უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

კონფლიქტის ზონა

23 ივლისი, 2020 18:44
font-size

ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე შეტევას - სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი ველესის დეკლარაციის 80 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ამერიკა არასდროს შეეგუება რუსეთის შეტევას საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე.

„ველესის დეკლარაცია მხოლოდ ისტორიული არტეფაქტი არ არის. ამერიკის შეერთებული შტატები არასდროს აღიარებს საბჭოთა კავშირის მიერ ბალტიისპირეთის ქვეყნების უკანონო იძულებით მიერთებას, ისევე როგორც არასდროს შეეგუება რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობაზე შეტევას, რომელსაც ის ყირიმის ანექსიით, უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონებში დესტაბილიზაციის მცდელობით, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის გზით ცდილობს“, – აღნიშნულია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.

რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია

24 სექტემბერი, 2020 , 16:50

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ჯგუფის შეხვედრის მიმდინარეობის დროს, რუსულმა სამხედრო ვერტმფრენმა საქართველოს საჰაერო სივრცე დაარღვია. არსებული ინფორმაციით, რუსულმა ვერტმფრენმა ოკუპირებულ

ჩქარობს კრემლი. იციან, რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება - შალვა ნათელაშვილი

19 სექტემბერი, 2020 , 16:40

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოფელ ნიქოზში იმყოფებოდა, სადაც რუსული ოკუპაცია გააპროტესტა. „ჩქარობს კრემლი. იციან, რამდენიმე კვირაში მათი სატელიტი ივანიშვილის რეჟიმი დამთავრდება და ისი

ნატო ჩხეიძე: ომიც რა არის ამაზე მეტი

15 სექტემბერი, 2020 , 17:30

„ომი არ ყოფილა ჩვენს დროსო, ბრიყვული მედიდურობით რომ აცხადებენ ეს ჩვენი პრემიერები და მინისტრები, ომიც რა არის ამაზე მეტი“, - ამის შესახებ წერს სოციალურ ქსელში პარლამენტარი, მოძრაობა „სახელმჭიფო ხალხისთ

სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა - სუს-ი

12 სექტემბერი, 2020 , 17:06

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის მორიგი ფაქტი განხორციელდა. აღნიშნულთან დაკავშირებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გააქტიურდა &bdq

დიდი ბრიტანეთი საქართველოს ოკუპაციის დასრულებაში დაეხმარება - ვენდი მორტონი

10 სექტემბერი, 2020 , 11:50

ვენდი მორტონმა "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე საქართველოსთვის 2 მილიონი ფუნტი სტერლინგის გამოყოფის შესახებ დაწერა. დიდი ბრიტანეთის ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თქმით, ეს თანხა რუსეთის მხრ

კარლ ჰარცელი - მოვუწოდებთ დე ფაქტო ხელისუფლებას, იფიქროს ჰუმანიტარულ პრობლემებზე და ოძისის გამშვები პუნქტი გახსნას

4 სექტემბერი, 2020 , 15:40

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით, ერთი წელი გადის, რაც ოძისის გამშვები პუნქტი ჩაკეტილია. ელჩის თქმით, აღნიშნული ფაქტი მიუღებელია, უარესდება ადგილზე ჰუმანიტარული ვითარება, რაც შეშფოთებას იწვევს.

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

მიძინება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა მარიამისა. მარიამობა.