უახლესი ამბები
- 14.11.2025 17:19ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
- 14.11.2025 16:09მზია ამაღლობელის ტელეფონში გამოძიებისათვის საინტერესო ინფორმაცია არ მოიძებნა, ტელეფონში დიფ სთეიტი არ აღმოჩნდა - მაია მწარიაშვილი
- 14.11.2025 16:00თბილისში საახალწლო განათებების მოწყობა მიმდინარეობს
- 14.11.2025 15:54საბა მეფარიშვილმა და ომარ ოკრიბელაშვილმა საპატიმრო დატოვეს
- 14.11.2025 15:4115-17 ნოემბერს საქართველოს ცალკეულ რაიონში წვიმაა მოსალოდნელი
- 14.11.2025 15:27კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს დირექტორის ინფორმაციით, ყველა საეტაპო ძეგლზე ფაქტობრივად ფრესკები სცვივა
- 14.11.2025 15:03საქართველოს ფეხბურთის ეროვნული ნაკრები ხვალ ესპანეთს დაუპირისპირდება- საქართველოს ბანკი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორია
- 14.11.2025 14:42დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
- 14.11.2025 14:27ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
- 14.11.2025 13:03საგზაო უსაფრთხოების მაქსიმალურად უზრუნველყოფის მიზნით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები შედის, რომელიც ჯარიმების გაზრდას ითვალისწინებს - შსს
არქივი
პოლიტიკა
ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდნენ
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში რუსეთის პოლიტიკასა და მოსკოვის მიერ დასავლეთისა და ნატო-ს წინააღმდეგ მიმართულ დეზინფორმაციულ კამპანიაზე იმსჯელეს. ("Undermining Democratic Institutions and Splintering NATO: Russian Disinformation Aims").
მოსმენაზე კონგრესმენებმა რუსეთის საგარეო პოლიტიკა დაგმეს და საქართველოს მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდნენ.
კონგრესმენმა ტედ პომ რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე ისაუბრა. მისი შეფასებით, რუსეთი ყველა ღონეს ხმარობს, რათა მსოფლიოს თავს მოახვიოს ახალი წესრიგი, რაზეც საერთაშორისო თანამეგობრობა არასათანადოდ რეაგირებს.
„2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში, მისი ტერიტორიის 1/3-ის ოკუპირება მოახდინა და დასავლეთმა ამაზე განცხადა, რომ ეს არ არის კარგი და არაფერი გააკეთა. რუსეთი კვლავ აკონტროლებს და ოკუპირებული აქვს საქართველოს 1/3, ეს ქვეყანა კი აშშ-ს მოკავშირეა (still control and occupy 1/3 of the Republic of Georgia, supposedly an ally of U.S). რუსეთმა შემდგომ ყირიმი დაიპყრო, რაზეც დასავლეთმა კვლავ განაცხადა, რომ ეს არ არის კარგი და რუსეთს ეს არ უნდა გაეკეთებინა, მაგრამ არავითარი შედეგი. ახლა რუსეთი ცდილობს აღმოსავლეთ უკრაინის მითვისებას. მე ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში წარმოვადგენ აშშ-ს, ჩვენ მოვუწოდეთ საპარლამენტო ასამბლეას, რომ რუსეთის მსგავსი ქმედებებიდან გამომდინარე, სანქციები დააწესონ, თუმცა ეს არ მომხდარა. რაღატომ გვიკვირს, რომ მოსკოვი იმავეს სჩადის“, - განაცხადა ტედ პომ.
საქართველოს ოკუპაციის შესახებ კონგრესმენმა ჯეფ დუნკანმაც ისაუბრა. საკუთარ გამოსვლაში მან ასევე ყურადღება გაამახვილა რუსეთ-ირანის ურთიერთობასა და რეგიონში არსებულ ვითარებაზე: „როდესაც ვნახეთ, რომ რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ყირიმის ანექსია მოახდინა, შეიჭრა უკრაინაში, ირანს სარაკეტო სისტემები მიჰყიდა და ა.შ. ეს ყველაფერი იმიტომ მოხდა, რომ რუსები დღეს წარსული პოლიტიკიდან და საერთაშორისო თანამეგობრობის რეაქციიდან გამომდინარე გათამამდნენ“, - აღნიშნა დუნკანმა.
კონგრესმენმა რონ დესანტისმა რუსეთის მიმართ ლოიალური პოლიტიკის გამო ობამას ადმინისტრაცია გააკრიტიკა. მისი განცხადებით, ობამას ადმინისტრაციის პასუხი საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ანექსიაზე რუსეთთან ურთიერთობების გადატვირთვის პოლიტიკა იყო. დესანტისი მიიჩნევს, რომ ამ წლების განმავლობაში რუსეთის ქმედებები სათანადოდ არ იქნა შეფასებული.
კონგრესმენ ილეანა როს-ლეტინენის შეფასებით, პუტინის რეჟიმი აფართოებს საკუთარი გავლენის სფეროებს მსოფლიოში და აბუჩად იგდებს კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს. კონგრესმენის განცხადებით, რუსეთის სამხედრო კამპანიის გათვალისწინებით საქართველოსა და უკრაინაში ახალი არაფერია, ისევე როგორც რუსული პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გათვალისწინებით. „ბევრი ჩვენგანი დიდი ხანია ითხოვს რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი ზომების გატარებას. ჩვენ ვაკრიტიკებდით ობამას ადმინისტრაციის გადატვირთვის პოლიტიკას, ისევე როგორც ბუშის ადმინისტრაციის მიერ ბირთვულ საკითხებში შეთანხმების გაფორმებას რუსეთთან. საქართველოში რუსეთის ქმედებების შემდეგ, ჩვენ ვაფრთხილებდით უკრაინაში რუსეთის მოსალოდნელი, ასევე უხეში ჩარევის შესახებ, ისევე როგორც რუსეთის მხრიდან ბალტიის ქვეყნებზე, მოლდოვასა და ყაზახეთზე დამატებითი წნეხის თაობაზე“, - განაცხადა კონგრესმენმა ილეანა როს-ლეტინენმა, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესების წინადადებით გამოდის.
საკვანძო სიტყვები:
ეუთო/ოდირი შეკრებებთან და მანიფესტაციებთან დაკავშირებული რიგი რეგულაციების განმეორებით დარღვევის კრიმინალიზების კანონზე დასკვნას აქვეყნებს
14 ნოემბერი, 2025 , 17:19
20 ივნისის აქციაზე პირდაპირ პასუხისმგებელი ადამიანი იყო შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც გასცემდა მითითებებსა და ბრძანებებს - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:47
დღეს ტყვეობაში იმყოფება სრულიად მილიონობით ქართველი, ვისაც ამ დროისთვის წართმეული აქვს სახელმწიფო, ევროპული მომავალი, კონსტიტუცია - გრიგოლ გეგელია
14 ნოემბერი, 2025 , 14:42
პეტერ ფიშერის საქმიანობა დიპლომატიას სცდება, ის ჩვეულებრივი „აკაცუკია“ - კახა კალაძე
14 ნოემბერი, 2025 , 14:37
ჩვენი ბრძოლის წარმატების შანსი იქნება ზუსტად იმდენი, რამდენ ძალისხმევასაც ჩავდებთ მასში - 28 ნოემბერს, 19:00 საათზე. ბოლომდე! - ელენე ხოშტარია
14 ნოემბერი, 2025 , 14:27
გერმანიის ელჩმა მასხრად აგვიგდო, გუშინ მხარდაჭერა გამოუცხადა ექსტრემისტებს, პოზირებდა ადამიანთან, რომელიც ქართულ ეკლესიას ლანძღავს, გერმანიის საგარეო უწყებამ განმარტება უნდა გააკეთოს - შალვა პაპუაშვილი
14 ნოემბერი, 2025 , 12:43

