უკან

უახლესი ამბები

დღის კალენდარი

ანონსები

არქივი

პოლიტიკა

10 მაისი, 2023 17:43
font-size

ჩვენს მოქალაქეებს და ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, გაუმარტივდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი და ფრენები - ნინო წილოსანი

რუსეთმა აღადგინა პირდაპირი ფრენები, რაც მისი მხრიდან დაწესებული შეზღუდვა იყო, რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმი თავად მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა ომის შემდეგ, შესაბამისად, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნინო წილოსანმა განაცხადა.

წილოსანის თქმით, რუსეთის მხრიდან მის მიერ დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება გაუჭირდება.

„უპირველეს ყოვლისა, ვთქვათ, რა მოხდა – რუსეთმა აღადგინა პირდაპირი ფრენები, რაც მისი მხრიდან დაწესებული შეზღუდვა იყო, ეს არ გახლდათ საქართველოს მხრიდან დაწესებული შეზღუდვა. რაც შეეხება სავიზო რეჟიმს, რაც შეიძლება, ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის შეშფოთების საგანი იყოს, რუსეთის მოქალაქეებზე სავიზო რეჟიმი თავად მიხეილ სააკაშვილმა გააუქმა ომის შემდეგ, შესაბამისად, ამ კუთხით არაფერი შეცვლილა. არაერთხელ გვაქვს გაცხადებული, რომ ჩვენი მხრიდან სანქციების პროაქტიულად დაწესებას არ გავაკეთებთ და ვერ გავაკეთებთ, უპირველეს ყოვლისა, თავად ქვეყნის წინაშე არსებული საფრთხეებიდან გამომდინარე. ნამდვილად გამიჭირდება კომენტარი რუსეთის მხრიდან მის მიერ დაწესებული სანქციებისა და შეზღუდვების გაუქმებასთან დაკავშირებით. ერთადერთი, რაც ძალიან თვალსაჩინო იქნება, ჩვენს მოქალაქეებს და ემიგრანტებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, გაუმარტივდებათ თავიანთ ქვეყანასთან კავშირი და ფრენები“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიფინგს, წილოსანის თქმით, სალომე ზურაბიშვილი თუ ფიქრობს, რომ რუსეთის გადაწყვეტილება შეიძლება იყოს პროვოკაცია, მაშინ ამ პროვოკაციაზე წამოგება არასწორია.

„პრეზიდენტის ბრიფინგიდან ერთი, რაზეც პოზიტიურად შემიძლია ვთქვა, არის მისი განცხადება, რომ ეს შეიძლება იყოს რუსეთის მხრიდან პროვოკაცია. ამიტომ თუ ფიქრობს, რომ პროვოკაციაა, ამ პროვოკაციაზე წამოყოლა, ასე ვთქვათ, ავარდნა და ჩვენი მხრიდან იმ პრინციპის დარღვევა, რომ ვერ ვუწესებთ სანქციებს, ამით პასუხის გაცემა არანაირ ჭკუასთან არ შეიძლება იყოს ახლოს. აქედან გამომდინარე, თუ ამ ჭრილში შევხედავთ ამ საკითხს და პროვოკაციად შევაფასებთ, ის, რასაც ქალბატონი პრეზიდენტი მოგვიწოდებს, ჩვენი მხრიდან ზუსტად პროვოკაციაზე წამოგებაა“, – განაცხადა ნინო წილოსანმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საქართველოსთან სავიზო რეჟიმი გააუქმა. შესაბამის გადაწყვეტილებას პუტინმა ხელი უკვე მოაწერა. გადაწყვეტილება ძალაში 15 მაისიდან შევა.

ამასთან, პუტინმა გააუქმა რუსული ავიახაზებისთვის საქართველოსთან ფრენის აკრძალვა. რუსული პროპაგანდისტული მედია წერს, რომ თავის მხრივ, საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა რეკომენდაცია რუსებს, რომ თავი შეიკავონ მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობისგან.

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა და ამბიციური მიზანია, კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ -ირაკლი კობახიძე

29 მარტი, 2024 , 16:30

ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა, ამბიციური მიზანი არის ის, რომ ჩვენ გვინდა, ევროპის ქვეყნების საუკეთესო სამეულში მოვხვდეთ კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძ

სალომე ზურაბიშვილის ერთადერთი მიზანია საბოტაჟი, ერთადერთი მიზანია, რომ არჩევნებს რაღაცნაირად შეექმნას საფრთხე, პრობლემა - პრემიერ-მინისტრი

29 მარტი, 2024 , 15:54

საქართველოს პრემიერ-მინისტრი  ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ აკრიტიკებს პრეზიდენტს. ამჯერად ცესკოს თავმჯდომარესთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის, არასამათვრობო ორგანიზაციებისა და ევროკავშირის საელჩოს წარმომადგენ

არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება - პრეზიდენტი

29 მარტი, 2024 , 15:41

"არ არის საკმარისი, მხოლოდ ვამაყობდეთ ჩვენი დიასპორით, საჭიროა დროზე მივცეთ მათ ის საშუალება, რაც ეკუთვნით - საარჩევნო უფლება", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ცესკოს თავმჯდომარ

თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

29 მარტი, 2024 , 11:46

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ჩიქოვანი საქართველოში ესტონეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, რინა კალიურანდს შეხვდა. თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გაცნობით შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის თავდაცვის სფეროში თ

საქართველოში მევახშეების დიქტატურა ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს - მიხეილ სააკაშვილი

27 მარტი, 2024 , 12:41

ის ქვეყანა ვერასდროს იქნება ბედნიერი და ვერასდროს ექნება მომავალი, რომლის ბედსაც მევახშეები წყვეტენ, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე განაცხად

ირაკლი კობახიძე ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

25 მარტი, 2024 , 15:26

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პირისპირ შეხვედრისას მხარეებმა საქართველოსა და სომხეთის რესპუ

პირდაპირი TV

daily calendar

ვიდეო გალერეა

წითელი პარასკევი - დიდი პარასკევი