უახლესი ამბები
- 16.12.2019 12:50საქართველოს ბანკის მხარდაჭერით Spotlight 2019-ი გაიმართა
- 16.12.2019 12:50როგორ მოვრთოთ ცოცხალი ნაძვის ხე საახალწლოდ და როგორ მოვუაროთ მას?
- 16.12.2019 12:50მეწარმე ქალებმა შემაჯამებელი შეხვედრა გამართე
- 16.12.2019 10:3525 დღე № 520 დადგენილების ამოქმედებიდან - ჰოსპიტალური სექტორი პაციენტებს გეგმიურ ოპერაციების ჩატარებაზე უარს ეუბნება
- 16.12.2019 10:35ენთროპიული ვითარებაა ქართულ სახელმწიფოში ანუ რაღაცა დალპა - პაატა ჩხეიძე
- 16.12.2019 10:10თბილისის რამდენიმე რაიონში აბონენტების ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
- 16.12.2019 10:10მე-100 საჯარო სკოლასა და „მწვანე სკოლაში“ ფსიქოლოგებმა დაიწყეს მუშაობა
- 16.12.2019 10:10დატოვოს საკრებულო სამარცხვინო კუხიანიძემ - თბილისის საკრებულოსთან აქცია დაიგეგმა
- 16.12.2019 10:00დღის კალენდარი - 16 დეკემბერი
- 16.12.2019 10:00ანონსი - 16.12.19
არქივი
პოლიტიკა


ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მხარი დაუჭირა სამთავრობო გეგმას და ეკონომიკური განვითარების ხედვას
„საქართველოს აქვს და მომავალშიც ექნება მთავარი სტარტეგიული პარტნიორის ურყევი მხარდაჭერა, როგორც ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის სუვერენიტეტის აღიარების კუთხით, ასევე საქართველოს ევროპული და ევროო-ატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერის მიმართულებით. ასევე სახელმწიფო მდივნის მოადგილემ მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის ახალ გეგმებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კუთხით,“- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ვაშინგტონში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ჯო სალივანთან შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.
მინისტრის თქმით შეხვედრაზე განხლული იქნა ამერიკა-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყველა ძირითადი მიმართულება და კიდევ ერთხელ დადასტურდა ორივე მხარის მზაობა მომავალში კიდევ უფრო გააღრმავოს ურთიერთობები სხვადასხვა მიმართულებით.
შეხვედრაზე მინისტრმა სახელმწიფო მდივნის მოადგილეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის პროგრამისა და იმ პრიორიტეტების შესახებ რომელიც ქვეყანას გააჩნია როგორც საგარეო პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური განვითარებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით. დავით ზალკალიანის განცხადებით შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორის აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა ყველა მიმართულებთ.
საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვისა და ჰუმანიტარული თვალსაზრისით შექმნილ მძიმე მდგომარეობას და საერთაშორისო თანამეგობრობის, განსაკუთღებით კი აშშ-ს მხარდაჭერას კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ისევე როგორც ადგილზე უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ადამიანის უფლებების ხელშეწყობის შემდგომი ფაქტების პრევენციისთვის.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის პროცესს, ამ გზაზე აშშ-ს მხარდაჭერის მნიშვნელობას.
საუბარი შეეხო ნატო-ს ბრიუსელის სამიტს და საქართველოსთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებებს. აშშ-ს მხრიდან კიდევ ერთხელ დადასტურდა საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის მხარადჭერა.
„განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველო-ამერიკას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებას და აღინიშნა, რომ ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობა უნდა შეესაბამებოდეს იმ პოლიტიკურ ურთიერთობებს , რაც გვაქვს აშშ-სთან. იყო ძალიან კარგი შეხვედრა და ვფიქრობ რომ მომავალში ამ მიმართულებით კიდევ უფრო გავაღრმავებთ ურთიერთობებს”-განაცხადა ზალკალიანმა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვაშინგტონში იმყოფება, სადაც სახელმწიფო მდივნის მიწვევით მონაწილებს საერთაშორისო კონფერენციაში რელიგიის თავისუფლების საკითხზე, ღონისძიებას ასევე ესწრება ორმოცზე მეტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი.
საკვანძო სიტყვები:

ის, რომ საქართველო გახდა ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა სიმბოლური და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია ჩვენს ევროპულ გზაზე - ნათია თურნავა
14 დეკემბერი, 2019 , 14:00

მათ შორის არიან პიროვნებები, რომლებმაც შერჩევის პროცესის დროს არ აჩვენეს, რომ ისინი ფლობენ შესაბამის ცოდნას და დამოუკიდებლობას - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საქართველოს მონიტორინგის ჯგუფი
14 დეკემბერი, 2019 , 12:55

გიორგი გახარიამ ბორის ჯონსონს საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს
14 დეკემბერი, 2019 , 12:15

მზად ვართ, ყოველდღიურად ვიმუშაოთ, რომ საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობა ჩვენი მოქალაქეებისთვის კონკრეტული შედეგის მომტანი იყოს - გიორგი გახარია
13 დეკემბერი, 2019 , 18:00
პარლამენტმა ეროვნული ბანკის 2020-2022 წლების ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები დაამტკიცა
13 დეკემბერი, 2019 , 17:10
ვახტანგ გომელაურმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა
13 დეკემბერი, 2019 , 16:05