უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

საზოგადოება

17 ივლისი, 2017 18:52
font-size

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში ფულბრაიტის პროგრამის გამარჯვებულებს მიულოცა

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში იან კელი-მა, საინვესტიციო ჯგუფ „ბიჯეოს“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა და „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძე, საქართველოს ბანკში გამართულ მიღებაზე რვა ქართველ სტუდენტს ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამაში გამარჯვება მიულოცეს. სტუდენტები წამყვან ამერიკულ უნივერსიტეტებში სასწავლებლად შემოდგომაზე აშშ-ში გაემგზავრებიან. მიღებას ასევე ესწრებიდნენ ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეები, ვინც თავიანთი გამოცდილება გამარჯვებულებს გაუზიარეს.

საქართველოს ბანკის ინფორმაციით, ფულბრაიტის სამაგისტრო პროგრამა ამერიკის მთავრობის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პროგრამაა მსოფლიოში. ამ პროგრამით 2014 წლიდან დღემდე 19-მა ქართველმა სტუდენტმა მიიღო განათლება ამერიკაში. ფულბრაიტის პროგრამა ფინანსდება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის ბიუროს მიერ. საქართველოში პროგრამის პარტნიორები არიან საინვესტიციო ჯგუფი „ბიჯეო“ და საქართველოს ბანკი, სწორედ ამ კომპანიების დაფინანსებით წელს დამატებით კიდევ 2 სტუდენტი გაემგზავრება აშშ-ში სასწავლებლად. აღნიშნულ პროგრამასთან რამდენიმეწლიანი თანამშრომლობის შედეგად, ამ დრომდე 4-მა ახალგზარდამ მიიღო განათლება აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებში, როგორც ბიზნესის ადმინიტრირების ასევე, ინფორმაციული ტექნოლოგიების განხრით.

2016 წლის ივლისში, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა, ჯონ კერიმ საქართველოში ვიზიტის დროს, საქართველოს მთავრობასთან ისტორიულ მემორანდუმს მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც ფულბრაიტის პროგრამის მონაწილეთა რაოდენობა 2018 წლიდან გაორმაგდება.

საბურთალოს რაიონში სამ მისამართზე სკვერი მოეწყობა

20 ივნისი, 2018 , 17:40

საბურთალოს რაიონში, ხვიჩიას, ბალანჩივაძისა და ბერიტაშვილის ქუჩებზე სამი სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტი ფარგლებში, სკვერებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა და გამწვანების სამუშაოები ჩატარდება. ასევე, მოეწყ

`სუს-მა მომწერა იმ სპერაზმელის ვინაობა, ვინც მძინარე თემირლანი მოკლა`- მალხაზ მაჩალიკაშვილი პროვოკაციაზე საუბრობს

20 ივნისი, 2018 , 16:50

პანკისის ხეობაში ჩატარებული სხლიანი სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი „ნიუპოსტთან“ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს. მისი თქმით, იცის იმ სპეცრაზმელის ვინაობა, ვინ

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე მეწყერი ჩამოწვა - მოძრაობა რამდენიმე დღეში აღდგება

20 ივნისი, 2018 , 16:05

ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. ინფორმაცია საქართველოს რკინიგზამ გაავრცელა. „ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიან ხაზზე, გამთენიისას მეწყერი ჩამოწვა. მიწის მასები სოფელ დაბასთან მი

თბილისის ბალეტის ფესტივალი 23 ივნისს გაიხსნება

20 ივნისი, 2018 , 16:05

დედაქალაქის მერიის მხარდაჭერით, 23 ივნისიდან 1 ივლისამდე თბილისის ბალეტის ფესტივალი ჩატარდება. ამის შესახებ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, რომელსაც თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია, ოპერისა და ბალეტის თეატრის სამ

დაავადებათა კონტროლის ცენტრი დაწესებულებებს კონდიცირებული გარემოს შექმნას ურჩევს

20 ივნისი, 2018 , 15:40

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ზაფხულის პერიოდში დაავადებები და სხვადასხვა ინფექცია მომრავლებულია და დახურულ სივრცეებში აუცილებელია კონდიცირების სისტემა დამონტაჟებულ

მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის გაზრდას გეგმავს

20 ივნისი, 2018 , 14:25

საქართველოს მთავრობა 2019-2020 წლებში პენსიის გაზრდას გეგმავს. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველოს მთავრობა გააგრძე

ვიდეო გალერეა

სისხლში მოსვრილი ბიჭები ხორავას ქუჩიდან