 , 15:00

დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსს წერილით მიმართავს. მისი თქმით, უცხოელი დიპლომატები დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებშ

პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით - სალომე ზურაბიშვილი

26 მაისი, 2020 , 12:22

პირველად კაცობრიობის ისტორიაში, მსოფლიო გაჩერდა და იძულებული გავხდით, დავფიქრებულიყავით, როგორი იქნება მსოფლიო ამ გაჩერების შემდეგ და ჩვენ რა ადგილს დავიკავებთ ახალ მსოფლიოში, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომ

დონალდ ტრამპი გიორგი გახარიას - ამერიკელი ხალხის სახელით, გულწრფელად მოგესალმებით და გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს

26 მაისი, 2020 , 12:10

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით მისალოც წერილს უგზავნის. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის პრესსამსახური

უკრაინაში საქართველოს ელჩთან კონსულტაციები დასრულდა

25 მაისი, 2020 , 16:33

უკრაინაში საქართველოს ელჩთან, თეიმურაზ შარაშენიძესთან კონსულტაციები საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს დასრულდა. ელჩისგან მოისმინეს ინფორმაცია უკრაინა-საქართველოს ორმხრივ ურთიერთობებსა და პერსპექტივებზე. ამის შესახებ საგა