კომენტარი

ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოს დაფინანსება რამდენიმე ძირითადი ჩარჩო პარამეტრებითაა განსაზღვრული - ბათუ ქუთელია
საქართველოს ატლანტიკური საბჭოს ვიცე-პრეზიდენტის ბათუ ქუთელიას განცხადებით, 2017 წლის ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტში საქართველოს დაფინანსება რამდენიმე ძირითადი ჩარჩო პარამეტრებითაა განსაზღვრული.
ამის შესახებ ქუთელიამ საკითხის კომენტირებისას მედიას განუცხადა.
„აქ რამდენიმე ძირითადი ჩარჩო პარამეტრია განსაზღვრული,თუ რის საფუძველზეც განვითარდება ჩვენი თანამშრომლობა ამ ერთი წლის განმავლობაში. პირველი, ეს მოიცავს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას, მეორე, რომ საქართველოს შეეძლოს უფრო აქტიურად და უფრო მეტად თავსებადი იყოს როგორც ამერიკის შეიარაღებულ ძალებთან,ასევე ნატო-ს შეიარაღებულ კონტინგენტთან სხვადასხვა მისიებში მონაწილეობის კუთხით“,-აღნიშნა ქუთელიამ.
შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას ამერიკის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ 375 ხმით, ქვეყნის 2017 წლის თავდაცვითი ბიუჯეტი დაამტკიცა.
მონიკა დავლიანიძე
საკვანძო სიტყვები:

ქვეყანაში ვითარების „გაცხელებაზე” სხვების მუქარებიც მოგვისმენია წინა წლებში, ცივი გონებით მოქმედება სჯობს -არჩილ თალაკვაძე
23 იანვარი, 2021 , 17:10

სტრასბურგში გამარჯვება არის საერთო სახალხო მოქმედების შედეგი, ნურც ერთი მინისტრი ნუ მიიწერს ამ გამარჯვებას - ანა დოლიძე
21 იანვარი, 2021 , 17:10

სახალხო დამცველის განმარტება ციხეთა სისტემაში შექმნილ ვითარებაზე საგანგაშოა - ცენტრი “ემპათია”
20 იანვარი, 2021 , 15:40
თუ რამე იციან, თქვან, თუ არადა, ჭორაობას თავი დაანებონ - გიორგი ვაშაძე
18 იანვარი, 2021 , 18:16

ნატო ჩხეიძე: ვისაც უწმაწური სიტყვების გარეშე აზრის გამოთქმის უნარი არ აქვს, მათ „მოსაზრებებს” ვშლი
18 იანვარი, 2021 , 12:25

ალბათ ახლა ჯობია, მე სხვა საქმეებით ვიყო დაკავებული, ვიდრე პოლიტიკით - დავით საგანელიძე
16 იანვარი, 2021 , 15:40