უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

ეკონომიკა

24 მაისი, 2017 13:00
font-size

ამერიკელი პროფესიონალები ქართულ ღვინის ბაზარს ეცნობიან

ამერიკელი ღვინის პროფესიონალების ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც ღვინის იმპორტიორები, სომელიეები და ღვინის მწერლები შედიან, საქართველოს ერთკვირიანი ვიზიტით ეწვია. ჯგუფის ხელმძღვანელია ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი, ამერიკული მარკეტინგული კომპანია ,, Marq Energie”-ის მმართველი ჯული პეტერსონი (Julie Peterson).

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ტურის ფარგლებში სტუმრებმა მოინახულეს ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები ქართლში, იმერეთში, გურიაში, რაჭა-ლეჩხუმში და კახეთში, სადაც გაეცნენ ქართული ღვინის დაყენების ტექნოლოგიებს, დააგემოვნეს როგორც ევროპული, ასევე ტრადიციული მეთოდებით დამზადებული ღვინოები.

როგორც ,, Marq Energie”-ის ხელმძღვანელი აცხადებს, ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ამერიკის შეერთებული შტატების ბაზარზე მზარდია.

„ბევრი ღვინის მწერლისა და სომელიესთვის ეს პირველი ვიზიტი იყო საქართველოში. ჩვენ ვესტუმრეთ დასავლეთ საქართველოს - რაჭას, იმერეთს, ლეჩხუმს, რადგან გვაინტერესებდა რა ხდებოდა იქ ღვინის სფეროში, ვინ არიან მწარმოებლები, რომელი განსხვავებული ყურძნის ჯიშებია, რითი განსხვავდება აღმოსავლეთისგან აქაური ღვინოები. ბოლო სამი დღის მანძილზე დასავლეთ საქართველოში ვიყავით, დღეს ქართლში ვართ და შემდეგი სამი დღე კი კახეთში ვიქნებით. ვიმოგზაურებთ აღმოსავლეთ საქართველოში, რათა შევადაროთ აღმოსავლეთის სტილი და ჯიშების მრავალფეროვნება დასავლეთ საქართველოს ღვინოებთან” - განაცხადა ჯული პეტერსონმა.

ჯგუფის შემადგენლობაშია ცნობილი ჟურნალისტი, ჟურნალ „Wine and Spirit“-ის მთავარი კორესპონდენტი, რომელიც ასევე წერს „Los Angeles Times“-ში პატრიკ კომიკსი.

„ეს ჩემი პირველი მოგზაურობაა საქართველოში. რამოდენიმე წელია რაც ქართულ ღვინოებს გავეცანი, თუმცა აქ ყოფნა სრულიად განსხვავებული გამოცდილებაა, ბავრად რეალურია და ეს ადგილიც ძალიან ცოცხალია. საუკეთესო რაც შეიძლება ითქვას ხალხზე, ღვინოზე და კულტურაზე ისაა, რომ იგრძნობა რამდენად ნამდვილია ყველაფერი, განსაკუთრებით ღვინოები. რაც უმნეშვნელოვანესია ჩემს მკითხველს გადავცე, რომ ეს ერთ-ერთი უმშვენიერესი ღვინის ქვეყანაა რაც კი ოდესმე მინახავს, მოკრძალებული და ნამდვილი, ღვინოებში იგრძნობა, რომ ისინი უბრალოდ რომელიმე განსაკუთრებული ადგილიდან კი არა, გულიდან მოდიან” - აღნიშნა პატრიკ კომიკსმა (Patrick Comisky).

ქართლში ამერიკელი პროფესიონალები სოფელ ჩარდახში მეღვინე იაგო ბიტარიშვილს ესტუმრნენ, რომელიც აცხადებს, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას და შესაბამისად ექსპორტის ზრდას აშშ-ს ბაზარზე.

„ბაზრების დივერსიფიკაცია ქართული ღვინისითვის ძალიან მნიშვნელოვანია. როდესაც საუბარია აშშ_ს ბაზარზე, ეს ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ის მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბაზარია, სადაც აფასებენ ღვინოს, ეს ქვეყანა ღვინის ბაზარზე გარკვეულ წესებსაც ამკვიდრებს. აშშ-ში ექსპოერტის შდეგების მიხედვით წლიდან წლამდე მივიწევთ წინ, თუმცა ამ ქვეყანაში ჩვენი ღვინის პოტენციალი უფრო დიდია და ის ღონისძიებები რომელიც ტარდება აშშ-ში, იქნება ეს გამოფენა, თუ სხვა სახის დეგუსტაციები, ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდისთვის ამერიკის ბაზარზე“ - აღნიშნა იაგო ბიტარიშვილმა.

ტური ორგანიზებული იყო ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი ღვინის მწარმოებლების პროდუქცია: „ამირან ვეფხვაძის მარანი“, „არჩილ გუნიავას მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის ღვინოები“, „პატარიძის საოჯახო მეღვინოება“, „როიალ ხვანჭკარა“, „უსახელაურის ვენახები“, „ზურაბ თოფურიძის საოჯახო მეღვინოება“, „მამუკა ჩხეიძის მარანი“, „იაგოს ღვინოები“, „საღვინარი“, „ვიტა ვინია“, „შალაურის ღვინის მარანი“, „ჭოტიაშვილის ღვინის მარანი“, ,,ფაფრის ველი“, „მუკადო ვაინსი“, „ლუკასი“, „თამარ მილორავას ღვინოები“, მეღვინეობა ,,ნიკა“, „ოქრო ვაინსი“, „ხოხბის ცრემლები“ და „გიუაანი“, ასევე ეწვიენ მექვევრე ზაზა კბილაშვილს.

აშშ წარმოადგენს ქართული ღვინის ერთ-ერთ პოტენციურად მზარდ და მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზარს. აშშ-ში აქტიური მარკეტინგული ღონისძიებების განხორციელება ხელს შეუწყობს ქართული ღვინის ცნობადობისა და კონკურენტუნარიანობის ზრდას აშშ-ს ბაზარზე და ზოგადად ქართული ღვინის საექსპორტო არეალის გაფართოებას. მიმდინარე წლის 4 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 101 370 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 21%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს

იანვარში ეკონომიკა 5.1 პროცენტით გაიზარდა - საქსტატი

28 თებერვალი, 2020 , 12:35

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2020 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 5.1 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ია

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.8042 ლარი გახდა

27 თებერვალი, 2020 , 16:50

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.8042 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.7928 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ისრაელის ბიზნესპალატის მხარდაჭერილმა ქაშერულმა ღვინომ გერმანიაში ოქროს მედალი მოიპოვა

27 თებერვალი, 2020 , 13:35

გერმანიაში ჩატარებულ ღვინის პრესტიჟულ საერთაშორისო კონკურსზე- MUNDUS VINI ქართული კომპანია „ბადაგონის“ მიერ წარმოებულმა ქაშერულმა ღვინომ „საფერავი ქაშერი“ (წითელი მშრალი) ოქროს მედალი მოიპოვა. კომ

საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები 1.10 პროცენტით შემცირდა

25 თებერვალი, 2020 , 19:38

2020 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 15 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 14 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7946 ლარი გახდა

25 თებერვალი, 2020 , 17:25

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 2.7946 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.8079 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ

ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ

25 თებერვალი, 2020 , 15:40

საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს ინტერაქტიულ პრესრელიზებს რეზიდენტი კომერციული ბანკების სესხებისა და დეპოზიტების მიმდინარე ტენდენციების შესახებ 2020 წლის იანვრის მდგომარეობით. სესხებისა და დეპოზიტების შესახებ ინტერაქ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

ზაზა ოქუაშვილის პირდაპირი ჩართვა გადაცემაში `რეაქცია`